ადამიანებს ავიწყდებათ რა ტკივილი გადაიტანეს, როცა დაუფიქრებლად იმოქმედეს და ილაპარაკეს

by admin | Декабрь 26, 2017 13:19

ადამიანებმა სინამდვილეში არ იციან რა არის მათთვის კარგი.

მათი ყველა გაუაზრებელი სურვილი და ქმედება კრახით მთავრდება. მერე იწყება წამება, დარდი, ტანჯვა და სინანული.

დრო გადის და იგივეს სჩადიან, ისევ გაუაზრებლად, და ასე წრეზე ტრიალებს უგნური ადამიანი.

მათ მხოლოდ ის უნდათ, რასაც გული და გონება კარნახობს.

ისინი არ უფიქრდებიან, არ იაზრებენ, წინ არ იყურებიან, რა შედეგი მოჰყვება მათ სურვილს, ნდომას და ქმედებას.

ადამიანებს ავიწყდებათ რა ტკივილი გადაიტანეს, როცა დაუფიქრებლად იმოქმედეს და ილაპარაკეს.

მე მინახავს ამაყი, პატივმოყვარე, ხიბლში ჩავარდნილი ადამიანის დაცემა. მინახავს გაუბედურებული, შელახული და დაკნინებული. მინახავს მისი საწყალი და მორცხვად მომზირალი თვალები.

ისიც ვნახე — დრო რომ გავიდა, ყველაფერი დაივიწყა.

დაივიწყა, როგორ რცხვენოდა გამოსვლა საზოგადოებაში, როგორი მიუღებელი და დამცირებულ იყო.

მერე… მერე წამოდგა, უფრო სწორად კი არ წამოდგა წამოიპარა, გაიმართა, გაძლიერდა და ისევ გადიდგულდა.

დადის ახლა მხრებ გაშლილი, წარსულ დავიწყებული, განახლებულ ხიბლში ჩავარდნილი უკეთური მსხვერპლი, დადის და გონია ზენიტშია. განცხრომაშია.

ისევ ტაშს უკრავენ, როგორც ძველად დაცემის წინ.

სად არიან ამ დროს მეგობრები?

,,მეგობრები» აპლოდისმენტებით ამკობენ.

ძალიან ხმამაღლა შეძახილებით ,,ამაგრებენ»

ისეთი ხმამაღალი შეძახილებით, რომ ვერ გაეგოს ნამდვილი კეთილი რჩევა და ვერ დაინახოს საფრთხე.

ის დასაცემად იყო გამზადებული.

ხედავდნენ და არ ეუბნებოდნენ.

რომც ეთქვათ, არ დაიჯერებდა.

ის ისევ დაეცა.

გიორგი ჯაჯანიძე[1]

ნანახია:(172)-ჯერ


Endnotes:
  1. გიორგი ჯაჯანიძე: https://www.facebook.com/profile.php?id=1491296316&fref=ts

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/adamianebs-aviwkdebat-ra-tkivili/