8 ნახვრეტი თქვენს ფინანსურ «ვედროზე» | Jolo.ge


8 ნახვრეტი თქვენს ფინანსურ «ვედროზე»

8 ნახვრეტი თქვენს ფინანსურ «ვედროზე»

აბსოლუტურად ყველა ადამიანს, (ამბობს ამას ხმამაღლა თუ არა, ) უნდა, გამოიმუშავებდეს მეტს.

აი, ახლა იმასაც ვხედავ, რომელიღაც ასკეტ-ეზოთერიკ-ფილოსოფოს-ფსიქოლოგ-იოგი როგორი სარკასტულ-სკეპტიკური ღიმილით გაიხედავს გვერდით და კიდევ უფრო ღრმა კონცენტრირებას განაგრძობს აწმყოზე

მაგრამ სინამდვილეში, მასაც უნდა ჰქონდეს საკუთარი ფული, რადგან მთელი სამყარო ექვემდებარება „ეკონომიის“ კანონს, რომელიც აღწერს ენერგიის ნაკადებსა და მათ ურთიერთდამოკიდებულებას.

ამის ფონზე ფულის ქონის სურვილი იმდენად დიდია, რომ ცოტა თუ ფიქრდება, რამდენს კარგავს სინამდვილეში. ჩვენი ტვინი ხშირად გვიგებს ხაფანგს და კონცენტრაციას მიმართავს რესურსების ფლანგვაზე და არა მათ ზრდაზე.

შემდეგ კი, ჩვენი ცხოვრება ემსგავსება საცერს, რომელშიც იფანტება ის რესურსები, რომლებიც თავდაუზოგავი შრომით მოვიპოვეთ.

8 ნახვრეტი თქვენს ფინანსურ «ვედროზე»

მაშ ასე, მე მოგიმზადეთ 8 საკვანძო ფინანსური ხვრელი, რომელთა ამოვსების შედეგად, შეძლებთ, 8-ჯერ გაზარდოთ ეფექტურობა და აიმაღლოთ ფინანსური ინტელექტი:

1. ფინანსური სტერეოტიპები და ცრურწმენები. ყველაზე გავრცელებული ფინანსური ვირუსი აცხადებს: «იმისათვის, რომ გამოიმუშაო ბევრი ფული, ბევრი და მძიმედ უნდა იმუშაო. თუ გინდა, გქონდეს ბევრი — იმუშავე ბევრი».

ეს სასტიკად საშიში რწმუნებულებაა. ამ რწმუნებულების მსხვერპლები გაუცნობიერებლად იტვირთავენ თავს საქმით. თუ მათ მეტის გამომუშავება მოუნდებათ, ისინი მეტ საკეთებელსა და ვალდებულებებს იღებენ საკუთარ თავზე. ისინი იქამდე იტვირთავენ თავს, სანამ მათი სხეული და ნერვული სისტემა მწყობრიდან არ გამოვა.

ყველაზე საინტერესო დრამა კი მოგვიანებით იწყება, როცა შემოსავლების გაზრდის რამდენიმე უშედეგო მცდელობა ექნებათ… ამ შემთხვევაში, რწმენა ქრება და მოდის სიზარმაცე, აპათია და ავადმყოფობა, რომელთა მკურნალობაც შთანთქავს მათ მიერ გამომუშავებულ ფულს და ეს ადამიანები კვლავ იძულებულნი არიან, იმუშაონ…

«ადამიანებს არ გააჩნიათ იმის მოთმინება, რომ 1 წელი დაუთმონ საკუთარი ბიზნესის შექმნას… მაგრამ აქვთ იმის მოთმინება, რომ 40 წელი დაუთმონ სამსახურში სიარულს!»

