ანანასის საოცრად დადებითი და უარყოფითი თვისებები | Jolo.ge


ანანასის საოცრად დადებითი და უარყოფითი თვისებები

ანანასის საოცრად დადებითი და უარყოფითი თვისებები

ამ ტროპიკული ხილის სამშობლო ბრაზილიაა. სწორედ აქედან გავრცელდა ის მთელს მსოფლიოში.

ანანასი იმდენ სასარგებლო თვისებასა და ვიტამინს შეიცავს, რომ ლამის სამკურნალო პრეპარატის დანიშნულება აქვს.

მასში კალიუმი, მაგნიუმი, С, PP, В12, В1, В2 ვიტამინები, უამრავი სასარგებლო მიკროელემენტი და მინერალური ნივთიერება შედის.
ტროპიკული ხილის რბილობი ასკორბინის მჟავას, ცილებს, შაქარს, საკვებ ბოჭკოებსა და წყალს შეიცავს. გარდა ამისა, მასში შედის სასწაულმოქმედი ფერმენტი ბრომელაინი — ის ცილებს შლის და შეშუპებას ხსნის.

ანანასი შესანიშნავი საშუალებაა გრიპოზულ დაავადებებთან ბრძოლაში, რადგან ის დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, ორგანიზმს აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს და ინფექციას ებრძვის.

იმისთვის, რომ ანანასმა მაქსიმალური ეფექტი გამოავლინოს, ის უზმოზე უნდა მივიღოთ. ეს პირობა ფერმენტ ბრომელაინს უკავშირდება: სხვა საკვებთან კომბინაციაში მას სასარგებლო თვისების გამოვლენა აღარ შეუძლია და მხოლოდ ორგანიზმის ფერმენტაციას აუმჯობესებს. ამას გარდა, ბრომელაინი უმკლავდება სხვადასხვა ანთებით პროცესებს: ანგინას, პნევმონიას, სინუსიტს, ართრიტს და სხვ.

კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით, ანანასი ადამიანის ნერვულ სისტემას ამაგრებს. იგი შესანიშნავი ანტიდეპრესანტია.

ანანასი ჩინებული საშუალებაა ვენების ვარიკოზული გაგანიერების წინააღმდეგ. აგრეთვე, ის სისხლძარღვების კედლებს ცხიმოვანი ნადებისგან წმენდს. არტერიულ წნევას დაბლა სწევს, კუნთებისა და სისხლძარღვების ტკივილს აყუჩებს. დადასტურებულია, რომ ანანასს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა შეუძლია. მეცნიერთა კვლევების მიხედვით ის ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.

ანანასი ორგანიზმის შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა. კოსმეტოლოგიაში მისგან ნაოჭების საწინააღმდეგო სახის სხვადასხვა ნიღბები და ბალზამები მზადდება.

ანანასი წონის დასაკლებ ეფექტურ საშუალებად ითვლება. მას შეუძლია ზედმეტი წონისაგან გათავისუფლებაში დახმარება და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება. ანანასი წონის დაკლების ბევრი საშუალების შემადგენლობაში შედის. რა თქმა უნდა, მხოლოდ ანანასის ჭამით ვერ გახდებით, რადგან წონის პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. საჭიროა ცხოვრების წესის, კვების რეჟიმის შეცვლა, მავნე ჩვევებისაგან გათავისუფლება. ანანასი კი მხოლოდ ერთერთი საშუალებაა ზედმეტ წონასთან საბრძოლველად.

ანანასი ამცირებს მადას. ყოველი ჭამის წინ 50 გრამი ანანასის ჭამა, თრგუნავს შიმშილის გაძლიერებულ გრძნობას და ამცირებს ამით საჭმელ პორციას, რაც ბუნებრივია თქვენს ფორმებზე აისახება.

საჭმლის მომნელებელი ფერმენტები უკმარისობის დროს ირღვევა ცილების გადამუშავების პროცესი, რაც ჭარბწონიანობის ხელშემწყობი ფაქტორია, ხოლო ბრომელაინი ეს არის ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ამ ფერმენტების შეცვლა – აი ეს მიზეზია, რის გამოც ანანასი ხელს უწყობს წონის კლებას. საბოლოო ჯამში ანანასი, ეს არის ხილი, რომელიც მასში შემცველი ბრომელაინის და სხვა ნივთიერებების საშუალებით აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

 

ანანასის უარყოფითი თვისებები

ანანასი ბევრ მჟავას შეიცავს, ამიტომ მისი მოხმარება კუჭის მომატებული მჟავიანობისას, წყლულის და სხვა კუჭ-ნაწლავის დაავადების შემთხვევაში არაა რეკომენდირებული.

ორსულობის შემთხვევაში უმჯობესია ამ ხილის მოხმარებისგან თავის შეკავება, ბოლომდე დაუმწიფებელ ანანასს ან მისი წვენს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნაყოფს.

ანანასი შლის კბილის ემალს, თუ მათი ჭამის შემდეგ პირს სუფთა წყლით არ გამოივლებთ, რასაც იშვიათად აკეთებს ვინმე. პირიქით, მას ზედ ჩაის ან ყავას აყოლებენ, რაც აძლიერებს დაშლის ეფექტს.

ანანასის მონოდიეტა ისევე მავნებელია, როგორც ნებისმიერი მონოდიეტა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა საპირისპირო შედეგები – ანანასმა შეიძლება ხელი შეუწყოს წონის მატებას და არა პირიქით, კლებას. ცხიმები, რომლებიც შეიძლება გამოდევნილიყო ორგანიზმიდან აუთვისებლად, იშლება და ხდება მათი ათვისება.

კონსერვირებულ ანანასის გამოყენებას არა აქვს იგივე ეფექტი, რაც ცოცხალს, რადგან მასში ბრომელაინი თითქმის დაშლილია.

ანანასი ძლიერი ალერგენია. ეს ალერგიულ ადამიანებს მუდამ უნდა ახსოვდეთ.
ისევე, როგორც სხვა ხილის შემთხვევაში, ანანასის მიღებაშიც არ უნდა გვიმტყუნოს ზომიერების გრძნობამ.

ნანახია:(1821)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ანანასი

Related Articles

ბედნიერება იქაა, სადაც ჩვენ ვართ

და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბედნიერების მოსაძებნად ბოტები უნდა ამოიცვას, გადაიაროს 9 მთა და 9 ზღვა… მე გეტყვით რომ თქვენ


როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდად: ოთხი საჭირო ჩვევა

ასაკის მატებასთან დაკავშირებული დისკომფორტის და პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია. იმისთვის რომ ახალგაზრდობა დიდი ხნით შეინარჩუნოთ, თავის მოვლასთან ერთად, ყოველდღიური ჯანსაღი


შოკოლადი წონის დაკლებაში გვეხმარება…

ხშირად მოგისმენიათ, რომ შოკოლადი წონის მატებას უწყობს ხელს? ალბათ თქვენც გამოგირიცხავთ დიეტის დროს. თუ მასზე უარის თქმა გიჭირთ ეს დაკვნა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*