ადამიანებს ავიწყდებათ რა ტკივილი გადაიტანეს, როცა დაუფიქრებლად იმოქმედეს და ილაპარაკეს | Jolo.ge


ადამიანებს ავიწყდებათ რა ტკივილი გადაიტანეს, როცა დაუფიქრებლად იმოქმედეს და ილაპარაკეს

ადამიანებს ავიწყდებათ რა ტკივილი გადაიტანეს, როცა დაუფიქრებლად იმოქმედეს და ილაპარაკეს

ადამიანებმა სინამდვილეში არ იციან რა არის მათთვის კარგი.

მათი ყველა გაუაზრებელი სურვილი და ქმედება კრახით მთავრდება. მერე იწყება წამება, დარდი, ტანჯვა და სინანული.

დრო გადის და იგივეს სჩადიან, ისევ გაუაზრებლად, და ასე წრეზე ტრიალებს უგნური ადამიანი.

მათ მხოლოდ ის უნდათ, რასაც გული და გონება კარნახობს.

ისინი არ უფიქრდებიან, არ იაზრებენ, წინ არ იყურებიან, რა შედეგი მოჰყვება მათ სურვილს, ნდომას და ქმედებას.

ადამიანებს ავიწყდებათ რა ტკივილი გადაიტანეს, როცა დაუფიქრებლად იმოქმედეს და ილაპარაკეს.

მე მინახავს ამაყი, პატივმოყვარე, ხიბლში ჩავარდნილი ადამიანის დაცემა. მინახავს გაუბედურებული, შელახული და დაკნინებული. მინახავს მისი საწყალი და მორცხვად მომზირალი თვალები.

ისიც ვნახე — დრო რომ გავიდა, ყველაფერი დაივიწყა.

დაივიწყა, როგორ რცხვენოდა გამოსვლა საზოგადოებაში, როგორი მიუღებელი და დამცირებულ იყო.

მერე… მერე წამოდგა, უფრო სწორად კი არ წამოდგა წამოიპარა, გაიმართა, გაძლიერდა და ისევ გადიდგულდა.

დადის ახლა მხრებ გაშლილი, წარსულ დავიწყებული, განახლებულ ხიბლში ჩავარდნილი უკეთური მსხვერპლი, დადის და გონია ზენიტშია. განცხრომაშია.

ისევ ტაშს უკრავენ, როგორც ძველად დაცემის წინ.

სად არიან ამ დროს მეგობრები?

,,მეგობრები» აპლოდისმენტებით ამკობენ.

ძალიან ხმამაღლა შეძახილებით ,,ამაგრებენ»

ისეთი ხმამაღალი შეძახილებით, რომ ვერ გაეგოს ნამდვილი კეთილი რჩევა და ვერ დაინახოს საფრთხე.

ის დასაცემად იყო გამზადებული.

ხედავდნენ და არ ეუბნებოდნენ.

რომც ეთქვათ, არ დაიჯერებდა.

ის ისევ დაეცა.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(173)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

როგორ ვიპოვოთ საკუთარი მოწოდება?

დღევანდელი ჩვენი პოსტი, წმინდა ილია მართლის სიტყვებით მინდა დავიწყო: «ამ წუთისოფელში ადამიანს ბევრი და მრავალი სახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორც


ნეიროიმპულსური თერაპია – განკურნება მარტივი და ეფექტური მეთოდებით

ძველი ჩინური დაოსური ფსიქოენერგეტიკული სისტემების მიხედვით საქართველოში შეიქმნა საინტერესო მიმდინარეობა — «ნეიროიმპულსური თერაპია», რომელსაც აღმოსავლური გამაახალგაზრდავებელი პრაქტიკების სპეციალისტმა მამუკა მანგოშვილმა


რეცეპტები მათთვის, ვისაც ესაჭიროება რაიმეს სწრაფად  შესწავლა

სწრაფად სწავლის 14 ხერხი მნიშვნელობა არ აქვს გინდათ  უცხო ენას დაეუფლოთ სამ თვეში, თუ ჟონგლიორობა ისწავლოთ ორ დღეში, ეს არის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*