ამ ფრაზებს ჭკვიანი ადამიანები არასდროს ამბობენ | Jolo.ge


ამ ფრაზებს ჭკვიანი ადამიანები არასდროს ამბობენ

ამ ფრაზებს ჭკვიანი ადამიანები არასდროს ამბობენ

ინტელიგენტმა ადამიანებმა იციან, რამხელა ძალა აქვს სიტყვებს, არსებობს ისეთი სიტყვები, რომლებიც თქვენზე ცუდ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს, ამიტომ სამსახურში ისინი არასდროს უნდა თქვათ. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად განათლებული ადამიანი ხართ, რადგან ეს ფრაზები სხვებს თქვენზე წარმოდგენას მომენტალურად უცვლის;

 

ეს უსამართლობაა – ეს ფრაზა თქვენს გულუბრყვილობას წარმოაჩენს, რადგან უცხო არავისთვისაა, რომ ცხოვრებაში ბევრი უსამართლობა ხდება. ვინც თქვენს მიმართ უსამართლობას იჩენს ის დიდი ალბათობით ამას ვერც შეამჩნევს, ამიტომ მის თვალში დაუცველი გამოჩნდებით. ამას სჯობს პირდაპირ მოსთხოვოთ ახსნა-განმარტება იმაზე, რაც უსამართლობად მიგაჩნიათ.

 

ყოველთვის ასე კეთდება – ეს უბრალოდ თავის გამართლებაა, ეს კი არავის მოსწონს. სწორედ იმის გამო, რომ რაღაც ყოველთვის ერთნაირად კეთდება საქმე ჭიანურდება, ამიტომ თუ ცდილობთ კვლავაც ასე გააგრძელოთ ზარმაცი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ.

 

პრობლემა არ არის – როდესაც ადამიანს რაღაცაზე პასუხობთ, რომ პრობლემა არ არის, ამაზე შესაძლოა მას გაუჩნდეს შეგრძნება, რომ შესაძლოა ეს თქვენთვის მართლაც პრობლემაა, თუმცა რაღაცის გამო არ ეუბნებით.

 

სულელური შეკითხვა უნდა დავსვა – ეს სიტყვები მსმენელს ეუბნება, რომ თქვენ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ.

 

მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევთ – როგორც წესი, როდესაც ადამიანისთვის რაღაც გაქვთ სათქმელი ამისთვის ერთი წუთი არ კმარა. შეგიძლიათ უთხრათ, რომ დიდ დროს არ წაართმევთ.

 

ვცდი – სიტყვები „ცდა“, „ფიქრი“ ნიშნავს, რომ ადამიანს არჩევანი უფლებას იტოვებს ანუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის.

 

ის ზარმაცია/არაკომპეტენტურია – კოლეგაზე უარყოფითის თქმა თქვენს კომპეტენციაზე მოქმედებს უარყოფითად.

 

ეს ჩემს მოვალეობაში არ შედის – ეს ფრაზა ნიშნავს, რომ თქვენ სამსახურით რეალურად დაინტერესებული არ ხართ, მხოლოდ მოვალეობის გამო აკეთებთ ყველაფერს.

 

ჩემი ბრალი არ არის – დანაშაულის თავიდან არიდება კარგი საქციელი არ არის, თუ თქვენ თუნდაც მცირე წვლილი მიგიძღვით, ნუ გაიმართლებთ თავს.

 

 

ნანახია:(11985)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

ვისაც სურს, რომ ბავშვები წიგნებს ეზიარონ – ზღაპრები გოგა ჩანადირთან

მათთვის, ვისაც სურს, რომ ბავშვები წიგნებს ეზიარონ და შაბათ დღეს თავისუფალი დრო აქვთ თბილისის მთავარ ბიბლიოთეკასთან ერთად მოვიფიქრე პროექტი –


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ბავშვის რაციონი 6 თვიდან 2 წლამდე გავლენას ახდენს ინტელექტის ფორმირებაზე

ადელაიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 7000 ბავშვზე ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ბავშვის რაციონი 6 თვიდან 2 წლამდე გავლენას ახდენს ინტელექტის


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ეს რესტორანი უფასოდ უმასპინძლებს ყველას, ვისაც ფული არა აქვს

ეს ინდური რესტორანი საოცარი სიკეთით გამოირჩევა. მის შესასვლელთან განთავსებულ აბრაზე ამოიკითხავთ წარწერას:“ძვირფასო მეგობრები თუ თქვენ ძალიან გშიათ და საერთოდ არა


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*