ამაღლდით საკუთარ ტკივილებზე, ტანჯვაზე, სიამოვნებაზე და წადით წინ … | Jolo.ge


ამაღლდით საკუთარ ტკივილებზე, ტანჯვაზე, სიამოვნებაზე და წადით წინ …

ამაღლდით საკუთარ ტკივილებზე, ტანჯვაზე, სიამოვნებაზე და წადით წინ …

***

მარტოობა გვეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, მაგრამ როცა ვპოულობთ ვერ ვცნობთ მას. ამიტომაც არ გვიყვარს მარტოობა. არ გვიყვარს, რადგან ამ დროს ვიღაც უცნაური ტიპი «გვეჩითება», რომელიც გვიმტკიცებს, რომ ის არის ნამდვილი და არა ჩვენ. ეს გვაგიჟებს, ამიტომაც გვეშინია მარტოობის და სულ ვიღაცას ან რაღაცას ვეძებთ.

***

ყველა პრობლემა სამყაროს მხრიდან თავისებური საჩუქარია — პრობლემების გარეშე ვერ გავიზრდებოდით.

***

როგორც ჩემი ერთი მასწავლებელი იტყოდა, ადამიანს მხოლოდ მაშინ ეშველება როდესაც გააცნობიერებს საკუთარ თავში ღმერთს და მუდამ ემახსოვრება ეს.

***

გარეგან ცვლილებებს მხოლოდ გარეგანი შედეგები მოაქვს.
შინაგანი (დიდი, ძირეული) შედეგები — შინაგან ცვლილებებს ითხოვენ და სწორედ ეს არის სირთულე.
შიგნიდან ხდება ყველაფერი, ამიტომ თუ დაწყებაა, აქედან დაიწყეთ

***

ყველაფერი თქვენს გონებაში არსებობს. ეს სამყაროა. კოსმოსია. მიკროკოსმოსი. ამიტომ ამ ყველაფრიდან, ამ კოსმოსიდან ყურადღება სიყვარულზე, სიკეთეზე, მადლიერებაზე, სიუხვეზე და ღიმილზე შეაჩერეთ.
გახსოვდეთ, რასაც დიდხანს აკვირდებით — ის თქვენს ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს.

***

როცა ძალიან გცხელათ და ძალიან გწყურიათ, თქვენ ხვდებით, რომ უბრალო წყალს არაფერი სჯობს.
და ასე შემდეგ და ასე ამგვარად. 

***

ცვლილებებს გულის გამომწველი სურვილი და არაადამიანური ძალისხმევა სჭირდება.
სწორედ ამიტომ ხდება ცვლილებები იშვიათად.

***

ადამიანს მხოლოდ ორ რამეს იღებს — ტკივილს (ტანჯვას) და სიამოვნებას. პირველს — გაურბის, მეორეს — ეძებს.
ადამიანი ან იყენებს საკუთარ ტკივილს, სიამოვნებას (ეს პროგრესია) ან პირიქით, ტკივილი და სიამოვნება იყენებს თვითონ ამ ადამიანს (შესაბამისად, ეს რეგრესია).
ამაღლდით საკუთარ ტკივილებზე, ტანჯვაზე, სიამოვნებაზე და წადით წინ. ისედაც დიდ ხანს დაყოვნდით.
წადით წინ და არ გაჩერდეთ!
სად წახვიდეთ? ჰო, მართლა, რა არის თქვენი მიზანი, რისკენაც უნდა წახვიდეთ?
მიზანი!..

რამაზ გიგაური

ნანახია:(445)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

“ცხოვრება არის ცეკვა შიშებსა და სურვილებს შორის“…

ტონი რობინსი ამერიკელი ბიზნესმენი, ფილანტროპისტი და სამოტივაციო წიგნების ავტორი. მისი სამოტივაციო საუბრები ამ თემით დაინტერესებული ადამიანებისთვის საკმაოდ ცნობილია. ერთ-ერთ სატელევიზიო


როდის იწყება წარმატება და ბედნიერება?

…როდის იწყება წარმატება და ბედნიერება? …როცა ჩვენ ვართ მადლიერი იმით რაც გვაქვს დღეს, იმით ვინც გვყავს ჩვენ გარშემო და რაც


3 თვისება, რომელიც შეუჩერებელს გაგხდით დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე

ნებისმიერ ჩვეულებრ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გახდეს არაჩვეულებრივი. მიაღწიოს ყველაფერს რაც სურს: ახალი ცოდნა და უნარები, ფინანსური კეთილდღეობა, ჰარმონიული ურთიერთობების აწყობა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*