„- ალო… ვასილიჩ მე გაწუხებთ, სიძე“ … | Jolo.ge


„- ალო… ვასილიჩ მე გაწუხებთ, სიძე“ …

„- ალო… ვასილიჩ მე გაწუხებთ, სიძე“ …

****

გადავწყვიტე ჩემს სასიმამროს დავხვდები სამსახურის კიბებთან და ყველაფერს კარგად ავუხსნი მეთქი.
სასიდედროსთან უკვე შეხვედრილი ვიყავი…
გამომკითხა ვინ ვიყავი, რას ვსაქმიანობდი და მეც თავაზიანად ვპასუხობდი: სტუდენტი ვარ, მომავალი იურისტი; მომავალი მწერალი; მომავალი პარლამენტარი; შიძლება მომავალი მინისტრიც მეთქი…
ჰოდა, მომავალში გამოგვიარე შვილოო: მოკლედ მომიჭრა და დამემშვიდობა…
ნუ კაცი მაინც სულ სხვაა, მამამისი გამიგებს მეთქი. იხტიბარი არ გავიტეხე…


— გამარჯობა ვასილიჩ…
-გაგიმარჯოს.
— მე ისა ვარ… აი… ის…
— ვიცი. რა გნებავს?
-თქვენი ქალიშვილი მიყვარს…
— ჰოო?
— დიახ…
— როგორ?
— სიგიჟემდე…
— კაი კაცო… მაინც?
— მისი სიყვარულით გულის ტკივილები დამჩემდა…
— კიდევ?
— უძილობა.
— კიდევ?
— წნევები…
— კიდევ?
— მოიცა, ეს რა ცოტაა?
— ჰოდა ცოტა რომ არ არის, დაანაბე შვილო თავი, სანამ ბოლომდე მოგტყვნია კეთილები…
— ???
— რას მიყურებ. ვერ გაგიგე?
— გავიგე, მაგრამ იცოდეთ რომ ინანებთ!
ვნახოთ, ვნახოთო… ირონიულად მიპასუხა. შემდეგ მშვიდად ჩაჯდა მანქანაში, საქარე მინა ჩამოწია და მომაძახა
— ბევრს ნუღარ მიედ-მოედები! სიყვარულსა მალვა უნდა მალვა!

ზუსტად კვირის თავზე გავიპარეთ…
რამდენიმე დღე ვიმალებოდით. ბოლოს მეუღლემ მთხოვა დამერეკა და შესარიგებლად პატიება მეთხოვა…

— ალო… ვასილიჩ მე გაწუხებთ. სიძე…
— სიძე კი არა სანამ გამისწორებიხარ სიგრძე სიგანეში დამალაპარაკე ჩემი ქალიშვილი!
— ანუ ჩემი მეუღლე?

რამდენიმე წუთიანი პაუზა გააკეთა და შედარებით დამშვიდებული ხმით მითხრა
— შვილს უნდა შემახვედრო და დამალაპარაკო…
— ნწუ… ჯერ არა..
— რატომ?
— ჯერ ცოტახანს კიდევ დავიმალებით და მერე მოვიფიქრებ…

ახლა უკვე ნერვებმა უმტყუნა.
— ბიჭო შენ ჩემი გაგიჟება გინდა?! ღამეები არ მძინავს. გული მაწუხებს. წნევა მაქვს 180-ზე!
— კიდევ?
— არ არის საკმარისი?
— მე რომ ვიყავი მაგ დღეში გახსოვს?
— მახსოვს…
— და რა მიპასუხე?

ახლა უკვე შედარებით ხანგრძლივი პაუზა გამოუვიდა...
— რატომ მიმალავ შვილს, რატომ?
— შენ არ იყავი მანქანიდან რომ მომაძახე სიყვარულსა მალვა უნდაო?
რამდენიმე წუთი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა… შემდეგ თავშეკავებული ჩუმი სიცილის ხმა გავიგე და უცებ ყურმილი ახარხარდა….
— კარგი მოვდივართ! მოვდივართ! — ვუთხარი და გამარჯვებულმა ტელეფონი ჰაერში მოვისროლე….

სულა სულაშვილი

ნანახია:(372)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„აი ეგეთი კმაყოფილი სახე დიდი ხანია არ მინახავს“

ეს იყო ყველაზე მაგარი ისტორია, რაც კი ტაქსით მგზავრობის დროს შემმთხვევია  „ისეთ მაგარ ტროლ სიტუაციას შევესწარი მარტო სიცოცხლეში ერთელ რო


ღუდუშაურის ექიმების გადაძახილები

„წუხელ ღუდუშაურის ექიმებმა სიკვდილს გადამარჩინეს და ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მათი მთელ ღამეში ერთმანეთთან გადაძახილები მაინც უნდა დავდო“. «წამლის ფულს


ნამდვილი ამბავი — გასაყიდი მანქანა, მძღოლი და ელდანაკრავი პატრული

ნამდვილი ამბავია: შუქნიშანთან გაჩერებულია მანქანა, რომელსაც უკანა შუშაზე მიკრული აქვს განცხადება: „იყიდება; გამოშვების წელი; და ტელეფონის ნომერი”. უკან მიადგა პატრული…


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<