7 თვისება, რომლებიც სიღარიბეზე გაპროგრამებენ | Jolo.ge


7 თვისება, რომლებიც სიღარიბეზე გაპროგრამებენ

7 თვისება, რომლებიც სიღარიბეზე გაპროგრამებენ

მეცნიერებმა აღმოაჩინეს  გარკვეული ჩვევები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ტვინის ფიზიკურ მდგომარეობაზე …

 

ეს ჩვევები პრაქტიკულად, პირდაპირ აპროგრამებენ გონებას სიღარიბეზე! ამიტომ მათგან თავი შორს უნდა გეჭიროთ, გამორიცხოთ და გაექცეთ:

 

  1. საკუთარი თავის შეცოდების თვისება

სიღარიბე იწყება საკუთარი თავის გამუდმებული შეცოდებით და შენს უიღბლობაზე გამუდმებული წუწუნით. „არ მაქვს კარგი ფეხები“, „ვმუშაობ უვარგის სამსახურში“, „არ მაქვს ის განათლება“, „არ მომწონს ჩემი ბინა“, „როგორი ცუდი ამინდია“, „რა უხეში გამყიდველია იმ სუპერმარკეტში“, „იქ არ დავიბადე, სადაც უნდა დავბადებულიყავი“… ყველაფერი, ყველაფერი გარშემო, შეიძლება გამოდგეს წუწუნის, თავის შეცოდების და უიღბლობაზე გადაბრალების მიზეზად.

ადამიანები, რომლებიც ეჩვევიან საკუთარი თავის შებრალებას, მალე კარგავენ თანაგრძნობას ახლობლების მხრიდან. გეცოდებოდეს ახლობელი შეიძლება უსასრულობამდე, მაგრამ თავადაც ხომ უნდა გააკეთოს რამე?… მუდმივ პოხონდრიკებს გაურბიან, მათგან არაფერს ელოდებიან (მათ მხოლოდ წუწუნი შეუძლიათ), მათ არ ეძახიან გუნდში. შედეგად  რჩებათ ძალიან მცირე მეგობრები, რომელთა დახმარებით შეუძლებელია, მოხვდნენ რამე კარგ საქმეში. გეცოდებოდეს თავი – ეს არის საუკეთესო საშუალება გქონდეს დაბალანაზღაურებადი სამსახური და „ნაცრისფერი ცხოვრება“.

  1. თვისება, ყველაფერზე აკეთო ეკონომია

თუ თქვენ მაღაზიაში შესვლისას პირველ რიგში ეძებთ ფასდაკლებას, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს კოლეგებს უხდიან ბევრს თქვენთან შედარებით, იმ დროს, როცა თქვენ გაცილებით მეტს აკეთებთ, თუ არასდროს, არავის არ ასესხებთ ფულს, არ უტოვებთ ოფიციანტს ზედმეტს და თვლით, რომ თქვენი ხელფასით ბავშვის გაჩენა შეუძლებელია – მაშინ, სავარაუდოდ, თქვენში უკვე ზის სიღარიბის ჩვევა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ როცა მიისწრაფვით ტოტალური ეკონომიისკენ – ეს იმის ნიშანი კი არ არის, რომ გონივრულად ზოგავთ, არამედ აჩვენებს, რომ არ გაქვთ ბალანსი შემოსავალს და გასავალს შორის. შეძლებული ადამიანი მზად არის გადაიხადოს ნივთის რეალური ღირებულება. მეტიც, ის მზად არის გადაიხადოს სხვისი შრომისთვისაც – და იგივეს ელოდება სხვისგანაც.

  1. თვისება, ყველაფერი შეაფასო ფულად ერთეულში.

მხოლოდ საღარიბეზე დაპროგრამებულ ადამიანს შეუძლია ჩათვალოს, რომ ის თავს იგრძნობს ბედნიერად, თუ მის შემოსავალს ექნება ბევრი ნული. შეუძლებლად მიაჩნია ცხოვრებით ხალისი თუ არ აქვს ძვირფასი სამოსი, კერძო სახლი, პრესტიჟული მანქანა. სოციოლოგები ამტკიცებენ, რომ კითხვაზე „რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის?“ მხოლოდ ღარიბები იწყებენ მატერიალური ფასეულობების ჩამოთვლას.

