9 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, როცა 30 წლის გახდებით | Jolo.ge


9 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, როცა 30 წლის გახდებით

9 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, როცა 30 წლის გახდებით

ისეთ წვეულებებზე სიარული, როგორზეც 18 წლის ასაკში დადიოდით — მიუხედავად იმისა, რომ არაფერია ცუდი ღამით მეგობრებთან ერთად გართობაში, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თინეიჯერი აღარ ხართ და საჭიროა, პასუხიმგებლობით მოეკიდოთ საკუთარ ქცევებს, დამოკიდებულებას ალკოჰოლთან.

დაივიწყეთ მტანჯველი სასიყვარულო ურთიერთობა — თქვენ იცით რომ უკეთესს იმსახურებთ. რატომ უნდა იტანჯებოდეთ სიყვარულით? უნდა იცოდეთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტი. გადაწყვიტეთ, რა გირჩევნიათ — იყოთ მტანჯველ სასიყვარულო ურთიერთობაში, თუ ბედნიერი მარტოხელა, რომელსაც ახალი ურთიერთობის დაწყების შანსი აქვს.

შეწყვიტეთ მცდელობა, რომ გარშემო ყველას მოაწონოთ თავი — არ არის აუცილებელი ყველას მოსწონდეთ. შეუძლებელია, ყველა ადამიანის მოთხოვნების დაკმაყოფილება. იყავით ისეთი, როგორიც ხართ სინამდვილეში.

თავიდან მოიშორეთ ნეგატიური ადამიანები — გვერდით უნდა გყავდეთ მხოლოდ ისეთები, რომლებიც თავს უკეთესად გაგრძნობინებენ და განვითარებაში დაგეხმარებიან.

შეწყვიტეთ ფულის ხარჯვა გამოუსადეგარ ნივთებში — ზოგი ქალი, როგორც წესი, არასასარგებლო ნივთებში დიდ თანხებს ხარჯავს. თუ გსურთ, რომ დაგეგმოთ მომავალი, მოგზაურობა, ან ბიზნესის განვითარება, მაშინ სერიოზულად უნდა მიუდგეთ ფინანსებს და არ უნდა იყოთ მფლანგველები.

ნუ იტყვით ყველაფერზე „დიახ» — მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელს შეუშლის შეთანხმებას. იმოქმედეთ საკუთარი ინტერესების შესაბამისად, გქონდეთ რწმენა და იამაყეთ საკუთარი თავით.

თავი დაანებეთ „ფასთ ფუდებს» — სამზარეულოში ფუსფუსი შეიძლება არ გიყვართ და ეს თქვენთვის მოსაბეზრებელი საქმეა, მაგრამ აუცილებლად უნდა შეეშვათ ქუჩაში ჭამას, ეს მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. დაიწყეთ მარტივი კერძების მომზადებით.

შეწყვიტეთ ფიზიკური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის უგულებელყოფა — არიან ქალები, რომლებსაც არ სურთ თავიანთი ჯანმრთელობის პრობლემების აღიარება. დროა, მიხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას და მცირე ნიუანსიც არ უგულებელყოთ. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა მდგომარეობა არ გართულდეს.

თავი დაანებეთ წარუმატებლობის სხვადასხვა მიზეზებით გამართლებას — ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით სირთულეებს, რომლეზეც ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ დაუძლეველია, შემდეგ კი ვიწყებთ ახსნას, ათასგვარ საბაბს ვიგონებთ, რატომ ვერ მივიღეთ სასურველი შედეგი. არ არის უცხო, რომ ცხოვრება რთულია, ყოველთვის იქნება მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ გააკეთეთ ესა თუ ის საქმე, თუმცა ამაზე ფიქრის ნაცვლად, დროა კონცენტრირება მოახდინოთ მიზნის მიღწევაზე.

წყარო:http://qartuliazri.ge

ნანახია:(197)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„ნასა“ ადასტურებს მარიხუანაში უცხოპლანეტელთა დნმ-ის შემცველობას”

ამერიკაში პერიოდულად ტარდება კვლევა სოციუმზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, თუ რამდენად კითხულობს სოციალური ქსელის მომხმარებელი მასალას, რომელსაც „მყვირალა” სათაურის გამო იწონებს,


D ვიტამინი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

სილამაზის მთავარი ვიტამინი და ანტიოქსიდანტი D ვიტამინია, რომელიც თქვენს ყოველდღიურ რაციონში შედის. D ვიტამინი პასუხისმგებელია წონის კლებაზე, იმუნურ სისტემასა და


როდესაც ბავშვი ძალიან მორცხვია…

ბავშვების უმრავლესობისთვის ახალი ურთიერთობები პრობლემას არ წარმოადგენს, მათ ძალიან უმარტივდებათ კონტაქტში შესვლა და საერთო ენის გამოძებნა, თუმცა არსებობენ ბავშვები, რომლებისთვისაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*