«აირჩიეთ ყოველდღიური სიხარული» … | Jolo.ge


«აირჩიეთ ყოველდღიური სიხარული» …

«აირჩიეთ ყოველდღიური სიხარული» …

5 აქტუალური რჩევა 

1. აირჩიეთ ყოველდღიური სიხარული!

სიხარულის ვიბრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სიყვარულის. ორივე მათგანი გვავსებს ენერგიითა და სიცოცხლით. ამის შექმნა საკუთარ თავში თქვენ თავად შეგიძლიათ.  საკმარისია დილაობით თვალები გაახილოთ, გაუღიმოთ საკუთარ თავს და სამყაროს და თქვათ:

— დღეს  ვირჩევ სიხარულს!

ეს პატარა რიტუალი საოცრად მუშაობს. უფრო მეტიც, გაგიჩნდებათ სურვილი მალევე წამოხტეთ  საწოლიდან, რადგან წინ მხიარული მოვლენებით სავსე დღე გელით.

2. იყავით მადლიერი!

დააფასეთ ყველაფერი რაც გაქვთ — კარგიც და ცუდიც. მადლიერი იყავით იმისთვის, რაც თქვენს თავს ხდება.  თუნდაც ეს იყოს — დაავადება, ფულის უქონლობა, ღალატი, დანაკარგი. რადგან მხოლოდ მადლიერების ენერგია შეგაძლებინებთ შეაჩეროთ საკუთარი თავის მიმართ სინანულის გრძნობა და დაინახოთ მიზეზები, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის მოვლენა თქვენს ცხოვრებაში. ძირითადად ასეთი სიტუაციები გვეძლევა როგორც გაკვეთილი, იმისათვის რომ უკეთესობისკენ შევიცვალოთ, ვისწავლოთ მიღება, მადლირება და სიყვარული.

მადლიერება —  უზარმაზარი ძალაა. იგი სულსა და სხეულს კურნავს. გვაძლევს სწორ ადამიანებს და სწორ გარემოებებს. ის უმაღლეს მესთან გვაკავშირებს და გვაძლევს ენერგიასა და სამყაროს მხარდაჭერას.

3. მიიღეთ ადამიანები ისეთებად როგორებიც არიან

ეს რთულია. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ სულ ვითარდებით და სხვაზე ბევრად უფრო ჭკვიანი ხდებით. სწორედ მაშინ გიჩნდებათ სურვილი სხვების განკურნებისა და დახმარების… ასევე იმის თქმის თუ რა არის სწორი და რა არა… თუმცა, საყვარელი ადამიანების და გარემოს გაღვიძების გზა მხოლოდ თქვენი უპირობო სიყვარულით და მათი მიღებით ხდება. ნება მიეცით სხვებს, გაკვეთილები თავადვე გაიარონ საკუთარი განვითარების დონეზე. ნუ მისცემთ რჩევას სანამ არ გთხოვენ. მხოლოდ ჩუმად გიყვარდეთ ისინი და სიკეთე უსურვეთ გულით.

4. აკეთეთ კეთილი საქმეები!

ქველმოქმედებას დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მოვედით ამ სამყაროში, რომ გავხდეთ უკეთესები და გავხადოთ სამყარო უკეთესი. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი სიკეთით შეიტანოს წვლილი და ამით დაეხმაროს დედამიწასა და ბუნებას. ბევრი აკეთებს ამას: ზოგი მზად არის ცხოველებზე იზრუნოს. ზოგისთვის არ არსებობენ სხვისი შვილები. ზოგი მოხუცებულებზე ან უსახლკაროებზე ზრუნავს.

კარგი საქმეების გასაკეთებლად მხოლოდ ფული არ არის მთავარი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს სხვადასხვა კეთილი საქმით. მარტოხელა მოხუცს მაღაზიაში წასვლით, მრავალშვილიანი ოჯახის დედას ბავშვებზე ზრუნვით, რომ თავად დასვენება შეძლოს…

შეიტანეთ თქვენი წილი მზრუნველობა ამ სამყაროში და აუცილებლად მიიღებთ პასუხს, ის ნამდვილად გამოგეხმაურებათ!

5. ენდეთ!

ძნელია ნდობა, როდესაც ტვინი ცდილობს ყველაფრის გაკონტროლებას. მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ თქვენ სამყაროს საყვარელი შვილი ხართ და ამ სამყაროში ყველაფერი თქვენთვისაა შექმნილი, დაგეხმარებათ მოხვდეთ კარგი მოვლენების ნაკადში, სადაც ყველაფერი ხდება შენთვის საუკეთესო გზით.

ენდეთ ყველა მოვლენასა და სიტუაციას და დარწმუნდით, რომ თქვენზე მაქსიმალურად იზრუნებენ.

ევგენია დრონი

თარგმნა ელენე ტატიშვილმა

ნანახია:(1453)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნებისმიერ სიტუაციაში, მოიხსნით დაძაბულობას და თავს იგრძნობთ გაცილებით უკეთესად — აი, რატომ არის ხატვა ასე მნიშვნელოვანი

რატომ უნდა დავხატო, როდესაც არ მაქვს ამის ნიჭი? ბევრი ასე გიპასუხებთ. ბევრისთვის, ხატვა იქცა ჰობად, იმიტომ რომ თვლიან – ხატვისთვის


კოლმეურნე ბიზნესი საქართველოში 

კოლმეურნე — რა თქმა უნდა, მეტაფორაა და ნიშნავს ძველ დროში ჩარჩენილ ბიზნესს, რომელიც არ იყენებს კრეატივს და ციფრულ ტექნოლოგიებს. დღეს


ბედისწერის სათავე ჩვენსავე აზრებშია

ადამიანის ტვინი ზე–სიმძლავრის კომპიუტერია. ყოველ 3 წამში ერთხელ ტვინი ახდენს ფოტოგრაფირებასა და დაფიქსირებას თუ რას ვხედავთ, რა გვესმის, რას შევიგრძნობთ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*