ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც შენ აღწევ იმას, რაზეც ისინი ოცნებობენ! | Jolo.ge


ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც შენ აღწევ იმას, რაზეც ისინი ოცნებობენ!

ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც შენ აღწევ იმას, რაზეც ისინი ოცნებობენ!

⚪არსებობს წარუმატებლობისა და წარმატების მახე.

წარუმატებლობის მახეა — როდესაც ადამიანი იკეტება საკუთარ ნაჭუჭში და შიშისა და ეჭვის პრიზმიდან უყურებს ყველაფერს.

წარმატების მახეა — როდესაც ადამიანი, პირველი შედეგის შემდეგ სიამაყის გვირგვინს იდგამს და თვითკმაყოფილების მოდუნებას მიეცემა.

ასე რომ: »stay hungry stay foolish.»

⚪უაზრობაა იკამათო, განსაჯო, ან აკეთო, ფასეულობების გარკვევის გარეშე. მხოლოდ საერთო ფასეულობების მქონე ადამიანებს შეუძლიათ ეფექტური ურთიერთქმედება. განსხვავებული ფასეულობების მქონე ადამიანები მხოლოდ მავნებელი მეგზურები იქნებიან ერთმანეთისთვის!

⚪დღეს უკვე უაზრობაა იყო კრეატიული, თუ არ შეგიძლია ამის გაყიდვა! დევიდ ოგილვი

⚪ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც შენ აღწევ იმას, რაზეც ისინი ოცნებობენ!

⚪საშინელებაა, როდესაც ცხოვრობ ინერციით. რთულია იურთიერთო ადამიანებთან, რომლებსაც არ შეუძლიათ ახსნან, რისთვის აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ.

⚪კრიზისი ბიზნესმენისთვის ყველაზე ნორმალური მდგომარეობაა. თუ კრიზისები გაშინებს — აჯობებს რაიმე სხვა საქმიანობით დაკავდე.

⚪უნდა იწვებოდე და ტკივილების დაძლევით მიიწევდე მაღალ და მაღალ საფეხურებზე. პრობლემა — ჯილდოა და შენ შეგიძლია შეუქმნა საკუთარ თავს პრობლემები, რამეთუ ეს ჯილდოები ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია შენთვის. ადამიანები გარბიან “სწრაფადმოქმედი ასპირინისკენ” და ავტომატური რეფლექსია აქვთ სწრაფი შედეგებზე. არადა, გადახედე განვლილ გზას და აღმოაჩენ, რომ სწორედ შენს წარუმატებელ გზაშია წარმატების გასაღები, მთავარია გაახილო თვალი და გააცნობიერო, რომ გძინავს.

⚪ყველა დამნაშავეს ეძებს, რათა პასუხისმგებლობა მოიხსნას და სხვას გადააბაროს… და მხოლოდ ერთეულები ცხოვრობენ 100% პასუხისმგებლობის განცდით.

⚪ურთიერთობების ხარისხი, შობს კულტურის ხარისხს. ამაზე მეტყველებს არა თეატრებში და მუზეუმებში სიარული, არამედ ის, როგორც ჩვენ ვაწყობთ ურთიერთობებს ჩვენს პირველ კონტურთან. სამწუხაროდ ხშირად ეს ურთიერთობა უკულტუროა.

⚪ოჯახი — კულტურის განვითარების მთავარი პოლიგონია, ის ყველაზე რთულია და სწორედ ამიტომ არის ყველაზე ეფექტური, ხოლო ბიზნესი — ეს უკვე მომდევნო დონეა.

გიორგი თვალაძე

ნანახია:(276)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დაიცავი ოცდაოთხსაათიანი ინტერვალი

ცხრა წლის გიორგი გურჯიევს მამა გარდაეცვალა. სიკვდილის წინ მამამ შვილს უთხრა: – არაფერი გამაჩნია, რომ ანდერძად დაგიტოვო. მე ძალიან ღარიბი


არ დაკარგოთ დრო, გააკეთეთ ეს დაუყოვნებლივ ….

მზერა, რომელიც მიმართულია იმ ადამიანისკენ, რომელსაც განსაკუთრებულად ვეპრანჭები, რომელსაც თვალებით ვეუბნები, რომ მიყვარს, რომელმაც ყოველთვის იცის როგორ გამამხნევოს, როდის შემაქოს,


«ნამდვილი შიში — სიყვარულის წინაშე შიშია, რწმუნებულებების ერთადერთი მიზანია — ამის გაცნობიერებაში ხელი შეგვიშალოს…»

ბაირონ ქეითის «სამუშაო» ყველაზე ღრმად გვხსნის და ყველაზე სათუთად, ფაქიზად, უმტკივნეულოდ საკუთარ თავთან გვაბრუნებს, ილუზიებისგან გვათავისუფლებს და საკუთარ თავში ძალიან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*