„აღტაცებული ბავშვის ხმა აქვს მამას“ — გიო კილაძე | Jolo.ge


„აღტაცებული ბავშვის ხმა აქვს მამას“ — გიო კილაძე

„აღტაცებული ბავშვის ხმა აქვს მამას“ — გიო კილაძე

ეს მამაჩემია. ხვალ 92 წლის გახდება. დაბადების დღე 12 აპრილს რომ აქვს ახსოვს. წელიც. დღეს 11 აპრილი რომ არის არ იცის, და არც აინტერესებს. უკვე რამდენიმე წელია დაჟინებით იმეორებს — მე დაბადების დღეებს არ ვიხდი. რატომ არ ვეკითხები. უბრალოდ თავზე ვუსმევ ხელს. მამა-შვილს ხელების სხვადასხვა ტემპერატურა გვაქვს. მამაჩემის ხელები ცივია, ჩემი თბილი. გულებსაც სხვადასხვა ტემპერატურა აქვს.

ახლა მამა მიძინებულია, ლამაზად სძინავს. ლამაზად ძილი უშფოთველი ძილია. სულ ცოტა ხნის წინ ფანჯარასთან იდგა. კარგია აქ — თქვა მამამ. გზას ვხედავ. მანქანებსაც ვხედავ. ყველა შენობა მართლა ერთმანეთს ჰგავს? ეს რა უცნაური ხეა. გამხმარიც ამაყად დგას. მამა შორსმხედველია.

ასე კარგად ხედავ? — ვეკითხები.

-კი… არ ვხედავ… ვფიქრობ.

მამას გაეღვიძა. არ ვჭამოთ? — მეკითხება. ხელს ხომ დამაბანინებ? ახლა ამ ფანჯრიდანაც გავიხედოთ.

-არ შეიძლება, — ვეუბნები. რომ გამოვაღოთ ქარი ნამწვარს უკან შემოიტანს.

-კარგია ქარი. წამოიძახასავით მამამ და წამოსადგომად მოემზადა.

უნდა ვაჭამო …

შაბათს მივდივართ? — მესმის ზურგსუკან

აღტაცებული ბავშვის ხმა აქვს მამას.

გიო კილაძე

ნანახია:(46)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
გიო კილაძემამა

Related Articles

„ლამის ტირილი დავიწყე. არც მახსოვს, როდის რა იყო“…

„ორი დღე, ვფიქრობ, ვთქვა თუ არა აქ, არ მინდა, ცუდად გამიგოს… ჩემზე არ ვწერ, ნუნუ ბებია უნდა გაგაცნოთ: ნარიყალაზე, ტაძარში,


«ახლა გაზაფხულია, მაგრამ მე მისი დანახვა არ შემიძლია…”

„უსინათლო მათხოვარი შენობის კიბეზე იჯდა, წინ ქუდი ედო და აბრა, რომელზეც ეწერა: «ბრმა ვარ, დამეხმარეთ!” უცებ ერთ–ერთი გამვლელი გაჩერდა, დაინახა,


სექსი შესანიშნავი საშუალება ინტელექტის კოეფიციენტის(IQ) ასამაღლებლად

სექსს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების და დადებითი ემოციების გარდა კიდევ ერთი სასარგებლო თვისება ჰქონია-ამტკიცებენ გერმანელი მეცნიერები. თურმე სექსი შესანიშნავი საშუალება ყოფილა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<