7 რჩევა, როგორ უნდა დაიწყო ბრწყინვალე მომავლის შექმნა დღეიდან | Jolo.ge


7 რჩევა, როგორ უნდა დაიწყო ბრწყინვალე მომავლის შექმნა დღეიდან

7 რჩევა, როგორ უნდა დაიწყო ბრწყინვალე მომავლის შექმნა დღეიდან

ბრწყინვალე ცხოვრება შემთხვევით არ დადგება. ეს არის თქვენი დროის, ენერგიის, ფიქრების და მძიმე შრომის განაწილება, რათა გახდეთ ის ვინც გსურთ რომ იყოთ. შეწყვიტეთ სინანული წარუმატებლობაზე  და მხარი დაუჭირეთ თქვენს წარმატებულ და ლამაზ ცხოვრებას.

ეს არის 24/7 რეჟიმით ჭკვიანური და აზრიანი გზით მუშაობის შედეგი და არა იმის, რომ დაჯდეთ და ელოდოთ რა მოხდება მომავლში. მოარგე დიდებული ცხოვრების შექმნის ‘’საიდუმლო’’ შენს საჭიროებებს, სტილს და დაიწყე შენი საკუთარი ბრწყინვალე მომავლის შექნმა დღეიდან.

1. გამარტივება – შესანიშნავი ცხოვრება, ყოველდღიური ცხოვრების გამარტივების შედეგია. ხშირად ადამიანები ამ სიტყვას სხვა ინტერპეტაციას უკეთებენ, თუმცა ცხოვრების გამატივება არ ნიშნავს მუშაობისგან თავის არიდებას. როდესაც შენ ფოკუსირებული ხარ გაიმარტივო ეს ისედაც რთული ცხოვრება, შენს დროს და ენერგიას ათანხმებ იმ საქმის გასაკეთებლად რაც სიამოვნებას განიჭებს და არის შენი მისწრაფება და მისია. აქედან გამომდინარე, დიდებული ცხოვრებას პირველ რიგში შენ ქმნი, შენივე სამუშაო ოთახიდან.

2. ძალისხმევა – დიდებული ცხოვრება თქვენი მაქსიმალური რაოდენობის ძალისხმევის შდეგია. დიდებული ცხოვრების შექმნა, გარკვეული შეთანხმებებს მოითხოვს შენგან. ეს შესაძლებელია ნიშნავდეს თავიდან შეაფასო თუ როგორ ხარჯავ შენს დროს და თანხებს. ეს შესაძლებელია ნიშნავდეს მოძებნო საუკეთესო გზა შენი ენრგიის გამოყენების, რომელიც შეესაბამება დიდებული ცხოვრების თქვენეულ გაგებას. გახსოვდეთ, ადრე თუ გვიან ცხოვრება დააჯილდოებს თქვენს ყველა ძალისხმევას.

3. შექმენი პრიორიტეტები – დიდებული ცხოვრება პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის შედეგია. გაცილებით ადვილი დრო დახარჯო იმაზე რაც შენს ყურადღებას იპყრობს, ნაცვლად იმისა, რომ წაინასწარ გამოყოფილი დრო, ენერგია და ფული გამოიყენო იმისათვის რაც რეალურად შენთვის მნიშვნელოვანია. თავიდან აიცილე სირთულეები, რომელიც გზაზე შეგხვდება და პატივი ეცი შენს პრიორიტეტებს.

4. დაზოგვა – დიდებული ცხოვრება სხვადასხვა დანაზოგების შედეგია. თქვენი დროი, ენერგიის, თანხის. დანაზოგების გაკეთებით თქვენ ბევრად უფრო მეტს დააგროვებთ ვიდრე თქვენი 6 თვის ხარჯებში მიდის. დანაზოგები 5 წლის თავზე გარკვეული შემოსავლების მომტანი იქნება. დანაზოგი გამოგადგებათ არა 15 წუთის თავისუფალი დროს არამედ, მთელი დღისთვის. გარდა ამისა, დანაზოგები დაგეხმარებათ შეამციროთ მნიშვნელოვანი შიშები თქვენს ცხოვრებაში. იგი საშუალებას გაძლევთ თქვენი გადაწყეტილებები ეფუძნებოდეს იმას, თუ რა გსურთ ნამდვილად, ნაცვლად შიშზე დამყარებული გადაწყეტილებები.