გამოსავალი? საკუთარი ფინანსური «ვინდოუსის» გადაყენება

2. სპონტანური და იმპულსური შესყიდვები. ემოციონალური თავშეუკავებლობა — ეს მარკეტოლოგებისთვის ნამდვილი საბადოა. შესაძლოა, გსმენიათ, როგორ ასწავლიან გაყიდვებს დაბალ საფეხურზე? უნდა გაყიდო გრძნობებზე, იმოქმედო კლიენტზე იმგვარად, რომ მან სწორედ თქვენგან იყიდოს. სხვათაშორის, სწორედ ამ ხრიკის წყალობით იზრდება Apple-ის კორპორაცია. მილიარდი ადამიანია მათ კლიენტთა ბაზაში. როგორ ფიქრობთ, რამდენმა გამოიტანა მათი პროდუქცია კრედიტით? მე პირადად ათეულობით ადამიანს ვიცნობ.

გამოსავალი? საყიდლებზე წადით წინასწარ შედგენილი სიით. დიახ, სანამ ფინანსური ნახვრეტების ამოვსების საჭიროება გიდგათ, შეეცადეთ, საყიდლებზე სიით იაროთ და ნახავთ, როგორ უცებ შეიცვლება ყველაფერი.

3. დანაზოგის არ არსებობა. ადამიანებს აშინებს სიტყვა დანაზოგი. ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც უნდა მოიკლონ, რაც ისედაც ცოტა აქვთ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ეს მდიდრული პარადიგმაა და ისინი ამ დანაზოგით, პირველ რიგში საკუთარ თავს უხდიან. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ყველაფერში შეზღუდო საკუთარი თავი, დაზოგო ყველაფერზე და მთელი ფული მუთაქაში ჩურთო… რა თქმა უნდა, არა — არ არის საჭირო უკიდურესობებში გადავარდნა, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრება არაპროგნოზირებადია, ამიტომ აჯობებს, დავზოგოთ, რათა ყოველთვის გვქონდეს გარკვეული რეზერვი.

თუ სპეციალურ ფონდებს არ ქმნით ფორსმაჟორებისთვის, არ აწარმოებთ ბიუჯეტს და არ ახდენთ ფინანსების დაგეგმვას, ვერც კი შეამჩნევთ ისე დაიკარგება თქვენი ფული.

ამას ჩვენ ფინანსურ სტრუქტურირებას ვეძახით.

სტრუქტურირებულ პიროვნებას ყოველთვის პულსზე უდევს ხელი და მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იმყოფება.

«სიმდიდრე ის კი არაა, რასაც გამოვიმუშავებთ, არამედ ის, რაც გვრჩება იქედან, რასაც გამოვიმუშავებთ».

4. ფორსმაჟორები. ნებისმიერი ფორსმაჟორი, პირდაპირ მზისწნულში ურტყამს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას. ჩვენ თავში უკვე დალაგებული გვაქვს, რაში უნდა დავხარჯოთ თვის განმავლობაში ფული, მაგრამ უცებ მოხდება რაღაც… მაგალითად, სტომატოლოგთან აუცილებელი ვიზიტი… ფული მეტი არ არის, გადადებული თანხაც არ გაქვთ… მორჩა, დაიხარჯა ყველაფერი…

გამოსავალი? ფინანსური სტრუქტურირება.

5. კრედიტები. ეს ყველაზე თაღლითური ინსტრუმენტია დედამიწაზე. კრედიტები — ესაა ჩვენი ნებაყოფლობითი ვალდებულება, საკუთარი შემოსავლების ნაწილი ვუხადოთ ბანკს. ოდნავ მეტაფიზიკაში თუ გადავინაცვლებთ, აღმოვაჩენთ, რომ კრედიტი — ეს არის გაყიდო საკუთარი მომავალი. ფულს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აწმყოში [სამომხმარებლო სესხი] არ გვეკუთვნის. რატომ? იმიტომ რომ არ გვაქვს! [ეს ძალიან ღრმა თემაა… ამიტომ აქ გავჩერდები და კურსში გავაგრძელოთ მასზე საუბარი].

