აღდგომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში | Jolo.ge


აღდგომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

აღდგომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

აშშ

შეერთებულ შტატებში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის რაიმე ერთი კონკრეტული ტრადიცია არ არსებობს. ამერიკელი ქრისტიანებისთვის აღდგომა ძირითადად ლოცვისა და ოჯახური შეკრებების დროა. მათ კვერცხების შეღებვისა და ბავშვებისთვის კანფეტების დარიგების ტრადიციაც შერჩათ. აღდგომის მომდევნო ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოჯახთან ერთად მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ „სააღდგომო კვერცხების გორაობაში“ თეთრი სახლის მინდორზე.

easter-usa-1

 

აღდგომის დღესასწაულზე ბოსტონში (აშშ, მასაჩუსეტსი) გაყიდვაში მოსე წინასწარმეტყველისა და იესო ქრისტეს მოლაპარაკე თოჯინები გამოდის. მოლაპარაკე ბიბლიური თოჯინების იდეა ერთ ოჯახურ წყვილს გაუჩნდა ბოსტონიდან, როცა თავიანთ პატარა ქალიშვილებს ბიბლიის საფუძვლებს ასწავლიდნენ.

 

 

 

მექსიკა

easter-in-mexico

მექსიკაში აღდგომის დღესასწაული 14 დღე გრძელდება. იქ ვნების და აღდგომის კვირებს მთელი გულით ზეიმობენ. მიუხედავად იმისა, რომ ვნების კვირა მეტნაკლებად სერიოზულ განწყობას მოითხოვს, მექსიკაში თითქმის მუდმივად საკარნავალო მხიარულებაა – ფეიერვერკები, სეირნობები და ქუჩის ცეკვები.

 

 

 

 

ბრაზილია

easter-in-br-2ბრაზილიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კათოლიკეები არიან, ვისთვისაც ყველაზე დიდი და პატივსაცემი რელიგიური დღესასწაული აღდგომაა.

სააღდგომო ტრადიციები ბრაზილიაში რამდენიმე საუკუნის წინ გერმანელმა ემიგრანტებმა ჩაიტანეს: O Coelhinho da Pascoa – სააღდგომო კურდღელი და os ovos coloridos – ფერად-ფერადი კვერცხები.

აღდგომის ბრწყინვალე დღეს ეკლესიებში ტრადიციული საზეიმო ღვთისმსახურებები მიმდინარეობს. ბრაზილიაში აღდგომაზე ერთმანეთს საზეიმოდ შეფუთულ შოკოლადის კვერცხს ჩუქნიან შიგნით სათამაშოთი. ისინი მარხვის დაწყებისთანავე გამოდის გაყიდვაში.

საზეიმო სუფრას ბრაზილიელები ტკბილეულობით აწყობენ. სააღდგომო საყიდლებზე ისინი ნაადრევად ზრუნავენ, რადგან წმინდა კვირა დღეს რაიმეს ყიდვა ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

შვედეთი

easter-eggs_swაღდგომა აღინიშნება სააღდგომო კვერცხების ტრადიციული შეღებვითა და მრავალრიცხოვანი საეკლესიო მსახურებებით მთელი ქვეყნის მასშტაბით. დიდ ხუთშაბათს „აღდგომის ჯადოქრები“ მთაზე „Blakulla“ ეშმაკთან შაბაშზე მიდიან.

დღეს ჰაერში სროლითა და ცეცხლის ანთებით მათგან თავს უკვე აღარავინ იცავს, მაგრამ ხალხში ბავშვების ჯადოქრებად გამოწყობის ტრადიცია მაინც შემორჩა. პატარები არიგებენ ნახატებს წარწერით „Glad Pask“ (აღდგომას გილოცავთ) და სამაგიეროდ ტკბილეულს ან ხურდა ფულს იღებენ.

აღდგომაზე შვედები კვერცხებს ღებავენ. ჭრიან არყის ხის ან ტირიფის ტოტებს, ალაგებენ ლარნაკებში და ფერადი ბუმბულებით და პატარა ხის კვერცხებით რთავენ.

