«ამაზე დიდი კაიფი და სიამოვნება არაფერია» — ირაკლი ჭანტურია | Jolo.ge


«ამაზე დიდი კაიფი და სიამოვნება არაფერია» — ირაკლი ჭანტურია

«ამაზე დიდი კაიფი და სიამოვნება არაფერია» — ირაკლი ჭანტურია

როცა შენს შიგნით ცნობიერად  შეიგრძნობ სიყვარულს, ხარ სიყვარულის მდგომარეობაში,  სწორედ მაშინ კაიფობ და იღებ სიამოვნებას ამ ცხოვრებისგან,  ეს დანიშნულება აქვს აქ ყოფნასაც,  ცნობიერად, სიყვარულად ყოფნის განცდით არსებობა.

ამ მდგომარეობის შესაგრძნობად დამატებითი სტიმულატორების მიღება ილუზია და სიყალბეა,  ანუ სიყალბიდან ახალ სიყალბეში გადასვლა, ილუზიებიდან ილუზიაში ჩაძირვა. არა თუ ხრამიდან ამოსვლა,  ხრამში უფრო ღმად ჩახტომაა.

ამიტომ ნუ ჩახტები ხრამში,  ძილიდან ნუ გადახვალ ძილქუშში,  გამოფხიზლდი და მოდი აქ! შენ,  რომელიც მიდიხარ რომ შეიგრძნო სიამოვნება და სტიმულატორებით,  კიდევ უფრო ღმა ძილს ეძლევი,  მე ამ წამს, აქ  ვიღებ იმას რასაც შენ «გასვლით» იღებ. ხოდა, «ნუ წახვალ იქ,  მოდი აქ»!

«აქ» და «ახლა» ყოფნაში მოდი, სიყვარულის მდგომარეობაში. გათავისუფლდი და გაცნობიერდი, ამაზე დიდი კაიფი და სიამოვნება არაფერია,  როცა ფხიზლად არსებობ სიცხადის შეგრძნებით.  სუნთქვასაც კი დააკვირდები და ჰაერის შეგრძნებაც კი სიამოვნებას მოგგვრის შენში. სიცოცხლით დატკბები. ხოდა როგორც ჩემი საყვარელი მეგობარი იტყვის ხოლმე, «გაცნობიერდი რაა,  ძალიან გთხოვ»

***

მე ვარ სინათლე და სიყვარული. ჩემშია დედამიწის შუაგულში არსებული ენერგიის წყარო კი არა, გალაქტიკის ცენტრის ენერგია და მიმზიდველობა, გულის ფეთქვასავით რომ გადმოსცემს მთელ სამყაროს მის გრავიტაციულ ტალღებს.

***

ყველა სკოლის, სასწავლებლის, უნივერსიტეტის, დაწესებულების შესასვლელთან

დვაწერდი:

«გაცნობიერდი, რათა შენმა გაუცნობიერებლობამ არ დაგსაჯოს შენ»

შემდეგ იმ კრიმინალებისთვის ვინც დანაშაული ჩაიდინა და დაიჭირეს, ყველა ციხისა და საკნის შესასვლელთან გავაკეთებდი წარწერას:

«შენმა გაუცნობიერებლობამ დაგსაჯა შენ»

გაუცნობიერებლობაა სიბნელე და საღათას ღრმა ძილი.

გაცნობიერებული მდგომარეობა სინათლე და სიფხიზლე.

ხოდა მეც ჯიგრულად გთხოვთ რა. გაიღვიძეთ, იცით რას ასწორებს.

ირაკლი ჭანტურია

ნანახია:(421)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ირაკლი ჭანტურია

Related Articles

„არ ეთამაშო ცხოვრებას, ის შენ სერიოზულად უნდა მიიღო და დააფასო… იყავი ფრთხილად“

კარგია როცა გაქებენ, მაგრამ უფრო კარგია, როცა შენიშვნას გაძლევენ და მიგითითებენ სწორად ცხოვრებისკენ… გააჩნია ვინ გაქებს და რატომ გაქებს, ვინ არის


დაეუფლეთ თვითქოუჩინგს — ბესო კაიშაური

სცადეთ ყოველ დილით საკუთარ თავს დაუსვათ შემდეგი შეკითხვები: 1. ცხოვრებაში რა მაძლევს ბედნიერების განცდას? (ეს ხაზს უსვამს მიზანს და განგაწყობს სასიამოვნოზე);


უორენ ბაფეტი: რჩევები წარმატებისთვის

უორენ ედვარდ ბაფეტი ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ქველმოქმედია.  იგი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ინვესტორია. მისი რჩევები ყველა დამწყებ თუ მოქმედ ბიზნესმენს გამოადგება,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<