მოკლედ… ჩვენ არ შეგვიძლია ლოდინი ან შეგროვება და სანაცვლოდ, 3-ჯერ მეტს ვიხდით. ინტერნეტში მილიონობით სტატიას შეხვდებით, რატომაა ქირით ბინის აღება გაცილებით იაფი, ვიდრე — კრედიტით.

გამოსავალი? ფინანსური ინტელექტის ამაღლება და სტრუქტურირება.

6. „ბარახლიზაცია“. ვიყიდეთ ახალი ტელეფონი. ეს ფაქტია. მაგრამ რა ვუყოთ ძველს? ძველი ჩაიდება მტვრიან უჯრაში, რომელსაც ნახევარ წელში ეს ახალიც დაუმშვენებს გვერდს… და ა.შ. ჩვენ ვაგროვებთ ხლამს, რომელიც ჩვენზე აღარ მუშაობს. მეტიც, ისინი ჩვენს საწინააღმდეგოდ იწყებენ მუშაობას, რადგან ენერგიას გვართმევენ. ისინი მხოლოდ გადაყრილი რესურსებია. არადა ხომ შეიძლებოდა ძველი ტელეფონი გაყიდვა, თუნდაც ნაკლებ ფასად, რაც მოიტანდა ცოცხალ ფულს და არა — ხლამს? მაგრამ ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაყიდვა არ იცის. მეტიც, მათ გაყიდვა „უტყდებათ“. გახსოვდეთ, რომ ფული — ენერგიაა, ნუ შეუქმნით მას საცობს.

გამოსავალი? ფინანსური ინტელექტის ამაღლება და სტრუქტურირება.

7. აბონიმენტები. ეს კიდევ ერთი ხრიკია მარკეტოლოგებისგან. კი, ჩვენ გვეჩვენება, რომ აბონიმენტი უფრო იაფია, მაგრამ დიდი შინაგანი ძალისხმევაა საჭირო, რომ ის მაქსიმალურად გამოიყენო. ერთხელაც უკან მოვიხედავთ და შევამჩნევთ, რომ მომსახურებაში უფრო ძვირი გადავიხადეთ. ამიტომ ზოგჯერ სჯობს, გადაიხადო მეტი, მაგრამ აკონტროლებდე ფასს, ვიდრე იყიდო წლიური აბონიმენტი და მიხვიდე სულ 3-ჯერ. დაიმახსოვრეთ, აბონიმენტის ბიზნეს-მოდელი გათვლილია იმაზე, რომ ადამიანები მას არ გამოიყენებენ სრულად. სხვაგვარად, ფიტნეს-კლუბები გაკოტრდებოდნენ.

გამოსავალი? ფინანსური ინტელექტის ამაღლება და სტრუქტურირება.

8. აქციები. ძალიან ხშირად, დიდი მაღაზიები სერიოზულ აქციებს აწყობენ. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ასეთ დროს მაღაზიები „ჩაწოლილ“ საქონელს გვთავაზობენ, რომლებიც ხშირად ძალიან ცუდი ხარისხისაა. არ ღირს ამ აბების გადაყლაპვა. აჯობებს, ჰკითხო საკუთარ თავს — მართლა ასე მჭირდება ეს ნივთი? თავიდან, გონებაში გაათამაშე შენაძენის ყველა შესაძლო პლუსი და მინუსი. თუ მართლაც ასეთი აუცილებელია ამ შენაძენის გაკეთება, ყოველთვის შეძლებ მაღაზიაში დაბრუნებას და მის შეძენას.

გამოსავალი? ფინანსური ინტელექტის ამაღლება და სტრუქტურირება.

რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან?

