ანგელოზი, რომელიც გელოდება დედამიწაზე | Jolo.ge


ანგელოზი, რომელიც გელოდება დედამიწაზე

ანგელოზი, რომელიც გელოდება დედამიწაზე

ბავშვი, რომელიც დედამიწაზე მოსავლენად ემზადება, ღმერთს ეკითხება:

— უფალო, მითხრეს რომ მალე დედამიწას უნდა მოვევლინო, მაგრამ ასეთმა პატარამ და უმწეომ, იქ როგორ უნდა ვიცხოვრო?

— ყველა ანგელოზთა შორის შენთვის ერთი ამოვარჩიე. ის შენ გელის, შენზე იზრუნებს და დაგიცავს. ანგელოზი ყოველდღე გიმღერებს და გაგიღიმებს. ამგვარად შენ მის სიყვარულს შეიგრძნობ და ბედნიერი იქნები.

— ენა რომ არ ვიცი, ადამიანების ნათქვამს როგორ გავიგებ?

— დედამიწაზე რაც კი ლამაზი და ტკბილი სიტყვებია, ანგელოზი დიდი სიყვარულით შეგასწავლის.

— კეთილი უფალო. შენთან საუბარი რომ მომინდეს, როგორ მოვიქცე?

— ანგელოზი პირჯვარს გადაგსახავს და ლოცვას გასწავლის.

— გავიგე, რომ დედამიწაზე ცუდი ადამიანებიც ყოფილან, მე ვინ დამიცავს?

— ანგელოზი თავის სიცოცხლესაც კი გასწირავს შენს დასაცავად.

— მე ძალიან ვწუხვარ, რომ ვეღარ გნახავ…

— ანგელოზი გამუდმებით გესაუბრება ჩემზე და ჩემსკენ მომავალ გზას გიჩვენებს…

 

ამ დროს სამოთხეში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. დედამიწიდან გამოსული ხმები სამოთხეს სწვდებოდა. პატარა მიხვდა, რომ წასვლის დროა და ბოლო შეკითხვა დაუსვა უფალს:

— უფალო, თუ უკვე მოვიდა ჩემი წასვლის დრო, სწრაფად მითხარი, რა ჰქვია ჩემს ანგელოზს?

— მისი სახელი საჭირო არ არის, შენ მას დედას დაუძახებ…

ნანახია:(177)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რატომ არასდროს ჭირვეულობენ იაპონელი ბავშვები — ეს მაგალითი ყველა მშობელს გამოადგება

ქვეყნის კულტურა და ტრადიციები ბავშვების აღზრდაზეც ახდენს გავლენას. მაგალითად, იაპონიაში მოხვედრილი უცხოელი სწრაფად ამჩნევს, რომ იქაური ბავშვები ჭირვეულები არ არიან.


50 დარიგება — რა უნდა ასწავლოს დედამ თავის გოგონას

ამერიკელ ჯინა მაჯორიმ თავის ქალიშვილისათვის ის ცხოვრებისეული გამოცდილებები და რჩევები შეადგინა, რომლებიც მისი აზრით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს. წაიკითხეთ და დაწერეთ,


მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ქალიშვილს — ყველა მშობლისთვის

შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<