„ადამიანთა შორის ყოფნა გიფარავს იმისგან, რომ ბოლომდე იცნობდე შენს მანკიერებებს“ | Jolo.ge


„ადამიანთა შორის ყოფნა გიფარავს იმისგან, რომ ბოლომდე იცნობდე შენს მანკიერებებს“

„ადამიანთა შორის ყოფნა გიფარავს იმისგან, რომ ბოლომდე იცნობდე შენს მანკიერებებს“

„რაც უფრო სხვანაირად შეხედავ ადამიანებს, მით უფრო გაგიმძაფრდება განცდა, რომ მარტო ხარ. ცრუ იმედებით ნუ განიმსჭვალები და ნუ მოითხოვ მათგან ბევრს. ნუ ცდილობ ძალით გახადო ყველა შენნაირი, ნუ ცდილობ ყველა დაიმსგავსო. შენ სრულყავი თავი და ბევრი მოგბაძავს.

 

მარტოობა ნიშნავს შიშს, მარცხს და არაფერს მოსაწონს. თუ ბრძოლის ველს მიატოვებ, სუსტი ხარ, თუ ერთ გზააბნეულს მიატოვებ, ფარისეველი. ადამიანი ხარ და საკუთარ თავს ვერსად გაექცევი. ყველაზე მეტად თავთან მარტო დარჩენა დაგანგრევს, რადგან ადამიანთა შორის ყოფნა გიფარავს იმისგან, რომ ბოლომდე იცნობდე შენს მანკიერებებს, მარტოობა კი გაგიშიშვლებს თავს და მიხვდები, სხვებზე არანაკლებ საზიზღარი ხარ და ისევ ხალხს გაერევი.

 

,,ცხონდი შენ და შენს ირგვლივ ათასები ცხონდებიან.» მარტოობა ეგოიზმია. ეგოიზმი კი არასოდესაა კარგი. ნუ გაერევი სუსტების რიცხვს, ვინც ვერ დაძლია შიში, რომ არაფერი გვეშველება. აკუნინის ,,მწერალი და თვითმკვლელობა» გადავიკითხე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ თავს სისუსტის გამო იკლავენ, იმის გამო, რომ ვერ გაუგეს ადამიანებს, რომ მარტო დარჩნენ, რომ სხვაზე უკეთესნი არიან და კაცობრიობას ვერარას მოუხერხებენ და ყველაზე ცუდი მაგალითი დაუტოვეს ადამიანებს — გაიქცნენ.

 

გაქცევა ღალატია, მოღალატეებს კი, არაფერი ესაქმებათ მისაბაძი ხალხის რიცხვში. ვინც დარჩა და ბოლომდე იბრძოდა, ვინც ათასები იხსნა, ან ერთეულები, მაგრამ მთავარი აღასრულა: თავი გაწირა სხვისთვის, სიყვარულისთვის, იმათ მხარეს იდექი.

 

ეს მათთვის, ვინც დაასუსტა ცხოვრებამ, ან უკეთ რომ ვთქვა, ამპარტავანმა გამოხტომამ, რომ გამორჩეულია სხვებისგან, რომ არ იმსახურებს ასეთ კაცობრიობას, რომ წმინდაა გული მისი, რომ რჩეულია და ღმერთმა სხვა გზა დაუსახა. არაფრით განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. საშუალებები და გამოხატულებები გვაქვს სხვადასხვა. და თუ რომელიმე თქვენგანი სხვანაირია, რას გარბიხართ და იმალებით თქვე კაი ხალხო? გამოჩნდით, რომ გიცნოთ და გამოგყვეთ.“

 

ირაკლი დეისაძე

ნანახია:(194)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

უცნაური ფაქტები — ნიკოლა ტესლა

თანამედროვე ბიოგრაფები თვლიდნენ ტესლას „ადამიანად რომელმაც გამოიგონა XX ს.“ და ახლანდელი ელექტროობის „ წმინდა მცველად“. ტესლამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც გამორჩეულმა


როგორ გამოიყურებოდეთ სრულყოფილად 51 წლის ასაკში

ელ მაკფერსონი ავსტრალიელი სუპერმოდელი, მსახიობი, დიზაინერი და ორი ბიჭის დედაა. ის 51 წლისაა და საერთოდ არ მალავს თავის ასაკს. რა


საყვარელი ფერი და ადამიანის ხასიათი

როგორც ჩანს, ადამიანის საყვარელი ფერის მიხედვით შესაძლებელია მისი ხასიათის შტრიხების განსაზღვრა. გსურს, შეიმეცნო რაღაც ახალი საკუთარი თავისა, თუ სხვის შესახებ?


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*