ფინეთი

6359464931332657431421759322_Basketფინელების და სხვათა შორის, მათი სკანდინავიელი მეზობლების უმრავლესობის აზრით, აღდგომის დღესასწაულის გატარება ღია ცის ქვეშ, ოჯახურ წრეში ჯობს. ფინეთში სააღდგომო დღესასწაულები მთელი 4 დღე გრძელდება – პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით.

ფინეთში აღდგომის დღესასწაულისთვის მზადება ტრადიციულად დიდი ხუთშაბათის საღამოს იწყება. ფინელების უმრავლესობა აღდგომას აგარაკზე ხვდება. დიდ ხუთშაბათს სამუშაო დღე ადრე მთავრდება, ხალხი მაღაზიებში საყიდლებზე დადის, პასკებს აცხობს და კვერცხებს ღებავს.

აღდგომის დღესასწაულების პირველ დღეს – ვნების პარასკევს ფინეთის დედაქალაქში სიმშვიდეა – მაღაზიები, ბანკები, ფოსტა არ მუშაობს… ვინც აღდგომას აგარაკზე არ ხვდება, მათ ქალაქის ბევრი რესტორანი სპეციალურ სააღდგომო მენიუს სთავაზობს, ასევე მუშაობს კინოთეატრები, სადაც ოჯახური ფილმები გადის და ძალიან პოპულარულიცაა. პარასკევს და შაბათს ფინეთში ტრადიციულ კოცონებს ანთებენ. გადმოცემის თანახმად, კოცონის ცეცხლი და კვამლი უწმინდურ ძალებს განდევნის.

easter_bonfire_finland

 

ტრადიციული სააღდგომო ფინური კერძებია: პასკა, კულიჩი და ჭვავის პუდინგი. ბავშვებს განსაკუთრებულად შოკოლადის კვერცხები და სააღდგომო კურდღლები უყვართ.

ლეგენდის თანახმად, ერთხელ დღესასწაულისთვის ცხვრის ფიგურებს აცხობდნენ, ერთ-ერთი ცხვარი ძალიან დიდყურა გამოვიდა და აღდგომის კურდღელიც აქედან იღებს სათავეს.

 

 

პოლონეთი
easter-polჩვეულებრივ პოლონეთში აღდგომას ორი დღე – კვირას და ორშაბათს ზეიმობენ.

სააღდგომო კვირის დილა საზეიმო მესით იწყება, რის შემდეგაც პოლონელები სადღესასწაულო მაგიდასთან სხდებიან – ტრადიციულად ოჯახის ყველა თაობის წარმომადგენლები. საზეიმო ტრაპეზი ლოცვით იწყება. საუზმეზე ნაკურთხ პასკას, კვერცხებს, მდოგვს, ხორცსა და ძეხვს მიირთმევენ.

აღდგომის კვირის მომდევნო დღე „სველი ორშაბათია“. პოლონელები ერთმანეთს უხვად წუწავენ წყლით.

წყლის „ყუმბარები“, წყლიანი პაკეტები ფანჯრებიდან ცვივა, მეტროს ვაგონებში „ფეთქდება“ და ხალხს წუწავს, მაგრამ არავინ ჩივის, პირიქით, ყველა კმაყოფილია.

პოლონელებს სჯერათ, რომ წყალს ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა მოაქვს. „სველ“ დღეს მშრალად გადარჩენა ცუდ ნიშნად მიიჩნევა.

 

რუმინეთი

romanian-easter-traditions-painted-eggs3ეკლესიის მსახურებიც აღიარებენ, რომ რუმინეთში აღდგომა მხოლოდ ქრისტიანული დღესასწაული არ არის და იმის გამო, რომ აღდგომა სიცივეების თბილი ამინდით შეცვლას ემთხვევა, ის ბევრ ქრისტიანობამდელ ტრადიციასა და ჩვეულებას აერთიანებს.

