ამ დროს თვალნათლივ ხედავ ვინ ხარ? რა გინდა? რა არის შენი დანიშნულება? | Jolo.ge


ამ დროს თვალნათლივ ხედავ ვინ ხარ? რა გინდა? რა არის შენი დანიშნულება?

ამ დროს თვალნათლივ ხედავ  ვინ ხარ?  რა გინდა?  რა არის შენი დანიშნულება?

რა არის ქოუჩინგი?

ამ საოცარ პროფესიას, ერთ-ერთ ონლაინ ტრენინგ-პროგრამის დროს მივაგენი და საკუთარ თავზე გამოვცადე მისი ძალა.

ეს იყო უცხოელ სპიკერთან 1 საათიანი ურთიერთობის შედეგად მიღებული ტრანსფორმაცია. ჩემი ტარნსფორმაცია!

კარგად, მახსოვს ყოველი წუთი და ის წინააღმდეგობები რომლებიც მაშინ, კითხვის დასმის შედეგად მიჩნდებოდა… საკუთარი დანიშნულების აღმოჩენა და გააზრება.

წარმოგიდგენიათ?

41 წელი თურმე სულაც არ ვმდგარვარ იქ, სადაც უნდა ვმდგარიყავი… აი აი,თურმე რატომ ვერ ვგრძნობდი სიმშვიდეს, რატომ ვაწყდებოდი ერთიდან მეორეს… ყოველთვის იყო რაღაც, რაც არ მაკმაყოფილებდა და მეტისკენ სწრაფვა… განვლილმა წლებმა, მიღებულმა გამოცდილებამ, ბოლოს და ბოლოს მიმიყვანა საჭირო ადგილას. ახლა ვხვდები, ის ყველაფერი, რაც წარსულში მოხდა და გადამხდა აუცილებლობას წარმოადგენდა…

ამას მოჰყვა თვითფრინავის ბილეთის აღება, ახალი პროფესიის დაუფლება…

გამოცდები…

სერთიფიცირება…

მას მერე, 900 ზე მეტი საათი თავად ჩავატარე და ვატარებ სესიებს დღესაც…

თითოელი შეხვედრა კლიენტებთან, ჩემთვის კიდევ უფრო მეტის გააზრების საშულებას იძლევა. მე მას საცრებათა სამყაროში მოგზაურობას ვეძახი.

ამ დროს თვალნათლივ ხედავ

ვინ ხარ?

რა გინდა?

რა არის შენი დანიშნულება?

როგორ მიჰყვე მას?

როგორ გახდე ამა თუ იმ ცხოვრების სფეროში წარმატებული?

რა გიშლის ხელს?

რატომ ტკეპნი ერთ ადგილს?

როგორ დაარეგულირო ურთიერთოებები?

როგორ გახდე მეტად ჯანმრთელი?

როგორ გახადო ცხოვრება ჰარმონიული?

რა არის საჭირო, რომ შენი ცხოვრება განიცდიდეს პროგრესს?

ყველაფერ ამაზე და სხვა ბევრ მტკივნელ საკითხებზე, რომელიც დგას ცხოვრებაში ამ ეტაპზე, შეგიძლიათ პერსონალური ქოუჩის დახმარებით (არა რჩევებით) იპოვოთ პასუხები.

საოცარი გრძნობაა, როცა საჭირბოროტო საკითხზე ქოუჩი კი არ გაძლევს რჩევას, არამედ სადღაც სიღრმიდან, მისი სწორად დასმული კითხვების დახმარებით, შენში იხსნება ერთმანეთის მიყოლებით პასუხები. შენ თავად ხდები აღმომჩენი და შემდეგ შემოქმედი!!! შენი ბედის შემოქმედი!!!

ყველას გისურვებთ პირადი „ინსაითის“ განცდას!!!

წარმატებები და წისვლა თქვენ, ძვირფასო მეგობრებო!!!

http://kvaratskhelia.pro/

სიყვარულით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

ნანახია:(62)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

«კარატი» — პროექტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შენი მთავარი საყრდენი იქნება

და ეს დღეც დადგაა💎 გამომყევი თამამად ამ გზაზე 🌌 მე წარმოგიდგენ პროექტს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შენი მთავარი საყრდენი იქნება.


მეტაფორული ბარათები ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში და ქოუჩინგში

გსურთ შეისწავლოთ მეტაფორული ბარათების, როგორც ადამიანის არაცნობიერთან ურთიერთობის ყველაზე ლამაზი და უნიკალური შესაძლებლობები? გაინტერესებთ, მეტაფორების გამოყენების შესაძლებლობები ადამიანების ფსიქოლოგიურ დახმარებაში?


პირველი საფეხური, ცხოვრების შეცვლისა და წარმატების მიღწევის გზაზე

მოგახსენებთ, რომ ნორბეკოვის სისტემა გახლავთ მსოფლიოში 1998 წლიდან დღემდე ყველაზე ეფექტურად აღიარებული ფსიქოლოგიური სისტემა… მსოფლიოში 10 000 000 უკვე მიიღო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<