აღზარდეთ თავდაჯერებული პრინცესა… | Jolo.ge


აღზარდეთ თავდაჯერებული პრინცესა…

აღზარდეთ თავდაჯერებული პრინცესა…

დედებმა ყველაზე კარგად იციან რას ნიშნავს ქალისთვის თავდაჯერებულობა. ამის გარეშე თითქმის შეუძლებელია ცხოვრებაში რაიმეს მიაღწიო. ცხადია ყველას უნდა მისი ქალიშვილი დარწმუნებული იყოს საკუთარ თავში, თუმცა ამის მიღწევა არც ისე მარტივი ჩანს. არცერთი ადამიანი არაა უნიკალური და შეუცდომელი, ამიტომ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც სიტყვით თუ საქციელით შეურაცხყოფს, ეს კი მის თვითშეფასებას ადაბლებს.

 

თქვენ, როგორც დედას ბევრი რამ შეგიძლიათ. თქვენს ხელთაა საშუალება აღზარდოთ ნამდვილი თავდაჯერებული პრინცესა. გგონიათ ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო? სულაც არა, სულ რამდენიმე ფრაზა და თქვენი შვილი ყველასთვის მისაბაძი იქნება:

 

შენ საოცარი ხარ ყოველდღე და ყველა სიტუაციაში — ამის მოსმენა ყველა ადამიანს სიამოვნებს. თუმცა მთავარი ეს არაა. როდესაც ამ სიტყვებს ბავშვს ხშირად უმეორებთ, მას საკუთარი თავის რწმენა უღვივდება.

 

შენ დაიბადე, რომ საოცრებები მოგეხდინა — ამ სიტყვებით თქვენს გოგონას კეთილი და სასარგებლო საქმიანობისკენ უბიძგებთ.

 

ძალიან გონიერი ხარ — განათლება ქალბატონებისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რადგან მამაკაცები ბევრ რამეში გვჯაბნიან. თუ თქვენს გოგონას დააჯერებთ, რომ ის გონიერია, აუცილებლად ეცდება მიაღწიოს უფრო მეტს.

 

შენ მამაცი ხარ — ყველა ქალს უნდა შეეძლოს თავად დაიცვას თავი.

 

შენ ხარ ყველაზე ლამაზი გოგონა მსოფლიოში მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთი ხარ — ყველა ადამიანი განსაკუთრებულია თავის მხრივ. თქვენ უნდა იცოდე, რომ როგორიც არ უნდა იყოს, ვიღაცაზე უკეთესი აუცილებლად ხართ.

 

შენი აზრები მნიშვნელოვანია — ასე თქვენ ნამდვილ ლიდერს აღზრდით.

 

ძალიან მომწონს როგორ სწავლობ და აგროვებ გამოცდილებას — ამ სიტყვებით თქვენ მას წაახალისებთ.

 

შენი წყალობით დედამიწა უკეთესია — თქვენმა გოგონამ იცის, რომ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომლისთვისაც ის საუკეთესოა.

ნანახია:(1480)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ადამიანი იბადება ბედნიერების კოდით, მთავარია მიაგნო ამ კოდის გასაღებს“…

შენ არ უნდა იფიქრო მუდმივად იმაზე, რისგანაც გინდა გათავისუფლდე, ეს ნეგატიური მიმართულებაა ფიქრისა.  შენ უნდა იფიქრო იმაზე, რა გინდა, რა


„თქვენი პარტნიორი – თქვენი სარკეა“ — რა დანიშნულება აქვთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების გზაზე გვხვდებიან

სამყარო ყოველმხრივ ცდილობს ადამიანის დასახმარებლად სხადასხვა საშუალებები გამონახოს. ის რასაც  მოცემულ თემაში განვიხილავთ ერთ-ერთ ასეთ საშუალებას წარმოადგენს. თემა იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც ცხოვრების


ღმერთო, ძალიან მინდა გავიგო რა არის ჯოჯოხეთი და რა არის სამოთხე

ერთხელ, ღვთისმოსავი ადამიანი და ღმერთი საუბრობდნენ, რა დროსაც ადამიანმა ჰკითხა: “ღმერთო, ძალიან მინდა გავიგო რა არის ჯოჯოხეთი და რა არის სამოთხე”.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<