… «ადამიანებო, ნუ კლავთ ცხელ გულს დუმილით, კომპლექსებით, ნუ ასამარებთ»… | Jolo.ge


… «ადამიანებო, ნუ კლავთ ცხელ გულს დუმილით, კომპლექსებით, ნუ ასამარებთ»…

… «ადამიანებო, ნუ კლავთ ცხელ გულს დუმილით, კომპლექსებით, ნუ ასამარებთ»…

დიდი ხნის წინ, ერთი ბიჭი მიყვარდა.. ვკვდებოდი და ვდნებოდი.. ჩემზე მუდო იყო, ისეთი მუდო, გაუცინარი და მუნჯი.. ლამაზი იყო ის ოხერი, თვალები ჰქონდა შავი და ძალიან ხშირი შავი წამწამები…

დაახლოებით მეექვსე კლასამდე ხმას ვერ ვცემდით ხოლმე ერთმანეთს, მერეც ცოტას ვლაპარაკობდით, ძირითადად სამეგობროსთან ერთად. ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და ყველაფერში უსიტყვოდ ვეხმარებოდი, მათემატიკის საკონტროლოს ვუწერდი, ჩემსას რომ მოვრჩებოდი…

სახლის გზა ნახევრად საერთო გვქონდა, ექსპერიმენტებს ვატარებდი ხოლმე, გვიან გავდიოდი კლასიდან, არ მახსოვს არ დამლოდებოდა ეზოში.. მაგრამ არასდროს არაფერი უთქვამს..

მეცხრე კლასის შემდეგ სკოლიდან გავიდა.. რაღაც რომ იყო მაშინ, კოლეჯში რომ გადადიოდნენ ხოლმე, აი ის თაობა ვარ მე. წავიდა ჩემი შავთვალა.. როცა გამახსენდებოდა, ან მის უბანში ჩავივლიდი, გულის ცახცახს ვერაფერს ვუხერხებდი.., თუმცა როგორღაც გადავიტანე და დავივწყე კიდეც…

ბოლო ზარზე და ბანკეტზე მოვიდა.. წინა დღით დამირეკა, მე გამოგივლიო. გამიკვირდა.. და გული მეტკინა, ვერაფერი ვიგრძენი, მნიშვნელობა დაჰკარგვოდა და გაუფერულებულიყო ის ბავშვობაში დარჩენილი მღელვარე და მუდო სიყვარული…

თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ და არასდროს არსად მინახავს, არც სოციალურ ქსელში მიძებნია.. თითქმის არ მაქვს კლასელებთან კონტაქტი.. გუშინ მიპოვა თვითონ და მომწერა…

აი, უბრალოდ ვზივარ, ვკითხულობ ამ ჩათს და არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო ადამიანს, რომელსაც 6 წლიდან ვუყვარდი თურმე და ვერასდროს შეძლო, ვერც 17-18 წლის ასაკში ამის თქმა.. ახლა, როცა ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა, დგას ეს ჩემი ბავშვური ოცნება და მიყვება, როგორ ძალიან უნდოდა და ბოლო ზარზე როგორ ვერ გამიბედა სიყვარულში გამოტყდომა.. ვიცინით ორივე და თან იმხელა სევდა სუფევს ამ ჩათში, გამოვიქეცი, თქვენთვის რომ მეამბნა…

ნუ შვრებით ხოლმე ადამიანებო, ნუ კლავთ ცხელ გულს დუმილით, კომლექსებით, ნუ ასამარებთ, არაფერი ქრება უკვალოდ სამყაროში…

ინანა

ნანახია:(6092)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რატომ უნდა დაკავდეთ სექსით დილით?

როგორ იწყება თქვენი დილა? ადამიანების უმრავლესობა დღეს ყავით იწყებს. ყავა გვაფხიზლებს და ენერგიას გვმატებს. თუმცა, დილის დაწყების უკეთესი ვერსიაც არსებობს.


»ალბათ, ამიტომაც მიყვარხარ და უშენობა არ გამომდის…»

როგორ განვსხვავდებით ერთმანეთისგან… შენ გინდა, უყვარდე… მე მინდა, მიყვარდეს… და მაინც, ორივეს სიყვარული გვინდა… როგორ არ ვგავართ ერთმანეთს… შენ სულ


ტყუილები, რომლებსაც მამაკაცები ხშირად გეუბნებიან…

მამაკაცებს ურთიერთობაში ხშირად ძალიან უჭირთ, რადგან მათთვის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა. ამის გამო ისინი ხშირად ამბობენ ტყუილს და შესაძლოა თქვენ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<