„ადამიანისთვის ყველაზე რთული საკუთარ თავთან დარჩენის გაძლებაა“ — გიორგი კეკელიძე

„სოფელი ბადებს ოცნებას. წასვლის და გამარჯვების სურვილს. როცა იქ ცხოვრობ, დამარცხებულად დაბადებული გგონია თავი. ვალინკის გადანაჭერი იცით? ეს არის კალოშად ქცეული ვალინკა (გვახსოვს ქართული შესატყვისებიც, უბრალოდ აქ და ახლა, რატომღაც არ უხდება). ეს გადანაჭერი ტალახმიცხებულია. არასდროს რეცხავენ. ჩაიცვამ და გახვალ შარაზე, წუხელმანქანაგავლილ შარაზე. ნაბორბრალში ჩამდგარი გუბე რომ ცას ირეკლავს — ეგ არის სოფელი.
ადამიანისთვის ყველაზე რთული სიმშვიდის გაძლებაა, საკუთარ თავთან დარჩენის გაძლება. ამიტომაც გვიყვარს შორიდან სოფელი, ვაქებთ და ,,აუ, რა ჯობიას’’ გავიძახით. იშვიათია სოფლით ბედნიერი ადამიანი. სიმშვიდის გამძლები ადამიანი. ასეთი ადამიანი სახეზე იცნობა. ოღონდ მოყოლა ვერ გაწვდება მათ სახეს — უნდა ნახო“.
გიორგი კეკელიძე
#გურულიდღიურები წიგნი მეორე
ნანახია:(97)-ჯერ
Comments
Related Articles
სიყვარული ბოტანიკურ ბაღში
თბილისის ბოტანიკურ ბაღში დღეს ფოტო გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბაღში გადაღებული სამოცდაათამდე ფოტო მასალა, რომელიც სიყვარულის თემაზე გადაიღო მოყვარულმა და
«ფანARTი» ახალგაზრდა მხატვრებსა და მოქანდაკეებს მასპინძლობს
ფესტივალ „ფანARTის“ მეორე დღე დამწყებ მხატვრებთან და მოქანდაკეებთან ერთად გაგრძელდა. ნამუშევრები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში იყო გამოფენილი. ფერწერული ტილოებით დამთვალიერებლის
ქართველი მხატვრები ლონდონში
20 დეკემბერს ლონდონის ”ნოლიას» გალერეაში, ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. გამოფენა დავით მეფრესკეს ორგანიზებით იმართება. რომელმაც