ამ სიდიადეს ვერ აღიქვამენ ის ადამიანები, რომლებიც მოწიწების გარეშე აპირებენ ზეაღსვლას | Jolo.ge


ამ სიდიადეს ვერ აღიქვამენ ის ადამიანები, რომლებიც მოწიწების გარეშე აპირებენ ზეაღსვლას

ამ სიდიადეს ვერ აღიქვამენ ის ადამიანები, რომლებიც მოწიწების გარეშე აპირებენ ზეაღსვლას

„ლაოძი, კონფუცი, ბუდა, მუჰამედი, სოკრატე, პლატონი, და სხვები — ჭეშმარიტებას მთის მწვერვალად აღიქვამდნენ, რომელსაც უდიდესი გაჭირვებით აღწევს ადამიანი… და ეს მართალია. რადგან შეუძლებელია ჭეშმარიტებას იოლად მისწვდე, ის მართლაც ჰგავს უმაღლეს მთას, რომელზეც გაჭირვებით უნდა ახვიდე ქშენა-ქშენით, ფხოჭინით, ჟამი-ჟამს უკან მიხედვით და იმის შეგრძნებით, რომ წინ ჯერ კიდევ ძალიან რთული გზაა სავალი.

მუდამ მახსოვს არაჩვეულებრივი სიტყვები, რაც უბრალო ჰიმალაელმა მთამსვლელმა თქვა, ეროვნებით შერპმა, სახელად თენსინგმა, რომელმაც ინგლისელ მთამსვლელ პილარისთან ერთად დალაშქრა ჰიმალაი. მან თქვა, რომ მთას მოწიწებით უნდა მიუახლოვდე. ასევე მოწიწებით უნდა მიუახლოვდე ღმერთს. მართლაც განსაკუთრებული სულიერი განწყობაა საჭირო, რომ მთების სილამაზე და სიდიადე შეიგრძნო. ამ სილამაზესა და სიდიადეს ვერ აღიქვამენ ის ადამიანები, ვინც მოწიწების გარეშე აპირებენ ზეაღსვლას, ამ ურთულესი, საშიშროებით სავსე, უფსკრულებიანი და ნაპრალებიანი გზის გავლას.

ალექსანდრე მენი. ამონარიდი უკანასკნელი ლექციიდან „ქრისტიანობა“

„მსოფლიოში სახელგანთქმულმა შერპმა თენსინგ ნორგეიმ, ადამიანთაგან პირველმა ევერესტზე ფეხი რომ შედგა, არც «ვაშა» უყვირია, არც «მე ვარ და ჩემი ნაბადიო» და არც როკვას მოჰყოლია გამარჯვებულ და აღტაცებულ სპორტსმენთა მსგავსად.
მან მუხლი მოიყარა მწვერვალის წინაშე, დამსკდარი ტუჩებით ეამბორა მის მარადიულ ჭაღარას და უთხრა:
„გმადლობთ, ჯომოლუნგმა, რომ ამომიშვი !“

 

ნანახია:(91)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„შეჩერდით! ეს ჩიხია“ — ოშო

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვენ თავს სიხარული მიანიჭოთ. ეძებეთ სიხარული თქვენში. თუ ფიქრობთ, რომ სიხარულს საყვარელი ადამიანი მოგანიჭებთ, ცდებით. როგორც კი


„ფული (სიმდიდრე) ზომაში ზრდის იმას, რაც ადამიანშია“

სულ ვიმეორებ, ფული ზრდის ზომაში იმას, რაც უკვე არის. ანუ მდიდრები არ არიან ცუდები, ბოროტები. ეს არის მითი. ამიტომ არ


7 ნიშანი იმისა, რომ თქვენ დაკავებული ხართ „თქვენი საქმით“

ჩვენ ყველა პუნქტს ვეთანხმებით, განსაკუთრებით კი ბოლოს! თქვენ? 1.  ეს საქმე შეგიძლიათ აკეთოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი გარემოებებში, იმის მიუხედავად, თუ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*