ამ მავნე ჩვევისგან უნდა გავთავისუფლდეთ და სურვილებიც ახდება | Jolo.ge


ამ მავნე ჩვევისგან უნდა გავთავისუფლდეთ და სურვილებიც ახდება

ამ მავნე ჩვევისგან უნდა გავთავისუფლდეთ და სურვილებიც ახდება

თუკი რაიმე გჭირდებათ, ნუ ხარჯავთ ენერგიას ნერვიულობასა და შფოთვაზე, უბრალოდ, წადით და მიიღეთ თქვენი კუთვნილი ზუსტად ისევე, როგორც მიდიხართ საფოსტო განყოფილებაში ამანათის წამოსაღებად.

კი არ უნდა განსაჯოთ, უნდა განიზრახოთ. თუკი გჭირდებათ ავტობუსი, მანქანა, მანქანის დასაყენებელი ადგილი, საყიდლები, ქაღალდი, გამოცდა, გასაუბრება, შეხვედრა – რაც გნებავთ, – ნუ ფიქრობთ, უბრალოდ წადით და მიიღეთ.

უარი თქვით ისეთ განცდებზე, როგორიცაა: შეიძლება თუ არა, გამომივა თუ არა, როგორ, საიდან გაჩნდება და ა.შ. განაგდეთ მშფოთვარება, სურვილი და იმედი. დაიტოვეთ მხოლოდ მშვიდი თავდაჯერებულობის განცდა. განიცადეთ განზრახვის ეს მდგომარეობა – მიიღოთ ყველაფერი თქვენი, ყოველგვარი პირობებისა და განსჯის გარეშე. მაგალითად, მე არ ვფიქრობ, მოვასწრებ თუ არა, მოვა ავტობუსი დროზე თუ არა. რამდენი ხანი უნდა ველოდო… უბრალოდ, მივდივარ გაჩერებაზე და ვიცი,რომ ავტობუსი ახლა მოვა.  დაე, ასეთი განწყობილება გდევდეთ თან ყველგან.

საერთოდ ასეა: წუთიერი სურვილი გაგვიელვებს თუ არა თავში იქვე  ეჭვიც გვიჩნდება: გამომივა თუ არა? ამ მავნე ჩვევისგან უნდა გავთავისუფლდეთ. სურვილები და ოცნებები არ ხდება. რეალიზდება მხოლოდ სუფთა განზრახვა. რეალიზაციასთან მივყავართ არა სურვილს, არამედ განზრახვის სურვილზე „მომართვას“. განზრახვა გულმოდგინება  არაა. განზრახვა მშვიდად ყურადღების მოკრება და გამბედაობაა. თუკი თქვენ ყოყმანობთ, ან გეშინიათ, სამყარო, როგორც სარკე, აირეკლავს თქვენს მდგომარეობას და ჯამში არაფერიც არ გამოგივათ.

რასაც არ უნდა აკეთებდეთ – აკეთეთ დამაჯერებლად. რა თქმა უნდა, წარუმატებლობის ალბათობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ წარმატების შანსები ბევრად იზრდება, როცა არ ყოყმანობთ. რას კარგავთ თუ უარს იტყვით გაუბედაობაზე? საქმე თუ გამოვა, ხომ კარგი, არ გამოვა და ესეც არაუშავს. განზრახვის კოორდინაციის პრინციპი ასეთია: თუკი ნეგატიურ მოვლენებს განვიხილავთ როგორც პოზიტიურს, ისინი პოზიტიურად იქცევიან. როდესაც თქვენ გაცნობიერებულად აკონტროლებთ თქვენს გადაწყვეტილებას მოქმედების შესახებ, თქვენ მართავთ თქვენს წარმატებას.

ვადიმ ზელანდი

https://vadimzeland.wordpress.com/

ნანახია:(386)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ფსიქოლოგიურ-ტრანსფორმაციული თამაში „სატორი“

ყველას გვაქვს ჩვენი ისტორია, როდესაც თავს ვგრძნობთ მსხვერპლის როლში. ასეთ დროს ვადანაშაულებთ სხვა ადამიანებს, საკუთარ თავს, სიტუაციას, ჩვენგან დამოუკიდებელ მოვლენებს,


პასუხი ერთია — შეცვალე გარემო

თუ რაიმე არ მოგვწონს ჩვენს ცხოვრებაში ამ მოცემულ მომენტში და გვინდა შევცვალოთ, დავისახოთ მიზნები, ჩავრთოთ პროგრამა „მაქსიმუმი“, საჭიროა შევიცვალოთ, ან


ოდრი ჰეპბერნის სილამაზის ათი საიდუმლო

1) ტუჩები რომ მაცდუნებლად გამოიყურებოდეს, მხოლოდ კეთილი სიტყვები წარმოთქვი. 2) თვალები რომ ლამაზი გქონდეს, სიკეთე გამოასხივე. 3) სხეული რომ მოხდენილი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*