9 სტრატეგია კეთილი და მოსიყვარულე ბავშვის აღსაზრდელად

by admin | 15 декабря, 2016 13:56

ყველა მშობელს სურს მისი შვილი განსაკუთრებული იყოს, იმისთვის კი, რომ ბავშვი სხვებისგან გამოირჩეოდეს შესაბამისი აღზრდაა საჭირო. კეთილი და გულუხვი მოზარდები თანამედროვე მსოფლიოში გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, არსებობს მოსიყვარულე ახალგაზრდების ნაკლებობაც.

 

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და აღზარდეთ კეთილი და მოსიყვარულე ბავშვი:

 

1.გაუსვით ხაზი ამ თვისებებს სხვაში — როდესაც შეამჩნევთ, რომ ვინმე კეთილია, გულღია და მოსიყვარულე ნუ მოახდენთ ამის უგულვებელყოფას. შეაქეთ ასეთი ადამიანები და ამით თქვენს შვილს მიახვედრებთ, რომ თავადაც ასე უნდა მოიქცეს,

 

2.ასწავლეთ გაცემა პატარა ასაკში — ნუ ჩათვლით, რომ თქვენი შვილი პატარაა ქველმოქმედებისთვის. მიაღებინეთ მონაწილეობა კეთილ საქმეში.

 

3.ასწავლეთ სიამოვნებით გააკეთოს ეს — ნუ უქცევთ მას ქველმოქმედებას მოვალეობად, დაანახეთ ამის დადებითი მხარეები. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ კარგს აკეთებს და თავად უნდა გრძნობდეთ თავს ბედნიერად.

 

4.ესაუბრეთ თანაგრძნობაზე — ადამიანში თანაგრძნობის გაღვივება მაშინ ხდება, როდესაც იაზრებს მის მნიშვნელობას. ესაუბრეთ ამაზე ბავშვს პატარა ასაკიდან, ასწავლეთ, რომ საჭიროა გაუგოს ადამიანებს.

 

5.ასწავლეთ ფულის ფასი თუ ბავშვი პატარა ასაკიდან სწავლობს ფლანგვას და ანგარიშს არ უწევს იმას, რომ ეს ფული თქვენი გამომუშავებულია და არა მისი, ის ასეთივე იქნება მოზრდილობის ასაკში. მიაჩვიეთ საჭირო თანხის გამომუშავებას და მის სწორად ხარჯვას.

 

6.იმოქმედეთ ერთად — როდესაც საქველმოქმედო საქმიანობაში თქვენთან ერთად ბავშვს რთავთ ამით აჩვენებთ არა მხოლოდ იმას, რომ სიკეთე ბედნიერების მომტანია, არამედ იმასაც, რომ ოჯახის პატარა წევრსაც თავისი როლი აქვს.

 

7.დაივიწყეთ სიტყვები, იმოქმედეთ — ნუ შემოიფარგლებით სიტყვებით, თავად აჩენეთ, როგორ უნდა გააკეთოს სიკეთე და ეს ჩვევად ექცევა.

 

8.გააკეთეთ ეს ღიად — ძალიან კარგია თუ თქვენ ქველმოქმედებას ეწევით, მაგრამ თუ ამას ჩუმად აკეთებთ და თქვენმა შვილმა ამის შესახებ არაფერი იცის, მისთვის მაგალითად ვერ გამოდგებით.

ნანახია:(578)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/9-strategia-mosiyvarule-da-ketili-bavshvis/