»ალბათ, ამიტომაც მიყვარხარ და უშენობა არ გამომდის…» | Jolo.ge


»ალბათ, ამიტომაც მიყვარხარ და უშენობა არ გამომდის…»

»ალბათ, ამიტომაც მიყვარხარ და უშენობა არ გამომდის…»

როგორ განვსხვავდებით ერთმანეთისგან…

შენ გინდა, უყვარდე…

მე მინდა, მიყვარდეს…

და მაინც, ორივეს სიყვარული გვინდა…

როგორ არ ვგავართ ერთმანეთს…

შენ სულ გეშინია, სულ გადარჩენას ცდილობ, მაგრამ იმალები იქ, სადაც ჰაერიც კი არ გყოფნის…

მე სულ გარეთ მინდა, მინდა ვიცოცხლო და ვისუნთქო ხარბად…

და მაინც, ჩვენ ორივეს გვინდა სიცოცხლე…

როგორ სხვადასხვა ვართ…

შენ გინდა, შენეული ქაოსით მოიპოვო ბედნიერება…

მე მინდა ჩემეული წესრიგი შევქმნა და ვიბედნიერო ყოველი წამით…

და მაინც, ორივეს ჩვენეული ბედნიერება გვინდა…

როგორ ძალიან განვსხვავდებით…

შენ გინდა, სულ გეძინოს და ჩაძირული იყო ლამაზ და ფერად სიზმრებში, სადაც სითბო და სიყვარულია…

მე მინდა, ყოველდღე გავიღვიძო, შევქმნა და განვიცადო სითბო, სილამაზე და სიყვარული…

და მაინც, ღამით ორივეს გვძინავს და ფერადი სიზმრებით ვტკბებით…

როგორი სხვადასხვანაირები ვართ…

შენ გინდა იყო შენთვის და არაფერი განსაკუთრებული არ შექმნა…

მე კი… მე ვიწვი შემოქმედებითი ცეცხლით და უიმისოდ ცარიელი ვარ…

და მაინც, როცა ცარიელი ვარ, როცა ვარ ჩემთვის და არაფერს ვქმნი, როცა სიზმრები მირჩევნია რეალობას, როცა ვიმალები ან ქაოსში ვიწყებ ბედნიერების ძებნას, როცა სიგიჟემდე მინდება, ვინმეს უზომოდ ვუყვარდე, მე ვარ შენ…

ალბათ, ამიტომაც მიყვარხარ და უშენობა არ გამომდის…

და ხშირად ჩვენ ორივეს გვძინავს…

მაგრამ მე აღარ მინდა ძილი…

ვიღვიძებ…

ავტორი: ნატა თვალაძე

ნანახია:(159)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

საინტერესო ფაქტები სიყვარულის შესახებ

ამერიკული გამოცემა Life Style სიყვარულის შესახებ რამდენიმე საინტერესო მეცნიერულ ფაქტს გვთავაზობს:   1. ადამიანი კოცნის დროს იხრება უფრო მარჯვნივ,  ვიდრე


„მერე, დროის შეგრძნება დავკარგე და“…

მე მიყვარს ლოდინი. შენ დროებით ხარ მეფე. რა საოცარია… არ მახსოვს როდის გნახე პირველად… არც ის მახსოვს რას მელაპარაკებოდი. მახსოვს


როგორ გავამყაროთ მეგობრობა ქორწინებაში…  

წარმატებული ქორწინებისთვის ყველაზე აუცილებელი ნამდვილი მეგობრობაა. პარტნიორები პირველ რიგში ყველაზე ახლო მეგობრები უნდა იყვნენ ერთმანეთისთვის, თუმცა თანაცხოვრების დროს ზოგჯერ რთულია


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*