«ადამიანზე არასოდეს თქვა _ ვიცნობო, თუ არ იცნობ მის სულიერ სამყაროს»- გამონათქვამები ადამიანებზე | Jolo.ge


«ადამიანზე არასოდეს თქვა _ ვიცნობო, თუ არ იცნობ მის სულიერ სამყაროს»- გამონათქვამები ადამიანებზე

«ადამიანზე არასოდეს თქვა _ ვიცნობო, თუ არ იცნობ მის სულიერ სამყაროს»- გამონათქვამები ადამიანებზე

= ზოგიერთი ადამიანი თავისი უმნიშვნელობით ხდება შესამჩნევი.

= ადამიანი ფასდება არა ნიჭით, არამედ ნიჭის მოხმარების უნარით.

= ადამიანი გაკიცხვას იოლად იტანს, დაცინვას კი- ვერა.

= ადამიანი ისე უხვად არაფერს არიგებს, როგორც რჩევა-დარიგებას.

= არ ფანტო დრო ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ შენთან ერთად დრო გაატაროს.

= ადამიანის გონება მის კუნთებზე ძლიერია.

= უსაქმური ადამიანი არის ცხოველი, რომელიც დროს ჭამს.

= კარგად ჩაცმული ადამიანი ის არის, ვისი ტანსაცმელიც ყურადღებას არ იქცევს.

= ადამიანი შეიძლება ცხოველი გახდეს, მაგრამ ცხოველი ადამიანად ვერასოდეს იქცევა.

= უსაქმური ადამიანი ისარ მოტეხილ საათს წააგავს.

= ადამიანები, რომლებიც მუდმივად მოუცლელნი არიან, ჩვეულებრივ, არაფერს აკეთებენ.

= რაც უფრო ნაკლებად იმსახურებს ადამიანი პატივისცემას, მით უფრო მეტ ინტერესს იჩენენ მისდამი.

= ყველაზე კარგად მოსმენა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ჯობს არაფერი თქვა.

= ადამიანს შეუძლია აზროვნება, მაგრამ უაზრო ქმედებებს სჩადის.

= მიჰყევი შენს გზას და ადამიანებმა რაც უნდათ ის ილაპარაკონ.

= ადამიანებს ის კი არ ახარებთ რაც აქვთ, არამედ ის აწუხებთ რაც არ გააჩნიათ.

= ადამიანის სიდიადე იმით კი არ იზომება რას იღებს, არამედ იმით, თუ რას გასცემს ის.

= ზოგი ადამიანი მთელი მისი ღირსებების მიუხედავად, თვალის დასანახავად გვეჯავრება, ზოგი კი გვიზიდავს ნაკლის მიუხედავად.

= ზომიერი ხასიათის ადამიანებს ცხოვრება მოწყობილი აქვთ.

= ადამიანის გარდაქმნა შეუძლებელია, თუმცა მისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

= ზოგჯერ რაც უფრო ახლოს გაიცნობ ადამიანს, მით უფრო შორს გინდა მისგან ყოფნა.

= არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მტრების ყოლა ურჩევნიათ, ვიდრე მეგობრების.

= ადამიანს მხოლოდ იმისი ეშინია, რაც არ იცის. ცოდნა ამარცხებს შიშს.

= არიან ადამიანები, რომლებიც ენით აზროვნებენ.

= სიძულვილი აერთიანებს ადამიანებს არანაკლებ, ვიდრე სიყვარული.

= განათლება ქმნის განსხვავებას ადამიანთა შორის.

= ადამიანად ჩვენ გვხდის დედა და მამა, ადამიანურად კი- აღზრდა.

= ხალხი თუ გაძღა ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც.

= უცებ რომ ძაღლები ალაპარაკდნენ, ადამიანები საუკეთესო მეგობრებს დაკარგავდნენ.

= სუფთა სინდისის ადამიანს შედარებით სუსტი მეხსიერება აქვს.

