„ადამიანს შევხედავ თუ არა იმ წამსვე ვხვდები თუ რა პრობლემა აქვს“

by admin | Октябрь 13, 2018 13:27

ერთ შემთხვევაზე მინდა გესაუბროთ, ადამინზე, რომლისთვისაც წარმატება არა ფული, არამედ დახმარებაა, სულ რამდენიმე დღის წინ ქარვასლში მომიწია „შოპინგზე“ წასვლა და იქ უცებ დავინახე ქალბატონი, რომელიც ერთ ერთი კაბინეტიდან გახარებული გამოდიოდა.

„ამაზე მეტი რა ვთქვა, ყავარჯნებით მოვედი და ჩემი ფეხით მივდივარ. ვინმეს რომ ეთქვა არ დავუჯერებდი… ვიცოდი რომ მიშველიდა, მაგრამ ასეთი სასწაული თუ მოხდებოდა არ მეგონა“ .

მეც ცნობისმოყვარემ არ გავუშვი ეს შანსი ხელიდან და იმ ოთახში შევედი, სადაც პაციენტების რიგი იდგა. რამდენიმე საათში ინტერვიუც ჩავწერე, რომელზეც არ შემეძლო უარის თქმა.

ამ სასწაულების ავტორი-მკურნალი მასაჟისტი თემურ ირემაძეა. რომელიც 15 წელზე მეტია რაც ამ განხრით მუშაობს… ერთ-ერთი მადლიერი პაციენტის დამსახურებით თბილისს წალკიდან ეწვია და დედაქალაქში რამდენიმე თვეს დაჰყოფს.

[1]— ბატონო თემურ, პაციენტების უმრავლესობას რა აწუხებს?

— ყოველდღიური რუტინის გამო განსაკუთრებით ქალებს, ოსტეოქონდროზი ან ხერხემლის გამრუდება აწუხებთ, მამაკაცებს კი ხერხემლის თიაქარი.

ყველანაირად ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავეხმარო ამ სამკურნალო კურსით, რათა თავი ავარიდოთ ქირურგიულ ჩარევას. ბევრი მოსულა ყავარჯნებით და წასულა თავისი ფეხით, მინდა რაც შეიძლება ბევრი ადამიანი განვკურნო

ერთადერთი საშუალება რითიც ვმკურნალობ ჩემი ხელებია, ყოველგვარი ნემსისა და ზედმეტი პრეპარატის გარეშე…

არადა ეს პროცედურა ფაქტობრივად მშრალი ოპერაციის ტოლფასია. რადგან ჩემთან პაციენტები ძირითადად რთული მდგომარეობით მოდიან.

ამ კურსის შემდეგ ორი დღე შეიძლება დისკომფორტის განცდა ჰქონდეს. ადაპტაცია სჭირდება, უნდა შეეგუოს ორგანიზმი. ამდენი წლის ნაგროვები უცებ არ გაქრება. ხერხემალს რომ პოზიცია შეეცვალა ის თავის კვალს დატოვებს. მაგრამ რამდენიმე დღეში ეს დისკომფორტი ქრება.

 -ვისთვის არის ეს კურსი განკუთვნილი?

-კურსი, რომელიც არის სამკურანლო, არამარტო დაავადბეული ადამიანებისთვისაა არამედ მათვის ვისაც არ აქვს ეს პრობლემა.

მაგალითად: კომპიუტერთან დიდი ხნით ჯდომის შედეგად მიღებული პრობლემა გახლდათ. ამ სახის დაძაბული სამუშაო გრაფიკი, დროთა განმავლობაში ოსტრეოქონდროზს იწვევს. ორგანიზმის დაძაბულობისას, სისხლის მოძრაობა შესაბამისად არ ვითარდება და შედეგად სხვადასხვა სახის პრობლემები წარმოიქმნება. ასე რომ არ მოხდეს წელიწადში ერთხელ, სამდღიანი კურსის ჩატარება აუცილებელია. ამით სხეულს დიდ საჩუქარს გაუკეთებ. წელიწადში სამი დღე, ნახევარი საათი.

პაციენტებს კი 15 წლიდან შეუძლიათ მომმართონ და ასევე გამონაკლისი შემთხვევა როდესაც, ვერ ვშველი მხოლოდ მას, ვისაც ოპერაცია აქვს გაკეთებული. ამიტომ ჩემი პირველი და მთავარი შეკითხვა ოპერაციას უკავშირდება.

— რითი გამოარჩევთ თქვენსა და თქვენს პაციენტებს შორის ურთიერთობას?

[2]— აქ მოსული ადამიანი რაც არ უნდა გაუსაძლისი ტკივილით იყოს, ნახევარ საათში იღებს შედეგს. თუმცა, ჩვენი ურთიერთობა აქ მოსვლით და რამდენიმე შეხვედრით არ მთავრდება. წელიწადი, რომ გავიდეს ვუკავშირდები და ვკითხულობ, თუ რა მდგომარეობაშია.

ერთადერთი სურვილი მამოძრავებს, მინდა ჩემთან მძიმე მდგომარეობით მოსული ყველა ადამიანი დავაყენო ფეხზე.

„ადამიანს შევხედავ თუ არა იმ წამსვე ვხვდები თუ რა პრობლემა აქვს და რა აწუხებს. რენტგენი თვალებში მაქვს“- ხუმრობს

— სამკურნალო მასაჟის გარდა რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა?

— აქ ვიზიტის შემდეგ აუცილებელია ყველამ გაითვალისწინოს ის მითითებები, რომელსაც მივცემ და 5-6 თვის განმავლობაში აუცილებლად გააკეთოს ის რასაც ვეტყვი, თუ უნდა, რომ  შედეგი, რომელიც აქ მიიღო ცხოვრების ბოლომდე გაყვეს.

მძიმე არ უნდა ასწიოს,

თბილად უნდა ჩაიცვას,

ფეხი არ უნდა გაუცივდეს,

აბაზანის შემდეგ ქარში არ უნდა გავიდეს…

ერთი სიტყვით თავს უნდა მოუფრთხილდეს.

ქართველი კაცი ამ მხრივ ძალიან უცნაურია, ცოტათი შვებას ნახავს თუ არა ძველი ტკივილი ავიწყდება და ზემოთ ჩამოთვლილს არ ითვალისწინებს.

— რამ მიგაღებინათ გადაწყვეტილება რომ ექიმი გამხდარიყავით?

— ასე 7-8 წლის ვიქნებოდი ალბათ, ბებია ჩაწოლილი იყო და ძალიან სწუხდა, ექიმის მოსაყვანად გამიშვეს, რომ მივედი ექიმმა მითხრა, დღეს არ მცალიაო…

ეს ძალიან განვიცადე, ატირებული მივედი სახლში, მაგრამ ცრემლები დავმალე და ოთახში ისე შევედი.

ბებიამ მკითხა, რა ქენი ექიმი არ მომიყვანეო?

-ექიმი, არ იყო-მეთქი, ვუთხარი,

-ვაიი, არ დამადგა საშელიო…

მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ექიმი ვიქნებოდი და მოხუცებს აუცილებლად ვუშველიდი…

იმედი მაქვს ბევრისთვის საინტერესო თემაზე ვისაუბრე,

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ

ბატონ თემურს  568 708016

Temur Iremadze — სამკურნალო მასაჟი

 

ნანახია:(27903)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/10/tem.jpg
  2. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/10/dd111.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/adamians-shevxedav-tu-aa-m-wve/