ესეც, დაპირებული 8 ხვრელი… და რა მერე? მაინც გინდათ კრედიტის აღება და iPone 7-ის გამოტანა? რა თქმა უნდა, გინდათ…

ასე მარტივად ყველაფერს ვერ შეცვლით. ასეთი ცვლილებები, როგორც წესი, მხოლოდ თანამოაზრეთა გარემოცვასთან ერთად ხდება, რომლებიც ხელიხელჩაკიდებულები ნერგავენ ახალ ჩვევებს.

სწორედ ამიტომ შევქმენით ახალი პროექტი «MatriX». [ახალი პროექტის პრეზენტაციას მალე იხილავთ].

აქ ისწავლით, როგორ არ «ჩარეცხოთ» გამომუშავებული ფული და ასევე, როგორ გამოიმუშაოთ იმდენი, რამდენიც საჭიროა, არა ვინმესთვის რაიმეს „შეტენვის“, არამედ ფასეულობის შექმნის საფუძველზე.

შემოგვიერთდით, არანაირი ემოციები — მხოლოდ უნარები და ბასრი, შედეგზე და ექსპონენციალურ ზრდაზე ორიენტირებული ინტელექტი, რომლიც დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ საკუთარი ცხოვრება და სამუდამოდ მოიშოროთ ფულის გარეშე დარჩენის შიში.

P.S. ჩემს გუშინდელ პოსტს: „კრედიტ-აზროვნება“- რატომ ვართ ყელამდე კრედიტებსა და ვალებში და როგორ გავთავისუფლდეთ ამ საპყრობილიდან?, რომელიც რამდენიმე „ფეიჯზე“ და პორტალზე გაზიარდა, საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ეს გამოხმაურება პროგნოზირებადიც იყო, რადგან კრედიტ-აზროვნება საყოველთაოდ გავრცელებული ინფექციაა.

გუშინდელი პოსტის ბოლოში მე დავსვი კითხვა ახალ კურსთან დაკავშირებით, რასაც, ასევე, საყოველთაო და ერთმნიშვნელოვანი მზაობა მოჰყვა.

მე უკვე დავიწყე ამ კურსზე მუშაობა და 2 დღეში თქვენ იხილავთ პირველ ნაწილს. მაგრამ, იმისათვის, რომ კურსი მაქსიმალურად სარგებლიანი და ეფექტური იყოს, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს რამდენიმე საკვანძო პრობლემა, რომელიც კონკრეტულად თქვენ გაწუხებთ.

ამიტომ, კომენტარებში დაწერეთ ერთი კონკრეტული ფინანსური „ტკივილი“, რომელიც კონკრეტულად თქვენ გაწუხებთ და მე აუცილებლად გავითვალისწინებ მას კურსის შექმნისას.

თქვენი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის: GT

თუ მოგეწონათ პოსტი, გააზიარეთ!

წყარო: Business Inteleqtika

 

ნანახია:(5859)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თქვენი ორი სამყარო

თუ აზრებს განვიხილავთ, როგორც მატერიალურს ე.ი. ის არსებობს ჩვენს გვერდით რეალობაში მატერიალური რეალობა და ჩვენი აზრები უნდა მივუახლოოთ ერთმანეთს. ჩვენ ვცხოვრობთ ერთდროულად ორ სამყაროში, ორ


„იდეალური ქმარი ის კაცია, რომელიც თვლის, რომ იდეალური ცოლი ჰყავს“ — ბერნანდ შოუ

ჯორჯ ბერნანდ შოუ — გამონათქვამები „თუ ლაპარაკი ისწავლეთ ეს ნიშანია იმისა, რომ გაიზარდეთ. თუ ისწავლეთ გაჩუმება ეს ნიშანია იმისა, რომ


როგორ მინდა ყველამ წაიკითხოს, ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს

წარმატების ერთ-ერთი ფორმულა. ბავშვობიდან დღემდე, როცა რამეს ვაკეთებ, ვმოქმედებ და ვქმნი, ყოველთვის ერთ ადამიანს ვუძღვნი. ის კონკრეტული ადამიანი ჩემი ბედნიერების


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<