ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ცვლიან | Jolo.ge


ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ცვლიან

ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ცვლიან

…მჯერა, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის…და მოხდება ისე, რომ იტყვი: მანამდე და მის შემდეგ…

მხოლოდ მას უამბობ იმ ყველაფერს, რაც ჯერ არავისთვის გითქვამს, მას კი სულ უფრო და უფრო მეტად ენდომება გაიცნოს შენი სულის ყველა ნაწილი… სწორედ მას გაუზიარებ შენს ოცნებებს, რომლებიც შესაძლოა არც არასოდეს ახდეს, მიზნებს, რომლებიც წარსულს ჩაბარდა და იმედგაცრუებებს, რომელთაც ცხოვრებამ შეგახვედრა…

ყოველი დღის ბოლოს მოუთმენლად დაელოდები წამს, როდესაც შეგეძლება უამბო ყველაფერი, რადგანაც იცი, რომ იგი შენსას გაიზიარებს და შენ კი მისას ….

მასთან იქნები ისეთი, როგორც ყოველთვის გინოდა ყოფილიყავი…. არ შეგეშნდება არცერთი სისულელის თქმა…

როცა იცი, რომ ის არასოდეს შეეხება მტკივნეულად შენს გრძნობებს და არ გაგრძნობინებს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ… იგი შეგავსებს და გაჩვენებს შენს თავს მთელი მისი განსაკუთრებულობითა და მშვენიერებით.

და არ არსებობს არანაირი სტრესი, დეპრესია და მწუხარება, როდესაც ის შენს გვერდითაა და შეგიძლია თამამად იყო ვინც ხარ, იმიტომ რომ მას სწორედ ასეთი უყვარხარ. და ამის შემდეგ ხდები უფრო ბავშვური, ფერებიც უფრო ნათელი და სუფთაა. სიცილი შენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება და მისი ხმის გაგონება გეხმარება გაიადვილო ყოველდღიური, არც ისე მარტივი ცხოვრება და მაინც გულით გაიღიმო.

მასთან ყოფნისას არ არის საჭირო მუდმივად ისაუბრო, მაგრამ შეიძლება აღმოაჩინო, რომ შენი სიჩუმე მისი სიახლოვის დამსახურებაა. საგნები, რომლებიც არ გაინტერესებდა შენთვის მეტად ახლო და მიმზიდველი ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მისთვისაა საინტერესო. რასაც არ უნდა აკეთებდე მუდამ მასზე ფიქრობ. უბრალო საგნებიც კი მას გახსენებს – ლურჯი ცა, სასიამოვნო ნიავი და თუნდაც ცაზე პირქუშად მოფენილი ღრუბლები. შენ, გულის კარებს აღებ და აღმოაჩენ, რომ იყო ასეთი საუკეთესო, ერთადერთი გზაა იგრძნო ნამდვილი სიამოვნება, რომელიც ისეთი რეალურია, რომ გაშინებს კიდეც. იპოვნი ასეთ ადამიანს და აღმოაჩენ ნამდვილ მეგობარს შენს გვერდით და სულს, რომელიც შენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია. სიცოცხლე სრულიად განხვავებული გეჩვენება – გასაოცარი და ღირებული და შენი ერთადერთი იმედი ხდება ის, რომ იგი შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

მაგრამ ეს განა იმას ნიშნავს, რომ მისგან არაფერი გეწყინება? არა! მოხდება ეს, თანაც ბევრჯერ… ტკივილსაც გაუსაძლისად იგრძნობ, მაგრამ ამ ადამიანს მეტად შეაფასებ, ვიდრე საკუთარ სიბრაზეს. გულისთქმის ნაბიჯებს უფრო მეტჯერ გაჰყვები, ვიდრე წყენას და ამას არასდროს ინანებ… ინანებ მხოლოდ მის დაკარგვას, უყურადღებობას, და დაუნახაობას… სიჯიუტე ხომ მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როცა ჯიუტად უარს იტყვი შენს სიჯიუტეზე და ღმერთსაც გამოადგები და ადამიანსაც…

ზამთარი მოვა და მზეც თანდათან ძალას დაკარგავს, მაგრამ შენ არ შეგეშინდება… გვერდით მყოფი მზეზე მეტი იქნება და ის ყოველთვის გაგათბობს, თუ შეამჩნიე…და თუ ვერ დაინახავ, მზე მაინც გაანათებს, ოღონდ მას, ვისაც დანახვა შეეძლება… დანახვა ბურუსშიც…

და მჯერა, მჯერა, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის…და ცხოვრება გაიყოფა ორ ეტაპად, მანამდე და მის შემდეგ…

თუმცა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ  ადამიანს, რომელსაც უყვარხართ ყველაფრის და მიუხედავად შეუძლია თქვენი მიტოვება. შეუძლია! დამიჯერეთ! შეუძლია! მიგატოვებთ მაშინვე, როცა მიხვდება, რომ თქვენთვის ის გაცილებით ცოტას ნიშნავს, ვიდრე თქვენ მისთვის. ის არაფერს გეტყვით, არაფერში დაგადანაშაულებთ, თქვენ ეჭვიც კი არ გაგიჩნდებათ… თუ რატომ… რისთვის…?

შეუძლებელია მოსთხოვო ან თუნდაც სთხოვო საპასუხო გრძნობები ვინმეს, ეს სისულელე და აბსურდი იქნება…ის წავა ჩუმად, წყნარად… და ყველზე ცუდი რაც არის — მოულოდნელად…! ისე, რომ  ის არასოდეს დაბრუნდება უკან, წარსულში….

ასე, რომ ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრების მანძილზე, ყველას გადაუხადეთ მადლობა თქვენს ბედში მონაწილეობისათვის. იყო ეს ეპიზოდური, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი ადამიანიც კი არ ხვდება მეორეს ცხოვრებაში შ ე მ თ ხ ვ ე ვ ი თ, მადლობა ყველას! ზოგს ზღაპრებისათვის… ზოგს კი ბიძგისათვის და ა.შ….

სიყვარულით

მარიამ შარიქაძე

 

 

ნანახია:(288)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ქალი-ეს არის კაცის ანარეკლი, როგორც ეპყრობი მას, ისეთი ხდება ის …

მაშინ, როდესაც ცოლთან 7 წლიანი ცხოვრების შემდეგ ურთიერთობაში კრიზისი დაგვეწყო, მომეწონა ერთი გოგო, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი და ჩემს


რა არის მთავარი თავდაჯერებულობის ამაღლებისთვის? 3 მთავარი წესი

ეს რჩევები ეხება ქალებს, თუმცა შეიძლება მამაკაცებმაც გამოიყენონ. რა არის მთავარი თავდაჯერებულობის ამაღლებისთვის? …მთავარია შევიყვაროთ საკუთარი თავი. …3 წესი რაც


რა არის სიყვარული — თავისუფლება თუ ვალდებულება

გვიყვარდეს, თუ არა, ეს ყოველთვის ჩვენი არჩევანის საკითხია. სიყვარული — ეს არის თავისუფლება, მაგრამ არა ის თავისუფლება, რომელიც არ ცნობს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*