ამ ჭეშმარიტების დამახსოვრება ღირს! | Jolo.ge


ამ ჭეშმარიტების დამახსოვრება ღირს!

ამ ჭეშმარიტების დამახსოვრება ღირს!

სადაც არ უნდა იყოთ, ვინც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თქვენი წარმოსახვით ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა იყოთ უფრო მეტად სასარგებლო, უფრო პროდუქტიული.

წარმატება ინდივიდუალური შესაძლებლობების ძალისხმევის შედეგია, მაგრამ მისი მიიღწევა სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. წარმატება იმ თვალსაზრისით არის ინდივიდუალური ძალისხმევის რეზულტატი, რომ ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს – რა უნდა. ამ მომენტიდან წარმატებისკენ სიარული – სხვებზე ტაქტიკური და მაცდუნებელი ზემოქმედებით იწყება, რათა მიღწეულ იქნას მათი თანამშრომლობა.

ვიდრე სხვას სთხოვთ თანამშრომლობას, თავად უნდა გამოიჩინოთ თანამშრომლობის შესაძლებლობები.

„წარმატების კანონის“ მიზანია, მოგცეთ საშუალება გაიაზროთ, როგორ გახდეთ მეტად შედეგიანი თქვენს მიერ არჩეული მოღვაწეობის სფეროში. ამ მიზნით უნდა გაანალიზოთ თქვენი მონაცემები, შეაფასოთ და მოახდინოთ მათი კლასიფიკაცია, რათა მაქსიმალურად უკეთესად გამოიყენოთ.

შესაძლებელია არც მოგეწონოთ თქვენი საქმე. არის თავის დაღწევის ორი საშუალება:

პირველი – ნაკლებად დაინტერსდით ამ საქმით, მალე თავს დააღწევთ, რადგან თქვენს მომსახურებაზე მოთხოვნა შესუსტდება.

მეორე – უკეთესი საშუალება — გახდით სასარგებლო და საჭირო იმ საქმეში რასაც აკეთებთ, ამით მიიპყრობთ მათ ყურადღებას, ვისაც შეუძლია შემოგთავაზოთ უკეთესი სამსახური, რომელიც მეტად მოგეწონებათ.

არჩევანი თავად უნდა გააკეთოთ. არ რის საჭირო შორს სიარული, რომ აღმოვაჩინოთ შესაძლებლობები — ის იქ არის სადაც ვდგავართ! — ამ ჭეშმარიტების დამახსოვრება ღირს!

წყარო: mmschool.ge

ნანახია:(624)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ჩამტვრეული ფანჯრების თეორია

1980-იან წლებში ნიუ-იორკი, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთს. აქ ხდებოდა ყოველდღიურად 1 500 ზე მეტი მძიმე დანაშაული, 6-7 მკვლელობა დღე-ღამეში. ღამე


ამოუხსნელი ამოცანა

ისტორია, რომელიც გაჩვენებთ, რომ შეუძლებელი არაფერია და აუცილებლად პოულობს მხოლოდ ის ვინც ეძებს. 1939 წელს, შრომითი სტატისტიკის ბიუროში 2 წლიანი


სიყვარული, შიში და ტკივილი ნამდვილ სახეს გიბრუნებს …

**** დაფიქრდით რა გიხარიათ, რატომ გიხარიათ და რისი მომტანია ეს სიხარული. ბედნიერება ადვილად მოდის, მხოლოდ დანახვა და შენარჩუნებაა ძნელი. ****


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*