87 წლის უსახლკარო ქალბატონი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს | Jolo.ge


87 წლის უსახლკარო ქალბატონი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

87 წლის უსახლკარო ქალბატონი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

„ზამთრობით ამ ვაგონში ძალიან მცივა,“ — აცხადებს სოფლის უხუცესი ქალბატონი და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას სთხოვს.

წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში მცხოვრები ჟენია ჯიშკარიანი, რომელსაც  4 შვილი და მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს, 20 წელზე მეტია, 4 კვ.მ რკინის ვაგონში ცხოვრობს. 

რკინის კონსტრუქციის ამორტიზირებულ ფარდულში მცხოვრებ მოხუცს სოციალური დახმარება, როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე თვის წინ, მისთვის უცნობი მიზეზით მოუხსნეს, რის გამოც მას საკვებსა და მედიკამენტებში  ყოველთვიური პენსია აღარ ყოფნის.

ჟენია ჯიშკარიანი: «4 შვილი მყავს მკვდარი. შვილების და მეუღლის გარდაცვალების ტრაგედიას ის უბედურება დაემატა, რომ სახლი დამეწვა. 1992 წლის შემდეგ ამ რკინის ვაგონში ვცხოვრებ. ზამთრობით ძალიან მცივა, ვაგონი უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ როცა თოვს, საწოლშიც მათოვს. დახმარებას ვითხოვ, იქნებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი  ხის ოთახი მაინც შემიჭედოს, რომ ღირსეულად ვიგრძნო თავი. მე ამ პირობებს შეჩვეული ვარ, მაგრამ რომ მოვკვდები, იმის მეშინია, სად უნდა დამასვენონ, ამ ვაგონში სასახლეც კი არ დაეტევა“.

წყალტუბოს გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პიროვნების პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და მას დრო და დრო ეხმარებიან. მათივე თქმით მსგავსი უსახლკარო წყალტუბოს რაიონის მასშტაბით 25 ოჯახია, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით ეტაპობრივად დაეხმარებიან.
 ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე
წყარო: http://pia.ge/

 

 

წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში მცხოვრები ჟენია ჯიშკარიანი, რომელსაც  4 შვილი და მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს, 20 წელზე მეტია, 4 კვ.მ რკინის ვაგონში ცხოვრობს. 
რკინის კონსტრუქციის ამორტიზირებულ ფარდულში მცხოვრებ მოხუცს სოციალური დახმარება, როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე თვის წინ, მისთვის უცნობი მიზეზით მოუხსნეს, რის გამოც მას საკვებსა და მედიკამენტებში  ყოველთვიური პენსია აღარ ყოფნის.ჟენია ჯიშკარიანი: «4 შვილი მყავს მკვდარი. შვილების და მეუღლის გარდაცვალების ტრაგედიას ის უბედურება დაემატა, რომ სახლი დამეწვა. 1992 წლის შემდეგ ამ რკინის ვაგონში ვცხოვრებ. ზამთრობით ძალიან მცივა, ვაგონი უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ როცა თოვს, საწოლშიც მათოვს. დახმარებას ვითხოვ, იქნებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი  ხის ოთახი მაინც შემიჭედოს, რომ ღირსეულად ვიგრძნო თავი. მე ამ პირობებს შეჩვეული ვარ, მაგრამ რომ მოვკვდები, იმის მეშინია, სად უნდა დამასვენონ, ამ ვაგონში სასახლეც კი არ დაეტევა“.
წყალტუბოს გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პიროვნების პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და მას დრო და დრო ეხმარებიან. მათივე თქმით მსგავსი უსახლკარო წყალტუბოს რაიონის მასშტაბით 25 ოჯახია, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით ეტაპობრივად დაეხმარებიან.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე

წყარო: http://pia.ge/

ნანახია:(9)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<