„ალბათ ისიც ჩუმად დაინგრევა, ისიც ხმის ამოუღებლად, როგორც ის ტყუპისცალი კოშკი“ | Jolo.ge


„ალბათ ისიც ჩუმად დაინგრევა, ისიც ხმის ამოუღებლად, როგორც ის ტყუპისცალი კოშკი“

„ალბათ ისიც ჩუმად დაინგრევა, ისიც ხმის ამოუღებლად, როგორც ის ტყუპისცალი კოშკი“

უშგულის შუკებში დავიარები, ერთი ძველი «მაჩუბი»მიყურებს, მეჩვენება რომ თვალებში მიყურებს. კი არ მეჩვენება, ნამდვილად თვალებში მიყურებს. ალბათ მერვე საუკუნის იქნება, წაქცევა უნდა, მაგრამ ხელს ორი მორი უშლის, რომელიც მის გამაგრებას ცდილობენ.

ეს მაჩუბი სხვას არ გავს, ლამაზია, დაბზარული, ნაოჭებიანი, მუქი, ყორნისფერი ქვით აშენებული, თავზეც ლამაზი გვირგვინი ახურავს, ყველასგან განსხავებული.

მენანება

მრცხვენია და თვალს ვერ ვუსწორებ

მერე სხვაგან გავიხედავ, …

თვალში სხვა კოშკი მხვდება, ისიც გაბზარული, მაგრამ, ის თავისთვის დგას, მორიდებულად,

მთვრალი კაცივით. თითქოს ეშინია ჩემსკენ გამოხედვის,უცაბედად რომ არ წაიქცეს

არავის აწუხებს. არავის აშინებს

ალბათ ისიც ჩუმად დაინგრევა, ისიც ხმის ამოუღებლად, როგორც ის ტყუპისცალი კოშკი

მერე აბობოქრდება ბრბო..

იმედი მოეცემათ კოშკებს..

მერე ყველა სახლი წავა

მერე ყველა გათბება

მერე თოვლი მოვა

შესცივდებათ კოშკებს

თოვლით, ყინვით და ყინულით ამოევსებათ დაბზარული ნაწილები..

მერე უფრო შესცივდებათ, დაწყევლიან ზამთარს

შეზიზღდებათ უშგული

უშგული სადაც თორმეტი საუკუნე იცხოვრეს

მერე მოუნდებათ წასვლა

მოუნდებათ გაქცევა

მაგრამ, ვერ ეყოფათ ძალა

დღეს, განთიადზე ჯერ კოშკებს შევხედე, ჩემი სახლიდან ყველა შევათვალიერე

ვფიქრობდი,ნეტა რატომ მოიწყინეს ამ აისზე კოშკებმა?

მერე შხარას შევხედე, მერე მთებს

წუხელის, მთის ფერდობებზე ჩამოუთოვია

8/09/2017/უშგული/ მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი

მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი
7/09/2017/უშგული/ 

 Francis Prymerski

მარიამ ხაჭვანის მიმართვა პრემიერ კვირიკაშვილს 

ბატონო პრემიერო, გთხოვთ, დაუყონებლივ შეისწავლოთ უშგულის საკითხი და ერთდროულად მოხდეს დანგრევის პირას მყოფი კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაცია.

გთხოვთ,დაიცვათ ადგილობრივი მოსახლეობის და ათასობით ტურისტის უსაფრთხოება .

გთხოვთ, გადაარჩინეთ დანგრევას საუკუნეებ გამოვლი საქართველოს საგანძური.

როგორც უკვე ნახეთ, უშგულის სამი უბნის: ჟიბიანი,ჩვიბიანი და მურყმერის კოშკები და მაჩუბები ამ ზამთრამდე ვერცერთი ვერ გასტანს. დღე დღეზე ჩამოინგრევა ფრიდონ ნიჟარაძის კოშკიც და უკვე უშგულის უბნებში გადაადგილებაც კი საფრთხეს უქმნის ადამიანებს.

პატივისცემით

უშგულის მკვიდრი მარიამ ხაჭვანი

ნანახია:(441)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ეს არ არის ბარიგების დამცავი აქცია, არც ნარკოტიკის, არც ბოზების და არც გეების….

12-13-14 მაისი, 2018  არც ნარკომანი ვარ, არც ნაცი, არც ქოცი და არც გეი!!! დედების თაობა ვარ და გული მწყდება რომ


ბრაზილიაში დეფის კიდევ ერთი წიგნი გამოსცეს

ქართველი შემოქმედის კიდევ ერთი წიგნი ბრაზილიაში და სიხარული, რომელიც დეფიმ «ჟოლოს» გაუზიარა. რამდენიმე თვის წინ წიგნად გამოცემულ ნაწარმოებს „სკამი“ ამჯერად


«ბედნიერი შეგიძლიათ იყოთ ყოველგვარი მოცემულობის გარეშე»…

შეგახსენებთ, რომ ბედნიერი შეგიძლიათ იყოთ ყოველგვარი მოცემულობის გარეშე, ანუ სანამ: * დაიწყებთ მუშაობას; * აიღებთ ხელფასს; * გადაიხდით ვალს; *


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<