მაღალი შემოსავლების ადამიანები ასახელებენ ერთგულ მეგობრობას და სიყვარულს. ამავე დროს, ისინი ბანკში ანგარიშს არ მიიჩნევენ სიმდიდრედ. მათი აზრით, მდიდარია ის, ვისაც აქვს უნარი მოიზიდოს ფული და ცარიელ ადგილზე მოახდინოს ახალი პროექტების ორგანიზება. ნამდვილი წარმატებული ადამიანი, არ არის დამოკიდებული ოქროთი სავსე ტომარის რაოდენობაზე.

  1. პანიკის ჩვევა, როცა ფული მთავრდება.

მხოლოდ და მხოლოდ იმის გაფიქრებაზე, რომ თქვენ მოხვდებით შემცირებაში და ამ დროს გიჩქარდებათ პულსი – ეს შეიძლება იყოს, სიღარიბის შინაგანი პროგრამა. მდიდარი ადამიანები თვლიან: დღეს ის არის, ხვალ არა.  ფული ასე ტრიალებს წრეში.

  1. ჩვევა ხარჯო მეტი,  ვიდრე გამოიმუშავებ.

თქვენ მუშაობთ ორ ადგილას, მაგრამ ფული მაინც არ არის საკმარისი? სასწრაფოდ რაღაც უნდა შეცვალოთ! თუ ადამიანი ვერ ასხვავებს, ერთ კრედიტს მეორესგან, თქვენ ვერასდროს ვერ გახდებით მდიდარი.

  1. ჩვევა, იყო დაკავებული საქმით რომელიც არ გიყვარს.

თუ მე არა, მაშინ ვინ გააკეთებს? ფსიქოლოგები ამბობენ – ადამიანები, რომლებიც არიან დაკავებული არასასურველი საქმით ისინი პოტენციურად – სიღარიბის და წარუმატებლობის მატარებლები არიან. ამის მიზეზად მიიჩნევა გრძნობა, რომელიც გამოწვეულია იმით,  რომ ისინი განიცდიან უკმაყოფილებას იმით, რასაც აკეთებენ. ამ ჩვევის ამოსაძირკვად, აუცილებელია აკეთოთ – არა ის, რაც ვიღაცას სჭირდება, არამედ ის, რაც იწვევს თქვენში ძლიერ კმაყოფილებას და მადლიერებას. მხოლოდ ამ სფეროში შეიძლება მიაღწიოთ უდიდეს შედეგს!

  1. ჩვევა, თავი დაიჭირო შორს ნათესავებისგან.

ადამიანები, რომლებიც თავს არიდებენ ნათესავებთან ურთიერთობას, ისინი ვერასდროს გახდებიან ბედნიერნი და წარმატებულნი. „მე რატომ უნდა დავურეკო – მას სჭირება და თვითონ დამირეკოს“, „ნუ დავპატიჟებთ შენს ბიძას და დეიდას, თორემ რას იფიქრებენ სხვები…“, „მამა გახსოვს როგორ გამიბრაზდი ბავშვობაში ყველას თვალწინ, მაშინ 5 წლის ვიყავი, მე არაფერი დამვიწყებია…“

ამ დროს ყველა მდიდარი ადამიანისთვის ოჯახი ეს არის, უძვირფასესი ფასეულობა დედამიწის ზურგზე. სწორედ მათგან შეიძლება იგრძნო თანადგომა, როცა სხვა დანარჩენ ცხოვრების სფეროებში გაქვს კრიზისი. დაფიქრდით ამაზე.

თაობა X მასალების მიხედვით მოამზადა ქოუჩმა და წარმატების ექსპერტმა თამარ კვარაცხელიამ

ნანახია:(2092)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

უპირობო თუ პირობითი სიყვარული

ცხოვრება, ეს ერთი დიდი სკოლაა, სადაც გავდივართ გაკვეთილებს. ამ გაკვეთილების წყალობით ვსწავლობთ მიმღებლობას და სიყვარულს. ვიღებთ ადამიანებს, ისეთებად როგორებიც არიან… უპირობოდ გიყვარდეს


„მარკეტინგს, ბრენდინგს და თვითპიარსაც შევეხებით“ — ხათუნა მუზაშვილი

…ვენახს რომ ჩაყრი…. წლები რომ სწავლობ მის მოვლას და უვლი შესაბამისად… რომ გაიზრდება, გაიმართება, პირველ მტევნებს მოისხამს და მათ დამწიფებას


7 ნაბიჯი ბედნიერი და ენერგიული დილისთვის

ნაკლები ძილის გამო თავი გტკივა? გეზარება საწოლიდან წამოდგომა?  საერთოდაც მთელი დღე უკვე საშინლად გეჩვენება? არა, არ  დანებდე, დილა ხომ მთელი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*