= იქ სადაც სურვილები მთავრდება, მთავრდება ადამიანიც.

= ზოგიერთი ადამიანი ასაკის მიუხედავად, არასდროს კარგავს სილამაზეს, უბრალოდ სახის სილამაზე გულის სილამაზეში გადადის.

= ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას.

= უჭკუო ჩივის,რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის,რომ იგი არ იცნობს ხალხს.

= ბრძენ კაცს ისე თავმდაბლურად უჭირავს თავი, თითქოს თვითონ კი არ ასწავლიდეს სხვას, არამედ სხვისგან სწავლობდეს.

= ადამიანს თუ შესწევს იმის უნარი, რომ გარედან შეაფასოს თავისი თავი, ესეიგი მას ინტელექტი გააჩნია…

= შეიძლება ღმერთს სურს ჩვენ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვებით იმ ერთადერთს .. იმიტომ რომ, როცა ეს მოხდება ჩვენ მადლიერი ვიყოთ.

= ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებს, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.

= უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.

= ყველა ადამიანის ყოველი სურვილი და ნატვრა ერთად, რომ ახდეს ეს დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა.

= ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი.

წარმოიდგინეთ, რა სიჩუმე ჩამოვარდებოდა, ადამიანები მხოლოდ იმას რომ ლაპარაკობდნენ, რაც იციან.

ადამიანმა მეორე ადამიანს მხოლოდ მაშინ უნდა დახედოს ზემოდან, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება.

შენ ბევრად მეტის გაგება შეგიძლია ადამიანზე იმის მიხედვით თუ რას ამბობს ის სხვებზე, ვიდრე იმით თუ რას ამბობენ მასზე სხვები.

ადამიანები შენ მიმართ კეთილები არიან, სანამ ქვედა საფეხურზე ხარ, გაუტოლდები თუ არა, ყურადღებით არიან, ხოლო როცა გაუსწრებ, შურის თვალით გიყურებენ.

ადამიანები უნაკლონი გახდებოდნენ, საკუთარ ნაკლზეც ისე რომ მსჯელობდნენ, როგორც სხვისაზე.

ადამიანზე ილაპარაკე მხოლოდ ის, რასაც პირადად ეტყოდი.

ადამიანზე არასოდეს თქვა _ ვიცნობო, თუ არ იცნობ მის სულიერ სამყაროს.

ადამიანებში თუ რამ კარგი არსებობს შენ უნდა დაინახო, ცუდი კი თვითონ დაგენახება.

ადამიანებს კი არ უნდა ებრძოდე, ადამიანებისთვის უნდა იბრძოდე.

ადამიანი ყოველთვის ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო და იქნება ადამიანისთვის.

ნანახია:(15511)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ადამიანები

Related Articles

«მხოლოდ ასეა შესაძლებელი საკუთარ თავში, სხვა ადამიანებსა და სამყაროში სიმშვიდის მოპოვება» …

თითქმის სამი თქვეა სახლში ვარ. ალბათ სულ ათჯერ თუ ჩავედი, მაღაზიაში რაღაცების საყიდლად. დღეს გასეირნება გადავწყვიტე. ჩავიცვი ჩემი შლაქსის შარვალი,


არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს იყიდებიან

ოდესმე შენ გაიგებ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს იყიდებიან, მაგრამ ამისთვის მათ უამრავი ღალატის ატანა უწევთ ცხოვრებაში. ოდესმე შენ გაიგებ,


„ერთმანეთში ცვლიან პარტნიორებს, ღვრიან ცრემლებს, ფიქრობენ რომ შეცდნენ“…

ჩვენს ირგვლივ ბევრი ადამიანია, რომელიც, ჯერ კიდევ სიყვარულის ვერ (არ) პოვნასა და მოლოდინშია. ამ რეალობის ასახსნელად კი რიგ მიზეზებს ასახელებენ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<