ადამიანები შენდობას გაკიცხვაზე მეტად საჭიროებენ … | Jolo.ge


ადამიანები შენდობას გაკიცხვაზე მეტად საჭიროებენ …

ადამიანები შენდობას გაკიცხვაზე მეტად საჭიროებენ …

ერთმა ბიჭმა, სახელად ტომიმ, დედის თხოვნის მიუხედავად მას შეშა არ მიუტანა.  ამ ამბავს მამაც შეესწრო და შვილს უთხრა: — ტომ, დარწმუნებული ვარ, შეუსრულებ დედას თხოვნას და სიამოვნებით მოიტან შეშას! —  და ტომი უსიტყვოდ წავიდა. რატომ? იმიტომ რომ მას მამის რწმენა და პატივისცემა ჰქონდა. მამა კი მისგან კარგ საქციელს ელოდა და დარწმუნებული იყო, რომ ის სწორად მოიქცეოდა. 

მაგრამ ვთქვათ, მამას ასე ეთქვა შვილისთვის: — ტომ, გავიგე,  დედაშენისთვის შეშის მიტანაზე უარი გითქვამს. მრცხვენია შენ გამო! ახლავე წადი და აავსე შეშის ყუთი! გიბრძანებ!

ამ შემთხვევაში დარწმუნებული იყავით, შეშის ყუთი ჯერ კიდევ ცარიელი იქნებოდა.

ადამიანები შენდობას გაკიცხვაზე მეტად საჭიროებენ. შესაქებია მათი სულის გამაგრება და უარყოფით მხარეებზე ხაზის გადასმა.

აჩვენეთ ადამიანს მისი დადებითი მხარეები და თქვენ მას გაუღვიძებთ ცუდი თვისებების უარყოფის სურვილს.

აჩვენეთ მას თავისი ნამდვილი„მე“ , დაარწმუნეთ, რომ შეუძლია ყველაფერს გაუმკლავდეს და გაიმარჯვოს…

გახსოვდეთ, კარგი და შემწყნარებელი ადამიანის გავლენა დიდია, ასეთ ადამიანს შეუძლია მთელი ქალაქი აიყოლიოს…

ადამიანები ხვდებიან რამდენად გულწრფელი ხარ… მოყვასისთვის სიყვარულითა და მადლიერებით გაკეთებული საქმე აუცილებლად გადაედება გარშემომყოფებს. მაგრამ თუ პირიქით მოხდა მკაცრად და დაუნდობლად მოექცევით, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ იმავეთი გიპასუხებენ, უფრო უარესადაც კი…

თუ ყველაფერში ცუდს ეძებთ, იცოდეთ, რომ თქვენ მას მიიღებთ…  თმენით და ძიებით კი ყველაფერს მოიპოვებთ …

ამიტომ ისე სთხოვეთ შვილს საქმის გაკეთება, რომ თვითონაც იამაყოს თავისი საქციელით, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ… მაშინვე შეამჩნევთ, რომ შეშის ყუთს სიამოვნებით აავსებს“….

წიგნიდან „პოლიანა“

ელეონორ პორტერი

ნანახია:(140)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ადამიანების 3 ტიპი, რომლებიც წარმატებას ვერ მიაღწევენ…

ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, ფიქრობთ ან მოქმედებთ თქვენსავე ცხოვრებაზე აისახება. ემოცია, რომელსაც სამყაროს აჩუქებთ აუცილებლად დაგიბრუნდებათ


23 უსიამოვნო რამ, რისი გაკეთებაც მოგიწევთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ

წარმატებული ადამიანები უხეიროებისგან იმით განსხვავდებიან, რომ სირთულეების არ ეშინიათ. მიზნისკენ მიმავალი გზა ვარდებით მოფენილი სულაც არ არის და ისეთი ცხოვრება


„ჩვევები“ — „თქვენი არჩევანი განაპირობებს თქვენს შედეგს“…

რატომ ვაქვეყნებ ამ ჩვევებს? მე მჯერა-სამყაროს ჰარმონიის, მისი კანონების. მჯერა რომ ჩვენი არჩევანი განაპირობებს ვიქნებით თუ არა ამ სამყაროს ნაწილი, რათა მივიღოთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*