„აბა, შენ იცი სანტა-კლაუს. ცოტა ადრე გწერ. დრო გაქვს“ — გიორგი კეკელიძე | Jolo.ge


„აბა, შენ იცი სანტა-კლაუს. ცოტა ადრე გწერ. დრო გაქვს“ — გიორგი კეკელიძე

„აბა, შენ იცი სანტა-კლაუს. ცოტა ადრე გწერ. დრო გაქვს“ — გიორგი კეკელიძე

ჩემი წერილი სანტ-კლაუსს. პირველი.

გამარჯობა სანტა-კლაუს! რადგან ბედმა ეგეთი საქმე გარგუნა, რომ ამქვეყნიური სურვილებს ასრულებ, ასე მგონია, იმქვეყნადაც მიგიწვდება ხმა. მე აქ არაფერი მინდა, ოღონდ ვინც იქაურობას განაგებს, ეს გადაეცი: მამაჩემი ახლა მანდ არის. უკვე 62 წლისაა. გამხდარი, მორცხვი კაცია. სულ ქვევით იყურება. ადვილად იცნობ. ჰოდა, რაღაც ამბები მაწვალებს და აქაურ საჩუქრებში ამ დანაბარებს გიცვლი:

1) მამაჩემმა სიგარეტს თავი გაჭირვების დროს დაანება. გამოხრულ კბილში რომ დიდხანს რამე საჭმელი ჩაგრჩება, ეგეთ ჩამპალ წლებში. უფულობის მოთმენის და შეგუების წლებში. მერეც ერიდებოდა, ცოტა ამოსუნთქვის წლებში მალავდა. მაგრამ ვატყობდი რომ უნდოდა მოწევა. მე ჩამქონდა და ვაძლევდი. უარობდა. არ ვეწევიო. ამაში ფულის დახარჯვა როგორ იქნებაო. ჰოდა, მინდა რომ იქ სიგარეტი ჰქონდეს. ფილტრიანი.

2) უმჯობესი იქნება უაზრო სიმძიმეებს თუ არ აწევს. არ შეიძლება ამდენი შრომა. აქაც შრომა. მაქაც შრომა. ამ თხილის ტომრების თრევა. ცოტა დაისვენოს. არა, ბევრი დაისვენოს. ბევრი დაისვენოს და რამე გაზეთიც თუ ავა, სადაც ჩემი ამბები ეწერება, იმას წაიკითხავს. აგროვებდა აქეთ ასეთ გაზეთებს. ბევრი აქვს. ორი უჯრა.

3) ვინმე იქნება ჭადრაკის მცოდნე. მას მოერიდება და იმ მეორეს უთხარი, ჭადრაკი ეთამაშოს.

 

აბა, შენ იცი სანტა-კლაუს. ცოტა ადრე გწერ. დრო გაქვს. 
შენი #გიორგიკეკელიძე

ნანახია:(1732)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ყველას უნდა ასეთი გოგონას პოვნა და როდესაც პოულობენ“…

«ყველას უნდა ისეთი გოგონას პოვნა, რომელიც არ ეწევა, არ არის სპირტიანი სასმელების მომხარებელი, ისეთის, რომელსაც ურეკავ და ყოველთვის მზადაა მოგისმინოს,


„ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით“ — ლაშა ბაქრაძე

„სულ 15 ათასი დოლარი გვჭირდება“ — წერს ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში. როგორც ირკვევა ეს თანხა ლიტერატურული მუზეუმის დირექტორს დავით კაკაბაძის


ალენ დელონი:»ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გამოგონილი ისტორიაა და სიმართლეს არ შეესაბამება»

„ჟოლომ» რამდენიმე დღის წინ »კვირის პალიტრაში» გამოქვეყნებული წერილი გააცნო მკითხველს. ამ წერილში თავად ალენ დელონი ჰყვება თუ როგორ იხსნა ფრანგი მსახიობი ვაჟა-ფშაველას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<