„ადამიანი იბადება ბედნიერების კოდით, მთავარია მიაგნო ამ კოდის გასაღებს“… | Jolo.ge


„ადამიანი იბადება ბედნიერების კოდით, მთავარია მიაგნო ამ კოდის გასაღებს“…

„ადამიანი იბადება ბედნიერების კოდით, მთავარია მიაგნო ამ კოდის გასაღებს“…

შენ არ უნდა იფიქრო მუდმივად იმაზე, რისგანაც გინდა გათავისუფლდე, ეს ნეგატიური მიმართულებაა ფიქრისა. 
შენ უნდა იფიქრო იმაზე, რა გინდა, რა გჭირდება, რა გაგახარებს და რა გაგაბედნიერებს ისე, რომ სხვა არ დაზარალდეს.

ძლიერ, გონიერ, პრაქტიკულ, მშვიდ, კეთილ და წინდახედულ ადამიანს თავად შეუძლია მართოს თავისი ბედი. იმისათვის რომ ბედნიერი იყო, ჯერ მწარე რეალობას უნდა გაუსწორო თვალი, სწორად შეაფასო საკუთარი თავი და ზუსტად უნდა მიხვდე რა არის საჭირო შენი ცხოვრებისთვის, რა გაგაბედნიერებს, ამის შემდეგ დაიწყება შენი აღმავლობა.

არასოდეს იფიქროთ, რომ დიდი ფული და ქონება გაგაბედნიერებთ. ჯერ არ დაბადებულა დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც დიდი ფული იშოვა და ბედნიერია.

ბედნიერება სულიერებაშია, ბედნიერება ჩვენშია, ადამიანი იბადება ბედნიერების კოდით, მთავარია მიაგნოთ ამ კოდის გასაღებს.

ერთ მდიდარ ოჯახს ვიცნობ, შვილი არ ყავდათ, ყველაფერი გააკეთეს, არ დატოვეს ექიმები, ექსტრასენსები და მკითხავები, არაფერი რომ არ გამოუვიდათ, ბავშვი აიყვანეს და გაზარდეს, ბედნიერად ცხოვრობდნენ თვრამეტი წელი, ახლაც ვერ ხვდებიან, სად რა შეცდომა დაუშვეს, ხუთი წელია ჯოჯოხეთში ცხოვრობენ და სიკვდილს ნატრობენ.
ეს იმას არ ნიშნევს, ბავში აღარ იშვილო, მაგრამ პასუხისმგებლობა, რომელსაც შენ აიღე, ბოლომდე დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენი გადაწყვეტილება სწორი და მართებულია.

შენი სხეული შენი აზროვნების პროდუქტია.
აზროვნებ სწორად, ცხოვრობ სწორად, მოქმედებ სწორად, ფიქრობ სწორად, ხარ კეთილი, არავის ერჩი, სხვისი ჯიბრით არ გინდა ბედნიერება, ხარ პოზიტიური და ფიქრობ, ვის როგორ დაეხმარო შეძლებისდაგვარად, მაშინ შენ ბედნიერიც ხარ და ჯანმრთელი.
სისხლხორციელად იცოდე შვილი შენი სხეულის ნაწილია.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(619)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

არ არსებობს დაბრკოლება, თუ ზუსტად იცი რა გინდა!

…ამინდი შესაძლოა იყოს დაბრკოლება???? ნუ, თუ ჯომოლუნგმას თოვლიან მთებში ხართ და ქარბუქისაგან ხილვადობა და გადაადგილებაა გაძნელებული — ალბათ კი… მახსოვს


„იყავით ბედნიერი დღეს “- ხათუნა მუზაშვილი

…ბათუმში, რედისონის უკან, ნაგვის ბუნკერების გადასწვრივ, ნანგრევებში ერთი კაცი ცხოვრობს…. …ისე, ცხოვრობს თუ ისვენებს ვერ გეტყვით, მაგრამ უკვე რამოდენიმე დღეა


კარგი ტანსაცმლის ფსიქოლოგია

თუ თქვენ წარმატების მიღწევა გინდათ, შეეცადეთ წარმატებულად გამოიყურებოდეთ! პირველ და ყველაზე მტკიცე წარმოდგენას ადამიანზე ტანსაცმელი ქმნის. იცოდით, რომ გაკოტრებულმა Napoleon


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*