„ ამაყი ვარ იმით, რომ ისტორიული სოფლიდან ვარ“ — სოფო ფოცხვერაშვილი | Jolo.ge


„ ამაყი ვარ იმით, რომ ისტორიული სოფლიდან ვარ“ — სოფო ფოცხვერაშვილი

„ ამაყი ვარ იმით, რომ ისტორიული სოფლიდან ვარ“ — სოფო ფოცხვერაშვილი

„ამაღელვებელია, როდესაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, შენი სკოლის საკლასო ოთახებს დაივლი და მოგონებებით, უნებურად ბავშვობაში დაბრუნდები… ეს ასმაგად მძაფრია, როცა სამშობლოს ხარ მოწყვეტილი“ – ამბობს შვეიცარიაში მცხოვრები ემიგრანტი პოეტი, სოფო ფოცხვერაშვილი და წარსულიდან ისტორიებს იხსენებს.

კახეთის ისტორიულ სოფელში, კალაურში ზეიმია. სკოლის დარბაზი ხალხით არის გადაჭედილი. სოფელი და სკოლა სოფლის საამაყო შვილებს მასპინძლობს, სოფო ფოცხვერაშვილიც მათ შორის არის.

სოფო ფოცხვერაშვილი: ამ შენობაში სკოლის დამთავრების შემდეგ არ ვყოფილვარ, ფეხი შემოვაბიჯე თუ არა იმ ოთახებს დავუწყე ძებნა, სადაც გაკვეთილები გვიტარდებოდა…  როდესაც ჩემს საკლასო ოთახში შევედი, თითქოს ისევ იმ წლებში დავბრუნდი…კლასელიც ვნახე და გავიხსენეთ კლასელები, მასწავლებლები, ჩვენს მიერ ჩადენილი ოინები. მაგრამ კარგად ვსწავლობდით და ამიტომ გვპატიობდნენ მასწავლებლები. საყვარელი კლასი ვიყავით ყველასთვის.

– როგორც ვიცი სკოლას თქვენი წიგნები ჩაუტანეთ საჩუქრად, მოგიწყვეს შეხვედრა როგორც სოფლის საამაყო შვილს, რა მდგომარეობაა დღეს სკოლაში და რას უსურვებდით სკოლას და იქ მყოფ მოსწავლეებს?

–ძალიან დამწყდა გული შენობაზე, მე ეს სკოლა სხვანაირი დავტოვე. რა თქმა უნდა ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ძალიან დანგრეული და მოუვლელია. ბავშვებს კი ლამაზი გარემო სჭირდებათ… სტიმულია საჭირო, რომ სწავლაშიც მეტი ხარისხი ჰქონდეთ.

— რას მეტყვით კალაურზე?

-კალაური ერთ-ერთი უძველესი სოფელია. ჩვენს სოფელში მრავალი ღირსშეანიშნავი არქიტექტურული ძეგლია. ორიოდე წლის წინ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი აღმოაჩინეს. კვირიკე მესამე მეთერთმეტე საუკუნეში მეფობდა. მან გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მეფის ტიტული მიიღო.

მისი მმართველობის დროს, ალავერდის მონასტერში ძველი პატარა ეკლესიის ადგილას დღეს არსებული წმინდა გიორგის ტაძარი აშენდა. ხოლო კალაურის ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია დიდი მონასტრის ნაწილი იყო. ამ ტაძრის გარშემო დღეს გალავნის და შენობის ნანგრევებია შემორჩენილი, როგორც ვარაუდობენ აქ საგანმანათლებლო ცენტრი უნდა ყოფილიყო.

ამაყი ვარ იმით, რომ ისტორიული სოფლიდან ვარ.

 

ნანახია:(43)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

შვილთან გაუცხოვებულ და მასზე მონატრებულ დედას ამერიკაში პატიმრობა ელის!…

X უკვე 10 წელია ამერიკაში იმყოფება. 1 წელია რაც შვილიც ჩამოიყვანა. ეს გოგონა წელს სკოლას ამთავრებს. დეიდასთან გაზრდილი გოგონა დედის


„ცრემლიანი თვალებით ისმენდა ჩემს ქართულს“ — რას ჰყვება ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტი

დღეს უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, შვილს სკოლაში მივაკითხე, თან ტელეფონზე ქართულად ვსაუბრობდი. უცებ სკოლის დაცვის თანამშრომელი(, სრულიად არაქართული გარეგნობით) მეკითხება- ქართველი


ძნელია ემიგრანტობა, მაგრამ როცა ასეთ კეთილ საქმე აკეთებ ტკივილი გიმსუბუქდება

სოფო ფოცხვერაშვილის სახელი და მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, დიდი ხანია გასცდა საზღვრებს. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაური ქართველი ემიგრანტი პოეტი, თავისივე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*