«ადამიანი ზუსტად იმდენს გატკენს, და ზუსტად იმდენ შეურაცხყოფას მოგაყენებს, რამდენის უფლებასაც თავად მისცემ» | Jolo.ge


«ადამიანი ზუსტად იმდენს გატკენს, და ზუსტად იმდენ შეურაცხყოფას მოგაყენებს, რამდენის უფლებასაც თავად მისცემ»

«ადამიანი ზუსტად იმდენს გატკენს, და ზუსტად იმდენ შეურაცხყოფას მოგაყენებს, რამდენის უფლებასაც თავად მისცემ»

ალბათ ყველა იცნობს ამ ქალს და მის პერფომანსებს. მისი ყველაზე ცნობილი პერფომანსი იყო «რიტმი 0», სადაც ყველა ადამიანს ჰქონდა უფლება, მოქცეოდნენ ისე, როგორც მათ სურდათ. მაგიდაზე იდო 72 ნივთი, რომელიც განაწილებული იყო 2 ჯგუფად: «სიამოვნების» და «ნგრევის» და თითოეულს ეწერა «მე – ნივთი ვარ და საკუთარ თავზე ვიღებ მთელ პასუხისმგებლობას.»

პერფომანსი გრძელდებოდა 6 საათის მანძილზე.

როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცა «გონიერი» ადამიანი, რომელმაც გააცნობიერა, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა, და რომლის გამოც არ დაისჯებოდა? დედამიწაზე არ არსებობს ისეთი არსება ან ცხოველი, რომელსაც შევადარებდი მას.

არტ-კრიტიკოსი ტომას მაკევილეი, რომელიც აქციას ესწრებოდა მოგვიანებით იხსენებდა: „ყველაფერი მსუბუქად დაიწყო. ვიღაცამ მხოლოდ შეაბრუნა აბრამოვიჩი, ვიღაცამ ხელი აუწია, ვიღაც კი, ინტიმურ ადგილებზე შეეხო, მერე სიტუაცია საგრძნობლად დამძიმდა. სამი საათის შემდეგ, სამართებლით ტანსაცმელი გაუჭრეს, ოთხ საათში კი, მის კანსაც შეახეს და აბრამოჩი სექსუალური ძალადობისთვის მოემზადა. ის ისე იყო გატაცებული იდეით, რომ ალბათ გაუპატიურების ან მოკვლის საფრთხის წინაშეც არავის გაუწევდა წინააღმდეგობას“.

ექვსი საათის შემდეგ აბრამოვიჩმა შოუს მონაწილეებს შორის გაიარა, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ თვალის მორიდებას. აბრამოვიჩის განცხადებით, არავის არ სურდა მასთან კონფლიქტი და მითუმეტეს არ უნდოდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, „ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ადამიანები ცდილობდნენ დაევიწყებინათ, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს“.

„შოუმ ადამიანის ყველაზე ცუდი მხარე გამოაშკარავა და აჩვენა, რომ ნებისმიერი მზადაა მოგაყენოს ტკივილი. მეტიც, წარმოდგენამ დაამტკიცა, თუ რამდენად მარტივია იმის დამცირება, ვინც არც იბრძვის და არც თავს იცავს. ყველაზე შემზარავი კი, იმის გაცნობიერებაა, რომ ნებისმიერ „ნორმალურ“ ადამიანს შეუძლია იქცეს მოძალადედ თუ ამის შანსი მიეცა“.

აქედან დასკვნა: ადამიანი ზუსტად იმდენს გატკენს, და ზუსტად იმდენ შეურაცხყოფას მოგაყენებს, რამდენის უფლებასაც თავად მისცემ.

წყარო: EM MA

ნანახია:(545)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

4 გზა შიშის დასაძლევად

გინდათ გააკეთოთ რაღაც და ხვდებით, რომ არის რამდენიმე ფაქტორი, რაც გაშინებთ. რისკი ყოველთვის არის დაკავშირებული შიშთან, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც


ვინ რამდენი წყალი უნდა დალიოს — მოხერხებული და მარტივი ცხრილი

წყალი ორგანიზმისთვის იგივეა, რაც ავტომობილისთვის ბენზინი. როგორც კი ორგანიზმში წყლის რაოდენობა იკლებს და კრიტიკულ ზღვარს აღწევს, მაშინვე წითელი ნათურა ინთება:


«გიყვარდეს ის, ვინც გირჩევს და არა ის, ვინც გაქებს»_ ონორე დე ბალზაკი

1)რა არის სიგიჟე, თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე? 2)გული ყველაზე კარგი წინამძღოლია. 3)საზოგადოებრივი აზრი? — ეს ხომ ყოველ მეძავ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*