აღარც სიძულვილია, აღარც შური…. | Jolo.ge


აღარც სიძულვილია, აღარც შური….

აღარც სიძულვილია, აღარც შური….

ანგარიში მსოფლიო მმართველებს. 2020 წელი:

— ჩემო გენერალო, ჩვენ ვეღარ ვმართავთ სიტუაციას!!

— რა მოხდა?

— ჩვენი მოქალაქეები იცვლებიან…

— რას ქვია იცვლებიან?! ეს ხომ შეუძლებელია!!

— მაგრამ, ეს რეალურად ხდება! მათ ღიმილი დაიწყეს!

— იქნებ, ისინი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალნენ… გამოუვალი სიტუაციებისგან?!

— არანაირად! ისინი უბრალოდ ბედნიერები ხდებიან!

— კი მაგრამ, მათ ხომ აქვთ მასმედია?! იქ ხომ მუდმივად ნეგატივი ტრიალებს?

— დიახ! მეტი ნეგატივი შეუძლებელია…

— და ამბობ, რომ ადამიანებს მაინც კარგი განწყობა აქვთ?

— თან უფრო უუმჯობესდებათ!

— და ომი?

— მასზეც ველაპარაკებით, როგორც შეგვიძლია.

— და ფასები?

— მუდმივად ვუწევთ ყველაფერზე.

— და ხელფასი?

-მინიმალურია.

— და მერე? ხალხი იღიმებაო, მეუბნები?

— დიახ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს.

— წარმოუდგენელია!!

— ღიმილი იქით იყოს, ისინი იწყებენ რაღაცის კეთებას!

— რის კეთებას?!

უხერხული პაუზა ჩამოვარდა. მომხსენებელმა ფეხი ფეხზე გაადაიდო …. და გაცოფებულმა ამოთქვა:

— ისინი ერთმანეთს ეხმარებიან.

— რა?? რა გინდა მითხრა, რომ — მათ ერთმანეთი აღარ ეზიზღებათ? აღარც შურთ?

— დიახ, მათ შეწყვიტეს ერთმანეთის შური…

— და თქვენ გამოუშვით უკვე ახალი ტექნიკა, მობილურები ბაზარზე?!

— დიახ, მაგრამ მათ აღარავინ ყიდულობს…. ადამიანებმა შეწყვიტეს კრედიტების აღება!!

ისევ უხერხული პაუზა. სიტუაცია რეალურად კრიტიკულ ელფერს იძენს.

— იქნებ ხელფასი შევუმციროთ?

— ადრე შველოდა…

— ან ყველანი ომში გავუშვათ….

— ეგეც ვარიანტია.

— მაშინ ყველამ დაწეროს მოხსენებები. თითოეულ ნაბიჯზე!!!

— ისინი წერენ…და წერენ, რომ ბედნიერები არიან….

— რა ჯანდაბა ხდება საერთოდ?!

….

მოვიდა მეორე მომხსენებელი.

— სერ, ჩვენ ადამიანებს ვკარგავთ! ისინი ღიმილს იწყებენ ჩვენს თვალწინ! უფრო მეტიც — მათი კარგი განწყობა სხვებსაც ედება და დამანგრევლად მოქმედებს სახელმწიფოს მდგომარეობაზე, ზოგადად.

— როგორია შედეგები?!

— იზრდება შრომიუნარიანობა. ადამიანები საკუთარ თავში ფარულ შესაძლებლობებს პოულობენ.

— მაგალითად?

— დამოუკიდებლობას.

— რა???

— ისინი აღარ ამყარებენ იმედებს სახელმწიფოზე.

— რაა??? რა გინდა მითხრა — რომ აღარ ადანაშაულებენ ყველაფერში მთავრობას?

— ისინი ამაზე საერთოდ აღარ ფიქრობენ.

— კარგი, კიდევ რა ხდება?! არაფერი დამიმალო!

— ჩვენს რაიონში შეიმჩნევა გაცნობიერების ნიშნები! ადამიანებმა დაიწყეს გაერთიანება და რაღაც ახლის შექმნა. — ისევ სიახლე!!!- შეკრული მუშტი მთელი ძალით ეცემა მაგიდაზე.

— და ნაცრისფერი სიძველე სადღაა?! სადაა ჩვეული რითმი?! ის ხომ ასეთი მშვენიერია?!

— ჩვეული რითმი აღარ სარგებლოს პოპულარობით.

შემოდის მესამე მომხსენებელი

— პრობლემები გვაქვს, სერ.

— რა ხდება? ძაღლებმა დაიწყეს ლაპარაკი?

— თითქმის. ადამიანები ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ.

— ოო-ო-ო..

— ასევე ყურადღებას აქცევენ კვებას და ჯანსაღ საკვებს.

— დავიჯერო კიდევ დარჩა ნატურალური საკვები? მე ხომ გთხოვეთ, ამაზე განსაკუთრებულად გეზრუნათ?

— ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ, სერ.

-კიდევ რა ხდება?

— ბავშვები ჩვენს სკოლებში აღარ დადიან.

— ოო-ო-ო…  და ვინ ასწავლით ახლა მათ?!

— თვითონ სწავლობენ. რატომღაც თავები — შემოქმედები ჰგონიათ…

სიჩუმე ჩამოწვა. შემოვიდა მდივანი და სალათი შემოიტანა. როდესაც ის გავიდა, წინამძღვარს დაუბრუნდა საუბრის უნარი:

— საჭიროა გავზარდოთ სიგარეტის წარმოება.

— მაგრამ მას აღარავინ ეწევა.

— რატომ?

— ასე ვთქვათ- მოდაში აღარ არის.

— ეგ როგორ

— ყველა შემოქმედებითაა დაკავებული.

— სიგარეტს არ ეწევიან, შემოქმედებას მიჰყვეს ხელი…. ალკოჰოლი??

— აღარ სვამენ. წყალი ურჩევნიათ.

— ეგ როგორ?!

კბილებში კომბოსტომ გაიხრაშუნა. წინამძღვარი ნელა ღეჭავდა სალათს. .

— და როგორ უნდა ვმართოთ ახლა ისინი?

— ეს შეუძლებელია, ჩემო ბატონო… აღარც სიძულვილია, აღარც შური…. მათ უკვე ჩვენც კი აღარ ვეზიზღებით!! ასეთ სიტუაციაში ჩვენ არაფერი შეგვიძლია! …

ავტორი დენის საფრონი

წყარო: ასტრო-ფსიქოლოგია

ნანახია:(358)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

«თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა»_ ოტია იოსელიანი

1)ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარი და გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს: ან ხვნა თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ! 2)ადამიანი მიწის


ფულით შეიძლება იყიდო …

ფულით შეიძლება იყიდო: — საწოლი, მაგრამ არა ძილი; — საათი, მაგრამ არა დრო; — წიგნი, მაგრამ არა ჭკუა; — სექსი,


სიყვარული განშორებასაც უძლებს და სიკვდილსაც, მაგრამ ვერ უძლებს…

ფრანგი მწერლის, „საფრანგეთის აკადემიის» წევრის, ანდრე მორუას გამონათქვამები: უნდა აპატიო მდუმარედ – სხვაგვარად ეს რანაირი პატიებაა? როდესაც წარმატება გვეწვევა, ისღა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<