7 ნიშანი იმისა, რომ თქვენ დაკავებული ხართ „თქვენი საქმით“ | Jolo.ge


7 ნიშანი იმისა, რომ თქვენ დაკავებული ხართ „თქვენი საქმით“

7 ნიშანი იმისა, რომ თქვენ დაკავებული ხართ „თქვენი საქმით“

ჩვენ ყველა პუნქტს ვეთანხმებით, განსაკუთრებით კი ბოლოს! თქვენ?

1.  ეს საქმე შეგიძლიათ აკეთოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი გარემოებებში, იმის მიუხედავად, თუ როგორ გრძნობთ თავს.

2. თქვენ მომენტალურად ერთვებით სამუშაო პროცესში, გეკარგებათ დროის შეგრძნება.

3. მუდმივად განიცდით პროფესიული ზრდისაკენ სწრაფვას, გსურთ ახალი ცოდნის შეძენა. მონაწილეობას იღებთ დისკუსიებში, რომელიც თქვენს საყვარელ საქმიანობას უკავშირდება.

4. თქვენ ყველანაირი სარგებლის გარეშე უზიარებთ შეძენილ გამოცდილებას სხვა ადამიანებს. ცოდნა თქვენთვის მარტივად მისაღები ხდება, ამიტომ ასევე მარტივად შეგიძლიათ მისი გაცემაც. არ გადარდებთ ფიქრები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ვინმე თქვენზე უკეთესი გახდეს, თქვენი ცოდნის გამოყენებით.

5. თქვენ გახსნილი ხართ ნებისმიერი სიახლისთვის. საყვარელი საქმე ენერგიის უდიდეს მუხტს გაძლევთ, რომლის დახარჯვაც გსურთ საინტერესო საქმიანობებზე. ღია ხართ ახალი ნაცნობობებისთვის, მოგზაურობებისა და ექსპერიმენტებისთვის.

6. თქვენთვის ფული არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. პირიქით, მარტივად დახარჯავთ თქვენს საქმეზე მნიშვნელოვან თანხებს. მოვა დრო და საყვარელი საქმე ასევე მარტივად მოგიტანთ გაორმაგებულ შემოსავალს.

7. ამჩნევთ, რომ სასურველი მოვლენები თავისთავად ფორმირდება და იქცევა რეალობად, თქვენ კი მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ თვალყური ადევნოთ ყოველივე ამას. ახალი ნაცნობები, იდეები და შესაძლებლობები თითქოს თავისით მოდიან თქვენს ცხოვრებაში.

 

ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი

ნანახია:(152)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რა მიშლის ხელს? რა უნდა შეცვალო? როგორ?

პერიოდულად ვეკითხები საკუთარ თავს: ბედნიერი ხარ ახლა? თუ პასუხი უარყოფითია, ვეძებ, რა მიშლის ხელს? რა უნდა შეცვალო? როგორ? და ისევ,


როდესაც გავიზრდებით, მივხვდებით, რომ…..

როდესაც გავიზრდებით, მივხვდებით, რომ ის ერთადერთი ადამიანიც კი, რომელსაც არასდროს უნდა ეტკინა ჩვენთვის გული — გვატკენს. შენ გეტკინება და ატკენ


დილის სავარჯიშო ბედნიერი დღისთვის

1. ☀ ყოველი დილა დაიწყეთ  ღიმილით და იმ ყოველივე კარგის ჩამოთვლით, რაც უკვე გაქვთ ცხოვრებაში!!! შემოგიერთდით   დაიწყეთ:  რა ლამაზი დღეა!!! 2. შემდეგ, გადადით:


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<