fbpx

„ადამიანი ამას ანგარებით თუ გააკეთებს, ვერ მიხვდება – რატომ იყენებენ მას სხვები“

ავტორი ჟოლო
761 ნახვა

„ადამიანები — ემოციური არსებები ვართ. ჩვენ გვსურს იმ ადამიანებთან ყოფნა, ვინც ბედნიერების განცდას გვჩუქნის“ – რობინ შარმა

სხვანაირად, რა აზრი აქვს სიცოცხლეს?
ამ ემოციებს შემოაქვს ფერები, ალამაზებს, ახარებს, გვახარებს და სიცოცხლეც მშვენიერია!

სიცოცხლე ხომ უკვე სასწაულია…

ნეგატივი ისედაც არსებობს და იარსებებს, მაგრამ ჩვენ რაში გვჭირდება მისი გამრავლება? ისინი ხომ, მხოლოდ იმიტომ არსებობენ – ვისწავლოთ მათი პოზიტივში ტრანსფორმირება. რაც ცხოვრებას აზრს შესძენს და მოგვცემს სისავსის შეგრძნებას. მიგვიყვანს მთავართან… რათა, შევიცნოთ, შევწვდეთ, დავეწაფოთ პირველწყაროს და მთლიანობის შეგრძნებით ვაშენოთ, ვქმნათ, ვიხაროთ და ვახაროთ…

სითბოს გაცემა არ ხდება სამაგიეროს მოლოდინის რეჟიმში. ადამიანი ამას ანგარებით თუ გააკეთებს, ვერ მიხვდება – რატომ იყენებენ მას სხვები. მთავარი ის კი არ არის რას ვაკეთებთ, არამედ რას განვიცდით. მთავარი შინაგანი მდგომარეობაა. ყველა იმას გასცემს რაც აქვს მეტობაში და ეს ბუნებრივია რომ გვიბრუნდება გაასმაგებული ფორმით…

სიყვარულით,
დანიშნულების და ურთიერთობების ქოუჩი თამარ კვარაცხელია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment