«ანტონ ჩეხოვი: განათლებული ადამიანის 8 მახასიათებელი.» | Jolo.ge


«ანტონ ჩეხოვი: განათლებული ადამიანის 8 მახასიათებელი.»

«ანტონ ჩეხოვი: განათლებული ადამიანის 8 მახასიათებელი.»

განათლებულ ადამიანებს უამრავი სპეციფიკური მახასიათებელი გააჩნიათ. მათგან აუცილებლად აღსანიშნია შემდეგი:

პატივს სცემენ ადამიანის ინდივიდუალურობას.

ამიტომ უმეტესწილად კეთილები, ზრდილობიანები და გამგებიანნი არიან. თუ ვინმეს სამსახური გაუწევენ, არასოდეს აგრძნობინებენ თავს დავალებულად და არაფერს დააყვედრებენ.

მათ აქვთ თანაგრძნობის უნარი არამხოლოდ უსახლკარო ადამინებისა და კატების მიმართ. მათი გული იმასაც განიცდის, რასაც იმ მომენტში თვალი ვერ ხედავს.

ყოველთვის პატივს სცემენ სხვების ქონებას, ამიტომ მუდამ იხდიან ვალებს.

გულუბრყვილოდ გულწრფელები არიან.

უჭირთ თუნდაც მცირე და უწყინარი ტყუილის თქმა, ვინაიდან ტყუილი მსმენელისთვის შეურაცხყოფაა, რომელსაც მოსაუბრე აყენებს. მათთვის ასევე უცხოა სხვების დასანახად პოზირება. ისევე იქცევიან ქუჩაში, როგორც სახლში. გარდა ამ ყველაფრისა, აღსანიშნავია, რომ გაცილებით უფრო იშვიათად ლაპარაკობენ, ვიდრე უსმენენ.

არ მანიპულირებენ ადამიანთა გრძნობებით;

არ არიან მოდას ბრმად აყოლილები.

არასოდეს დახარჯავენ ზედმეტ ძალისხმევას იმაში, რომ პოპულარულთა წრეში ნაცნობები გაიჩინონ. ერიდებიან საკუთარი თავის, შესაძლებლობებისა და მიღწევების ქება-დიდებას; ნამდვილად ნიჭიერი ადამიანი არასოდეს ასხამს ხოტბას საკუთარ თავს. როგორც კრილოვმა თქვა, ცარიელი კასრი ყოველთვის უფრო ხმაურიანია, ვიდრე სავსე.

თუ რამე კონკრეტული ნიჭი გააჩნიათ, პატივს სცემენ მას და ივიწყებენ ყველაფერ დანარჩენს: ქალებს, ღვინოს, ახლობლებს, რადგან უსაზღვროდ ამაყობენ ამ ნიჭით.

არიან პედანტური რიგ საკითხებთან მიმართებით.

მაგალითად, არ შეუძლიათ დაძინება, სანამ ტანსაცმელს არ გაიხდიან ან ვერ იტანენ დახუთულ ჰაერში სუნთქვას. გარდა ამისა, მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი სექსუალური ინსტინქტების გაკონტროლებას. ის, რაც მათ ქალისგან სურთ, მხოლოდ საწოლით არ შემოიფარგლება.

წყარო: წერილი ბრმებზე თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად

ნანახია:(2224)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„სჯობს ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი“ …

მოხუცი კაცი და მისი პატარა შვილიშვილი გზაზე მიდიოდნენ. კაცი ცხენზე იჯდა, ხოლო მისი შვილიშვილი, პატარა ბიჭი კი ცხენს წინ მიუძღვებოდა.


… რომ მიიღო ის, რაც ნამდვილად გინდა …

ყველაფერი, რასაც კაცობრიობის ხელით შექმნილ სამყაროში ხედავ, სანამ რეალობად იქცეოდა, ვიღაც ერთი ადამიანის გონებაში ჯერ აზრად ან იდეად ჩამოყალიბდა. შენს


10 საოცარი რამ, რასაც ფინანსურად წარმატებული ადამიანები სხვაგვარად აკეთებენ

გთავაზობთ იმ საკითხების ჩამონათვალს, რასაც ფინანსურად წარმატებული ადამიანები აკეთებენ და რაც მათ საშუალებას აძლევს ცხოვრებაში ბევრს მიაღწიონ. ჩვენს საზოგადოებაში ფინანსურად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<