„აივსეთ იმის რწმენით, რომ 2018 წელს წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ“… | Jolo.ge


„აივსეთ იმის რწმენით, რომ 2018 წელს წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ“…

„აივსეთ იმის რწმენით, რომ 2018 წელს წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ“…

ჩემო პოზიტიურო და სინათლით სავსე მეგობრებო,
ყველას გილოცავთ ახალ 2018 წელს!
გისურვებთ რომ ახალი წელი თქვენთვის სასიკეთო შემოტრიალების წელი გამხდარიყოს.
დაე, ამ ახალ წელს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის სიხარული, სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ბარაქა და სიმდიდრე მოეტანოს.
აუცილებლად დასახეთ ის მიზნები, რომელთა მიღწევასაც აპირებთ 2018 წელს.
ასევე დარწმუნდით, რომ თქვენი მიზნებისთვის კონკრეტული გეგმები გაგაჩნიათ.
დაწერეთ თქვენი ცხოვრების სცენარი თქვენ თვითონ.
გახსოვდეთ, თქვენს ცხოვრებაში მთავარი თქვენ ხართ
— თქვენი აზრები, სიტყვები, ემოციები, მოქმედებები და გადაწყვეტილებები.
თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი სიტყვა თქვენ გეკუთვნით — მხოლოდ და მხოლოდ თქვენ!
გაბედეთ და გახსოვდეთ, თქვენ თვითონ ქმნით თქვენს ბედს!
ნება მომეცით კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ:
თქვენ თვითონ ქმნით თქვენს ბედს!
ნუ იქნებით მოწყენილი, სასოწარკვეთილი და უიმედო.
თავი ასწიეთ და გაიღიმეთ.
გაიღიმეთ, რადგან ცხოვრება მშვენიერია!
მე მჯერა, რომ თქვენ — თქვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი წინ გელოდებათ. დაიჯერეთ თქვენც!
გამხნევდით და გაძლიერდით — აივსეთ იმის რწმენით, რომ 2018 წელს წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
დიახ, მიაღწევთ, რადგან თქვენ ამას უკვე აკეთებთ.
თქვენ სწორ გზაზე დგახართ.
მეტი სხვა აღარაფერი დაგრჩენიათ რომ იაროთ წინ — გამარჯვებისკენ!

სიყვარულით რამაზ გიგაური

ნანახია:(334)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რატომ გვიჭირს კომპლიმენტის მიღება?

  კომლიმენტი ყველა ადამიანისთვის სასიამოვნო უნდა იყოს, თუმცა ალბათ შეგინიშნავთ, რომ ზოგიერთი ამ დროს უხერხულად გრძნობს თავს. საინტერესოა რა არის


„სიცილისა და პოზიტივის კარნავალი“ 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე …

მაისში მსოფლიო სიცილის დღეს აღნიშნავს. გასულ წელს ამ საერთაშორისო დღეს საქართველოც შეუერთდა. სიცილის დღე 3 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე კოსტიუმირებული,


სიცილით მოგებული iPhone და გზავნილი ლონდონიდან

ქვეყანაში სიხარულის გასავრცელებლად ახალგაზრდა მოხალისეთა 100 კაციანი ჯგუფი შეიქმნა. სწორედ მათი უშუალო მონაწილეობით გაიმართება 15 მაისს სიცილისა და პოზიტივის კარნავალი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*