ადამიანი… ბუმერანგი… თვითშეფასება… | Jolo.ge


ადამიანი… ბუმერანგი… თვითშეფასება…

ადამიანი… ბუმერანგი… თვითშეფასება…

ოხ, როგორ ავიწყდებათ ადამიანებს წარსული. როგორ ავიწყდებათ რა გამოიარეს, როგორ ავიწყდებათ საიდან მოდიან, ავიწყდებათ რა დღეში იყვნენ.

ადამიანს, რომ თავისი წარსული ახსოვდეს, ღმერთი წამდეს და კაცთმოყვარე იყოს, არასოდეს მოიქცევა ისე ცუდად, როგორც იქცევა. გამონაკლისი არსებობს.

ადამიანი რომ დაიტანჯება, მაშინ ხვდება ბედნიერების ფასს.

ადამიანი რომ ფორიაქობს, მაშინ ხვდება სიმშვიდის ფასს.

ადამიანს რომ უღალატებენ, მაშინ ხვდება ერთგულების ფასს.

თუ ადამიანი საკუთარ თავს ვერ შეაფასებს ობიექტურად, ის სხვის ფასს ვერასოდეს გაიგებს.

რთულია თვითშეფასება. ზოგს გონია შეუფასებელია, ზოგი ფიქრობს დაუფასებელია.

ადმიანი ავად რომ გახდება, მაშინ ხვდება ჯანმრთელობის ფასს.

თუ ადამიანი უღირსად გექცევა, დროებით მაინც უნდა დატოვო, რომ მიხვდეს შენ ფასს.

ადამიანებმა რომ საკუთარი თავის ფასი იცოდნენ, შეურაცხოფას არ მიაყენებენ და გულს არ ატკენენ ერთმანეთს.

ადამიანის განვლილი ცხოვრება განსაზღვრავს მის ფასს. როგორ იცხოვრა, ვისთვის იცხოვრა და რატომ.

მხოლოდ სიბერეში აფასებენ ახალგაზრდობას.

სენი, რომელიც ვერაფერმა შეცვალა: როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ის შეუცვლელია და მუდამ იქნება.

თანამდებობის პირი — დროებით ბედნიერი.
მისი მომავალი: ადამიანი — კუდამოძუებული.

მხოლოდ მომაკვდავი იგებს სიცოცხლის ფასს.

და მაინც… ზოგიერთი ისე წავა ამ ქვეყვიდან, ვერაფრის ფასს ვერ გაიგებს.

კუზიანს ვერც სამარე გაასწორებს.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(388)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„შინაგან სიმშვიდეს ქარიშხლების დამორჩილება შეუძლია“ — რამაზ გიგაური

„თუ თქვენში სიმშვიდე გარედან შემოვიდა — მაშინ ის დღეს თუ ხვალ დაგტოვებთ. თქვენი სიმშვიდე თქვენში უნდა აღმოცენდეს — თქვენს გულში,


„ეს რაღაც უნდა გინდოდეთ არა ფარულად, არამედ ღიად და გაბედულად!“

ნებისმიერი რამ რაც გინდათ, რომ ცხოვრებაში გქონდეთ, გექნებათ! ოღონდ არ დაუშვათ, რომ: * ამას არ იმსახურებთ; * ამის ფული არასდროს


შეწყვიტეთ ბოდიშები და იბრძოლეთ წარმატებისთვის!

რა გაწუხებთ? ყველაფერი, მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო, ის, რაც გამაღიზიანებელია. კარგავთ დროს, საკუთარ მარცხში ადანაშაულებთ სხვებს, ხანდახან ზარმაცობთ, ვერ აღწევთ მიზანს… რა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<