„ამიტომ ნუ ელოდებით ნურავის“ … | Jolo.ge


„ამიტომ ნუ ელოდებით ნურავის“ …

„ამიტომ ნუ ელოდებით ნურავის“ …

იცით,
ჩვენ გვგონია, რომ ადამიანები ჩვენგან მიდიან, გული უცივდებათ და გვტოვებენ.
სინამდვილეში

ჩვენგან არ მიდიან……

ყველას საკუთარი ფრენის სიმაღლე აქვს!

ბეღურები დაფრინავენ ბეღურებთან,
მტრედები — მტრედებთან,
იხვები — იხვებთან
არწივები — არწივებთან.

თუ არწივი თან წაიყვანს იხვს, ამ უკანასკნელს მოუწევს მისთვის უჩვეულო სიმაღლეზე და სიჩქარით ფრენა. ადრე თუ გვიან, ორივე დაუბრუნდება საკუთარ ფრენის ტრაექტორიას..

ადამიანებში არსებობს მოცემულობები.
მაგრამ ფრინველებისგან განსხვავებით შეუძლიათ შესაძლებლობების მიღმა გასვლა და ეს სასწაულია!

უმრავლესობა მიფრინავს ინერციით, ერთ სიმაღლეზე და მხოლოდ მცირე ნაწილი, ისიც იშვიათად, გადალახავს საკუთარ შესაძლებლოებების საზღვარს, ისიც, რაღაც დიდის სახელით.

თუ თქვენ შეფერხდით ურთიერთობებში, რა დროსაც მოგიწიათ თქვენთვის ჩვეული სიმაღლიდან დაშვება და სიჩქარის შენელება, ამავე დროს კარგად გესმით, რომ გჭირდებათ სხვა ტრაექტორიით ფრენის გაგრძელება და თან არსებული სიმაღლე გხუთავთ — გაფრინდით! აწიეთ სიმაღლე!

მცირედის დიდად ტრანსფორმაცია, ერთადერთ სასწაულს ხელეწიფება — გასცდე ზღუდეს, საზღვარს, არსებულს, გახვიდე ხილულს მიღმა, აღქმის ჩვეული ფილტრები და მოცემული სტერეოტიპები გააცამტვერო — ეს კი შეხვერდაა.

შეხვედრა განუხორციელებელი ხდება, თუ არ იქნება გაურკვევლობისთვის, უცნობისთვის, არსებულის დაკარგვისთვის მზაობა. სასწაულისთვის მნიშვნელოვანია — ტოტალური ნდობა და უსაზღვრო გახსნილობა.

ხდება, რომ ზოგჯერ ემოციური აღმავლობის პიკზე ყოფნისას, გადაწყვეტილებას ვიღებთ გავიხსნათ და ვენდოთ ადამიანებს, ცხოვრებას, სამყაროს, მაგრამ მოგვიანებით ირთვება გონება და მეტწილად ვნანობთ ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
და როდესაც ვნანობთ, ხდება აქამდე მოპოვებული შედეგების განულება.

ამიტომ ნუ ელოდებით ნურავის. აღმოაჩინეთ თქვენთვის მისაღები სიმაღლე და გაფრინდით თქვენიანებთან!
იფრინეთ თქვენნაირებთან ერთად!

უბრალოდ, როგორც ჩემმა მენტორმა მითხრა: «ტომაჩკა, ჩვენგან არ მიდიან, ჩვენ ვერ გვეწევიან».

დავამატებ: «ჩვენ არ გვიბრუნდებიან, ჩვენ გვეწევიან».

მადლიერებით თამარ კვარაცელია

გაიგეთ მეტი თქვენს დანიშნულებაზე და რეალიზაციაზე
ტრენინგი „წარმატების სპირალი ანუ კვანტური ნახტომი“
15-16 ივნისი

სრული ინფორმაცია და რეგისტაცია ამ ბმულზე
http://spirali.kvaratskhelia.pro

ნანახია:(649)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

შეცვალე სამყარო შენს ირგვლივ და აიხდინე ოცნება — თამარ საგინაშვილის ერთდღიანი ვორქშოფი

რა გაღელვებთ ყველაზე მეტად ახლა? რომელი თქვენი პრობლემის მოგვარება გააუმჯობესებდა თქვენს ცხოვრებას მომენტალურად? ჩემი გამოცდილებით ადამიანებს ყველაზე მეტად ის აწუხებთ,


მეტაფორული ბარათები ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში და ქოუჩინგში

გსურთ შეისწავლოთ მეტაფორული ბარათების, როგორც ადამიანის არაცნობიერთან ურთიერთობის ყველაზე ლამაზი და უნიკალური შესაძლებლობები? გაინტერესებთ, მეტაფორების გამოყენების შესაძლებლობები ადამიანების ფსიქოლოგიურ დახმარებაში?


გამოიკვლიე ჩვენთან ერთად შენი სტრესული ფიქრები და საკუთარ თავთან ჰარმონია დაიბრუნე

«როდესაც რაღაცას აკეთებ იმისთვის, რომ მოწონება დაიმსახურო, რაღაც მიიღო, რაღაც შეინარჩუნო, გავლენა მოახდინო, ვიღაც ან რაღაც გააკონტროლო — მიზეზი შიშია,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*