5. ერიდე ყურადღების გაფანტვას – დიდებული ცხოვრება, ფოკუსირებისა და ყურადღებიანობის შედეგია. გონების ენერგიის 75% იღლება ყურადღების გაფანტულობით. უყურადღებობით. ყურადღების გაფანტულობას შეუძლია გაურთულოს გაგების უნარი ძალიან ბევრ ადამიანს. ეს მას შემდეგ ხდება როცა არ გექნებათ სხვა რაიმე გზა მოფიქრებული უყურადღებობის დასამარცხებლად. მიმოიხედე გარშემო და დატკბები იმ ადამიანების ცხოვრების ცქერით, ვინ დაამარცხა უყურადღებობა. რას აკეთებენ ისინი? და რაა გააკეთებთ თქვენც მათ მსაგავსად რათა მიიღოთ თქვენი საკუთარი ცხოვრებისგან საუკეთესო? ჰკითხეთ მათ როგორ გამოსდით ეს. იპოვეთ გზა რომ თანხვედრაში მოიყვანოთ თქვენი გონება, იმ საკითხებთან რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

6. ფიქრები – დიდებული ცხოვრება თქვენი ფიქრების კონტროლის შედეგია. ამიტომ კეთილგანწყობით მიიღე და ნება მიეცი შენთან მოსულ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვეულებრივ შენთვის ხდება და არა შენს წინააღმდეგ. თქვენი რწმენა თქვენთან მოსული გარემოებების შესახებ პირდაპირ განხაზღვრავს რამდენად წარმატებული იქნებით. თქვენი რწმენა, ზუსტად კარნახობს შედეგს როგორი წარმატებული იქნება.

მოტივირებულ ადამიანებს აქვთ განსაკუთრებული მიზნები და ეძებენ გზებს მათ მისაღწევად. გჯეროდეს, რომ არსებობს გამოსავალი ყველა იმ პრობლემაზე რასაც წარსულში შეეჯახეთ და იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შექმნეთ ისეთი ცხოვრება, რომელიც გსურთ. არ აქვს მნიშვნელობა, რასაც არ უნდა ფიქრობდეთ და რისიც არ უნდა გჯეროდეთ თქვენ ქმნით მას. უსმინეთ რას გეუბნებათ საკუთარი თავი და შეასწორე და მოარგე თუ საჭიროა.

7. დაიწყე – დიდებული ცხოვრება მოქმედების დაწყების შედეგია. არსებობს ძველი გამოთქმა ‘’დიდი მოგზაურობა, პირველი ნაბიჯებით იწყება’’. მოქმედების დასაწყებას დღევანდელ დღეზე უკეთესი დრო არ არსებობს. არ დაელოდო რაიმე ცოდნის გაღრმავებას ან ბავშვების გაზრდას ან უკეთესს ამინდს. დღეს, სწორედ ახლა, არის საუკეთესო მომენტი, გადადგა ნაბიჯები სწორედ იმ მიმართულებით სადაც მთელი გულით გსურს ყოფნა. დღევანდელი მოქმედებები, ხვალინდელ ცხოვრებას შეცვლის.

წიგნი: »Personal Goal Setting»

მარიამ შარიქაძე

ნანახია:(241)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„გააგრძელეთ სვლა“

იმედი მას არ უცრუვდება, ვისაც ის არ აქვს, გეგმები მას არ ეშლება, ვისაც ისინი არ გააჩნია. მიუხედავად გაცრუებული იმედისა და


უინსტონ ჩერჩილი:„არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!“

ერთხელ მოხუცი უინსტონ ჩერჩილი უნივესიტეტში, გამოსაშვებ ჯგუფთან შეხვედრაზე მიიწვიეს და სიტყვით გამოსვლა სთხოვეს, რათა გზა დაელოცა ბრიტანეთის მომავალი თაობისთვის. ეს გახდა ღირსშესანიშნავი დღე. შორიდან


ვის არ უნდა ვენდოთ…

დღეს ადამიანებს არ ესმით ერთმანეთის, ვერ ამყარებენ კონტაქტს, დაკარგეს სიყვარული, პატივისცემა და ნდობა. თუ ადამიანის არ გესმის, ვერ ენდობი. თუ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*