»აღზარდეთ შვილები და ნუ გაზრდით მხოლოდ» | Jolo.ge


»აღზარდეთ შვილები და ნუ გაზრდით მხოლოდ»

»აღზარდეთ შვილები და ნუ გაზრდით მხოლოდ»

დღეს რუსთაველის მეტროსთან ბექას ველოდებოდით მე, გიორგი და ანა.
იქვე რამდენიმე პატარა ბიჭი ერთობოდა — ეგრედ წოდებულ ასაფეთქებლებს უყრიდნენ მეტროს წინ მდგომ გოგონებს და აშინებდნენ.
მერე ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან, ბოლით სავსე ბოთლით და შემეკითხა — ძმა პლანი არ გინდა?
მე არც ვაციე, არც ვაცხელე და კითხვა შევუბრუნე — ყური რომ აგახიო არ გინდა?..
ვკითხე რამდენი წლისები იყვნენ — თერთმეტისო ბოთლიანმა ბიჭმა მიპასუხა.
მერე იფიქრეს — სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო და წავიდნენ.

გამიკვირდა — თერთმეტი წლისამ «პლანი» რა იყო რა ვიცოდი, მით უმეტეს ბოთლით, რომ «ბოლდებოდნენ.»
აი, ჩვენი ელიტა და ნაღები საზოგადოება, რომ ითხოვდა ლეგალიზაციას და კიდევ არანაღები და არაელიტური საზოგადოება — ისინი უნდა დავაყენო, ვაყურებინო და ვასმენინო იმ ბავშვისნაირების საქციელი და საუბარი.
ეგაა ბიძიკო თქვენი ტელევიზიები და ინტერნეტები და მამაძაღლობები.
მიეცით ასეთი მაგალითი ახალ თაობებს და ამ დედანატირებ ქვეყანას უფრო დედა უტირეთ.

გზა გავგარძელეთ მე და გიორგიმ და პარლამენტის წინ, კიბეებზე ჩამოჯდარ იგივე ასაკის ბიჭს შევხვდით, რომელსაც ძალიან სქელი გამადიდებელი სათვალე ეკეთა. ბიჭი იჯდა და წიგნს კითხულობდა. გული ჩამეწვა და ვთქვი კიდეც — ამ ბავშვს უნდა აკლდეს მხედველობა და მე ესე დავდიოდეო?!


გამიხარდა, რომ ასეთი კარგი ბავშვებიც არიან, რომ არიან ქართველი დედები და მამები, რომლებმაც იციან შვილების სწორად აღზრდა და არა გაზრდა. ვიხსენებ იმ ბავშვს და მიხარია, მაგრამ იქამდე ნანახი ბოთლიანი ბიჭი უფრო მეტად მტკივა. იმ წიგნიან ბიჭს, ალბათ თანატოლები ხშირად აიგდებენ მასხრად და დაცინვასაც დაუწყებენ. ბოთლიანი კი ასე ვთქვათ «პარადის წამყვანი» იქნება და «კაი ტიპი.» ღმერთმა ქნას სხვანაირად იყოს და ვცდებოდე.

ახალგაზრდა დედებო, მამებო, ნათლიებო — აღზარდეთ თქვენი შვილები, აღზარდეთ და ნუ გაზრდით მხოლოდ.
გაზრდით ალვის ხეც იზრდება, მაგრამ რა ხეირი?
ჩამოხმება და მოსაჭრელი გახდება, არანაირი სარგებელი მას არ ექნება.

სიყვარული ჩაუნერგეთ ყველასა და ყველაფრის მიმართ, ფიქრს მიაჩვიეთ, აზროვნებას, ზრდილობას, რა თქმა უნდა, ბავშვი მხიარული უნდა იყოს, ზოგჯერ გიჟიც, მაგრამ უზრდელი არა.

აჰა, ესეც ჩემი შეგონებაი და დამოძღვრაი.
სასაცილოდ გაიხდის ბევრი — მე გული შემიწუხდა და გულით ვთქვი, აწი თქვენ იცით.

 

                                                                                     თორნიკე ნაროზაული

ნანახია:(116)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დედების საყურადღებოდ — ის რაც ძალიან გაგაკვირვებთ

როცა პირველად წავიკითხე თუ მოვისმინე, ბავშვები დედების პრობლემებით ავადმყოფობენო, კი არ გამიკვირდა, ტანსაცმლიდან კინაღამ ამოვხტი, ისე გავბრაზდი. -ესე იგი, მე


«არ მინდა ჩემი შვილი მე რომ დამემსგავსოს» …

«არ მინდა ჩემი შვილი მე რომ დამემსგავსოს. არ მინდა და საშინლად მეშინია. ვერ ავიტან. ვერ შევძლებ ვუყურო, როგორ შეწყვეტს ჩემთან


«დედების საყურადღებოდ, ვისაც გარდატეხის ასაკში გყავთ შვილები!!!»

«დედების საყურადღებოდ, ვისაც გარდატეხის ასაკში გყავთ შვილები !!! ამ ასაკში ბავშვს განსაკუთრებით სჭირდება გვერდით დგომა და მეგობარი მშობლის სახით. მესმის,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*