ადამიანები, რომლებიც სხვების გაბედნიერების სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ … | Jolo.ge


ადამიანები, რომლებიც სხვების გაბედნიერების სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ …

ადამიანები, რომლებიც სხვების გაბედნიერების სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ …

დღეს, ჩემი სიხარულის მიზეზი ერთი ადამიანის კეთილი ნება და ის გულიანი სურვილია, რომლის დამსახურებითაც „ჩაის სახლში“ ერთი დარბაზი იმისთვის დაიკეტა, რომ ხანდაზმულთა სახლის ტკბილ და საყვარელ მოხუცებს გემრიელობებით გამასპინძლებოდნენ.

საღამო მოხუცების სიმღერით დაიწყო და შავი ღვინით და სადღეგრძელოებით დაგვირგვინდა. შავი ღვინო კახელი სტუმრის „მოთხოვნა“ იყო, გვეხუმრა ამ არომატულ ჩაის მალევინებთ კახელ კაცსო?

თინა ნინიძემ, ოპერის ჩაის სახლის მთავარმა მენეჯერმა მალევე აუსრულა სურვილი.

შავ ღვინომდე დარბაზში ჯაზიც გაჟღერდა, რომელიც 100 წელს მიკაკუნებულმა ბატონმა ლევანმა მოკრძალებით ითხოვა.

თხოვნა, მასაც აუსრულდა, გაიხარა -აი, ეს მესმისო 🙂

ეს საღამო რამდენიმე კვირის წინ დაიგეგმა, ჩაის სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი დამიკავშირდა და მთხოვა, მოხუცებს მინდა გავუმასპინძლდე და ორგანიზებაში თუ დამეხმარებიო. რა თქმა უნდა სიხარულით დავთანხმდი, მერე გუგლის დახმარებით  „მოხუცებულთა სახლიც“  მოვიძიე, ნომერი ავკრიფე და ასოციაცია „მზრუნველის“ დამფუძნებელს მაკო კაციტაძეს ვესაუბრე…

აი ისინიც აქ არიან, ამ ლაღი მასპინძლობით გახარებულები და ბედნიერები. ყველაზე მაგარი ის არის რომ ამ სახის საღამოები ჩაის სახლში სამომავლოდაც გაგრძელდება <3

მაკო კაციტაძე, ასოციაცია „მზრუნველის“ დამფუძნებელი: მიხარია, რომ დღეს მოხუცებს ჩაის სახლში ასე გაულამაზეს დღე. არაჩვეულებრივი გარემო დაგვხვდა, არაჩვეულებრივი მასპინძლებით, ჩვენმა მოხუცებმა დააგემოვნეს უგემრიელესი კერძები და ჩაი სხვადასხვა არომარტით. დესერტად მიართვეს ბლინები შოკოლადით და ბანანით. იმდენად გაკვირვებულები არიან მოხუცები, მეკითხებოდნენ, — რამდენი უნდა გადავიხადოთო? ძალიან კმაყოფილები ვართ ყველა, მადლობას ვუხდი მასპინძლებს და განსაკუთრებით იდეის ავტორს, რომელსაც არ სურს რომ ასე საჯაროდ დავაფიქსიროთ ჩვენი მადლობა.

დეის ავტორმა და მთავარმა მასპინძელმა მთხოვა, ჩემი სახელი და გვარი არსად ახსენო, ამას იმისთვის ვაკეთებ რომ გულით მინდაო. ჰოდა, ვასრულებ პირობას.

უბრალოდ მინდა ყველას ვუთხრა, რომ არსებობენ კეთილი და გულიანი ადამიანები, რომლებიც სხვების გაბედნიერების სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ და ისინი აქვე, ჩვენს გვერდით დადიან…

P.S  არადა, როგორ გულით მინდა ყველას გასაგონად ვთქვა თქვენი სახელი და ასე გადაგიხადოთ მადლობა.

იმედია ამ წერილისთვის არ გამიბრაზდებით 🙂

სიკეთე ხომ გადამდებია, მინდა მოედოს ქალაქს თქვენი დაწყებული საქმე 🙂

მადლობა <3

პატივისცემით დეა თავბერიძე


ნანახია:(219)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ერთ-ორ წელიწადში ამ სამოთხიდან არაფერი დარჩება“…

ჩემო ძვირფასო მეგობრებო ! ეს უნიკალური ადგილი მღვიმე შურუბუმუს კანიონია. გაზაფხულზე და შემოდგომაზე მიწისქვეშა ტბების განმუხტვა ფანტასტიურ სანახაობას ქმნის…საუბედუროდ ამ


„აი მაგარი სასაცილოა ჩვენი ქცევა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულება“- ზვიად ციკოლია

„აი მაგარი სასაცილოა ჩვენი ქცევა და ჩვენი თავისადმი და კულტურული მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულება. სანამ იუნესკომ არ აღიარა მანამდე ქართული დამწერლობა არ


გადავარჩინოთ

„უმორჩილესად გთხოვთ“ — ასე იწყება განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში ქვეყნდება და ამ სევდიან ფოტოს ერთვის.   „მოგესალმებით, უმორჩილესად გთხოვთ წაიკითხეთ.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*