ადამიანის არჩევანი 7 საფეხურის მიხედვით | Jolo.ge


ადამიანის არჩევანი 7 საფეხურის მიხედვით

ადამიანის არჩევანი 7 საფეხურის მიხედვით

შამანები ამბობენ, რომ ყოველი ადამიანი ცხოვრების მეგზურსა და პარტნიორს ირჩევს 7 საფეხურის მიხედვით.

ყველაზე პრიმიტიული საფეხურია-გადარჩენა: ვიღაც, ვის ერთადაც ჩვენ გვიადვილდება არსებობა და ოჯახის უსაფრთხოების შენარჩუნება. ამ დონეზე ბევრი წყვილი დაეშვება ხოლმე, მათი სიყვარული ფერმკრთალდება, ერთმანეთის მიმართ ინტერესი ქრება, ისინი მხოლოდ შვილების გამო ცხოვრობენ ერთად.

მეორე დონე- ვნება. ასეთი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს, ვინც სექსუალურად გვიზიდავს.

მესამე დონე-საერთო ინტერესები. ეს არის ადამიანი, რომელთანაც არა მხოლოდ სექსი მოგვწონს, არამედ გვაქვს საერთო ინტერესები და საერთო ღირებულებები, თუნდაც მატერიალური დაინტერესება.

მეოთხე დონე-გრძნობები. ეს არის წყვილი, რომელიც იქმნება გულის კარნახით, ან როგორც ისინი თავად უწოდებენ ამას- სიყვარულით. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მსგავსი ურთიერთობა არის ყველაზე ამაღლებული და ბოლო საფეხური, თუმცა ეს ასე არ არის.

მეხუთე დონე-ერთობლივი გამოხატვა. ასეთ ურთიერთობებში ორი ადამიანი არა მხოლოდ შეყვარებულია ერთმანეთზე, არამედ მათ აქვთ უნარი დაკავდნენ საერთო საქმით, შექმნან ხელოვნება, გამოხატონ საკუთარი თავი.

მეექვსე დონე-განვითარება. ეს არის საერთო გზა. ყველა ჩვენგანს აქვს საკუთარი გზა და ცხოვრებისეული დანიშნულება. როდესაც ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, რომელთანაც გვაქვს საერთო ცხოვრებისეული ამოცანები და მასთან ერთად ამოვხსნით მათ, ეს კიდევ უფრო ამარტივებს ცხოვრებისეული გაკვეთილების გააზრებას.

მეშვიდე დონე -ეს არის სულიერი დონე. ხდება სულიერ დონეზე გაერთიანება. როგორც უძველესი გამოთქმა ამბობს : „არ არსებობენ მტრები და მეგობრები, არსებობენ მხოლოდ მასწავლებლები.“ როდესაც ჩვენთვის ცხადი ხდება ყველა ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში არსებული ნებისმიერი ურთიერთობისგან მივიღეთ, გული გვევსება უდიდესი მადლიერებით ყველა იმ პარტნიორისა და ურთიერთობის მიმართ, ვინც ჩვენი ცხოვრების მონაწილე იყო.

თარგმნა მარიკა გეგიძემ.

ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი

ნანახია:(506)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რას გვაძლევს საკუთარი თავის გამხნევება

ადამიანები არ არიან მიჩვეულნი საკუთარი თავის გამხნევებას. გაცილებით ადვილია იწუწუნო, მსხვერპლის როლში იყო და ამ დროს სხვებმა გადაგისვან თავზე ხელი, დაგიყვავონ ,


„ეს არის ის ატმოსფერო, რომელიც იქმნება მისი თანდასწრებით“…

ერთხელ, ბრძენს ჰკითხეს: — როგორ უნდა ამოიცნო კეთილი ადამიანი? — ეს არ არის რასაც ის ამბობს და არც ის რაც


ეს მასალა დააინტერესებს მათ, ვისაც სურს, რომ მისი ცხოვრება ნათელი და სიკეთის მომტანი გახდეს

პოზიტიური აზროვნება  წარმოადგენს ადამიანის მიერ სამყაროს აღქმისადმი დადებით მიდგომას, რომელიც ვლინდება ფაქტის, მოვლენის, საკუთარი თავის, მთლიანად ცხოვრების  მიმართ პირად მოსაზრებასა 


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<