ქრისტიანული და წარმართული ტრადიციების სიმბიოზის დამსახურებით, აღდგომის დღესასწაული სხვა საეკლესიო თარიღებთან შედარებით ერთგვარად უნიკალური გახდა.

დიდი ხუთშაბათიდან მამაკაცები მუშაობას წყვეტენ, ქალები კი იწყებენ რიტუალური კერძების კეთებას – სააღდგომო პასკა (კულიჩები) და განსაკუთრებულად გამომცხვარი კალაჩი (Cozonac).

 

ამ დღეს სააღდგომო კვერცხები იღებება. რუმინეთში ტრადიციული სააღდგომო კერძი შემწვარი ბატკანია, რომელიც ღუმელში მზადდება.

დასავლეთ და აღმოსავლეთ რუმინეთში სააღდგომო ტრადიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, განსაკუთრებით რიტუალურ საკვებთან მიმართებაში. თუ აღმოსავლეთ რუმინეთში პასკის გამოცხობას მეტ ყურადღებას აქცევენ, დასავლეთ რუმინეთში უფრო სააღდგომო ბატკანი ფასობს.

პასკა ირთვება ჯვრით, რომელიც ნაწნავის ფორმაზეა დაწნული. ჯვრის ოთხივე მხარეს იდება ხაჭო, თანაც სხვადასხვანაირად – ზოგან ტკბილი, ზოგან მარილიანი, ზოგან ქიშმიშიანი და ზემოდან ყაყაჩოს მარცვლები. ბევრ რაიონში ქალები თავად პასკას ბერძნულ კაკალს უმატებენ, სურნელისთვის მუსკატის კაკალს, რომს, ფორთოხალს ან ლიმონს და ქიშმიშს. ზოგიერთ რაიონში პასკა ყვითელი რომ იყოს, მას წვრილად გახეხილ გოგრის გულს უმატებენ.easter-poland

რუმინეთისთვის და მოლდოვასთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი საინტერესო კერძია „სააღდგომო ბებო“ – „Babele“ – ესაა ღუმელში მომზადებული მაკარონის ტკბილი კერძი, რომელსაც სპეციალურ ფორმებში ასხამენ.

ზოგ რაიონში Babele აუცილებელ კერძად მიიჩნევა, ზოგან კი სულ არ ამზადებენ. უნდა აღინიშნოს, რომ რადგანაც არსებობდა ბებოს მომზადების ტრადიცია, იქვე „საწინააღმდეგო სქესის“ კერძი – ბაბუც მზადდებოდა.

ბებოსგან განსხვავებით, რომელიც ტკბილი კერძია და აუცილებლად თეთრი უნდა იყოს, ბაბუ მომჟავო ან მარილიანია, ფერი კი აუცილებლად ყავისფერი ან რაიმე ტონის მუქი აქვს. ზოგიერთ რაიონში ბაბუ ტკბილი კერძია, ბებო მჟავე, თუმცა ფერები იგივე რჩება.

 

 

 

 

ნანახია:(791)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ სადღაც შუაში გაჩხერილები ვიდექით მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით“

„ბავშვობა დიდებისთვის გაუგებარ სიხარულებს ნიშნავს. ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადის კარაქიანს.


გაცივდა, გაიყინა წამი (ერეკლე ჭინჭარაულის ხსოვნას)

გაცივდა, გაიყინა წამი უცებ ყველაფერი გაქრა, არხვატს გაყინულა ვაჟი თითქოს აღარავინ დაგვრჩა. ერო ყველაფერი ვიცი ერო ყველაფერი მახსოვს, ერო ყველაფერისგან


მე შენი მჯერა, უფალო!

–მხედავ? –ვერა… ­-მაგრამ ხომ ვარსებობ…? –კი.. –ახლა მანდ ვარ? –არა… –მაგრამ ხომ გრძნობ ჩემს სიახლოვეს…? –კი… –ჩემი ხმა გესმის? –არა…


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*