„ადამიანი სიკეთისთვის გაჩენილი ქმნილება მგონია” | Jolo.ge


„ადამიანი სიკეთისთვის გაჩენილი ქმნილება მგონია”

„ადამიანი სიკეთისთვის გაჩენილი ქმნილება მგონია”

მთავარი პრობლემა იმაშია თეი, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ადამიანს ვიცნობ, რამდენისგან ღალატი მიგემია, რამდენს გავუყიდივარ, თუ ასე შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა, დღემდე ვინც მიღიმის და თბილად მესაუბრება ყველა ჩემიანი მგონია. რატომღაც ვფიქრობ, რომ როგორც მე ვიღებ მათ, ისე არიან ისინიც.

 

ზოგადად, ადამიანი სიკეთისთვის გაჩენილი ქმნილება მგონია, რომელსაც უჭირს მოძებნოს საკუთარი გზა და სიბოროტეს მხოლოდ შინაგანად არეულ მდგომარეობაში ყოფნის დროს აკეთებს. ამასაც ქვეცნობიერად, თორემ ისე ვერ იკადრებს… აქვე ვხვდები, რომ ეს მხოლოდ ბოდვაა და მეტი არაფერი, მაგრამ არ მინდა დაჯერება სიბოროტის…
ზოგჯერ იმდენად მარტო ვარ მთელ სამყაროში, მიფიქრია იქნებ ამის გამოა ასეთი ჩემი დამოკიდებულება სხვების მიმართ, რომ გულისთვის მემეტება ყველა და მეტი არაფრისთვის. ვიცი როგორც სრულდება ხშირ შემთხვევაში ყველაფერი, მაგრამ მიღირს.. დამიჯერე მიღირს ტკივილი, თუნდაც იმ ერთი წამის ბედნიერებად რომელსაც სხვისგან ვიღებ.

 

მითამაშია კიდეც ურთიერთობაში მხოლოდ იმიტომ რომ თუნდაც ყალბი სითბო დამემსახურებინა სხვისგან… ერთადერთი არასდროს მითამაშია — სიყვარული. არასდროს მითქვამს მიყვარხარ, თუ მართლა არ მიყვარდა, მაგრამ სიყვარულსაც არ აქვს ფასი, თუკი მხოლოდ შენ გულში ცხოვრობს ის სხვა, რომლის გულშიც შენ ვერაფრით შეძელი ბინის დადება…
ზოგადად ცალმხრივი არაფერი ვარგა.
გზებიც უინტერესოა ცალმხრივი.
შენ მიდიხარ და შენსკენ არავინ მოდის…

 

 

ნიკა ნორიელი

ნანახია:(129)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„რა გინდათ თქვენ?“ …

ვიცხოვრებდი ოკეანის ნაპირზე, მოთეთრო-მოყვითალო ქვიშაზე ლამაზად დასკუპებულ თეთრ, მსუბუქ, შემინულ სახლში… ჩემი საძინებლის აივნიდან გადავხედავდი მზის ჩასვლას და მოვუსმენდი ოკეანის


რაჭის მადლი

ფეხითაც რომ მომიწიოს, მაინც წავალ,მიწის მადლი რაჭამ ისე მაგრძნობინა, გეფიცებით, ჩაქაფულს და კაი მწვადსაც მირჩევნია ჩემი რაჭის კარტოფილა… გული ბევრჯერ


,,ქრისტეშობა»

დეკემბრის ღამეს, ცაზე ნებივრად, მთვარეც ყოფილა დედიშობილა, მაგრამ ის არვის გახსენებია, რადგან მიწაზე ღმერთი შობილა… ზეცამ ღვთისმშობლის ფერით მოცულმა ღამე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<