ადამიანი წარმოადგენს იმას, რითაც იკვებება … | Jolo.ge


ადამიანი წარმოადგენს იმას, რითაც იკვებება …

ადამიანი წარმოადგენს იმას, რითაც იკვებება …

ჯანსაღი კვების აუცილებლობა ცალსახაა. მრავალი პროფესიონალის მიერ კვება განიხილება, როგორც უმთავრესი ფაქტორი ადამიანის ორგანიზმის პოზიტიური თუ ნეგატიური ფუნქციონირებისთვის.

როგორც ინტელექტუალურად, ასავე, ფიზიკურად – ადამიანი წარმოადგენს იმას, რითაც იკვებება… შესაბამისად, არაჯანსაღი კვება გვაძლევს არაჯანსაღ ორგანიზმს.

ცნობილია, რომ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული წნევის, კუჭის და დიაბეტის პრობლემა, სხვა მრავალი დაავადების გვერდით. საჭმლის მომნელებელი სისტემა ორგანიზმის კვებისა და განვითარების მთავარ ბერკეტს წარმოადგენს, თუმცა, საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანი ზრუნავს კვების რაციონის დოზირებაზე, გრაფიკსა და შემადგენლობაზე და თუ ზრუნავს – ამა თუ იმ დაავადებისგან გამოწვეული კვებითი საჭიროებიდან გამომდინარე..

შეგიძლიათ დაიბრუნოთ ყველაფერი – ფინანსური თუ საზოგადოებრივი მდგომარეობა და განათლების მიღებაც არასდროსაა გვიანი, თუმცა, თუ თქვენ არ ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე, არ ფიქრობთ იმაზე, თუ რა ხარისხისა თუ შემადგენლობის კერძებით გამოკვებავთ თქვენს ორგანიზმს, არასწორი კვებისგან მიყენებულ ზიანს ვეღარ მოიშორებთ.

ხანდახან ორგანიზმი თვითონ გვიბიძგებს საჭირო ნივთიერებების შემცველი პროდუქტების მიღებისკენ, თუმცა, საჭიროა შესაბამისი გამოკვლევა, რაც დაგვეხმარება ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებების ნაკლებობისა თუ სიჭარბის დადგენაში. თითოეული ადამიანის რაციონი სწორედ ინდივიდუალურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაყრდნობით უნდა შედგეს.

ნანახია:(137)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნატურალური სასმელი ლამაზი და სწორი მუცლისთვის

ზედმეტი ცხიმის მოცილება მუცლის არედან ყველა ქალის სურვილია. როგორც წესი, ეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ზონაა და ქალბატონების მცდელობა, ხშირ შემთხვევაში,


ქალი და ბიოლოგიური საათი — რა გვიმატებს და რა გვიკლებს ასაკს?

მოწევა, სტრესები და მკაცრი დიეტები ნაადრევ სიბერეს იწვევს. სპორტი და სწორი კვება კი პირიქით, ადამიანს აახალგაზრდავებს. გამოკვლევის მიხედვით, ადამიანს შეუძლია


ჩვენ გვაქვს პრეტენზია ჯანსაღ პროდუქციაზე

👆დღეს რამოდენიმე გამოხმაურება იყო იმის თაობაზე, რომ გოგრა ერთერთ მაღაზიაში 30 თეთრი ღირს და თქვენთან რატომ ღირს 1.5ლარიო. არასოდეს არ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<