7 მიზეზი, რატომ არის ამდენი 40 წელს გადაცილებული ქალი მარტოხელა | Jolo.ge


7 მიზეზი, რატომ არის ამდენი 40 წელს გადაცილებული ქალი მარტოხელა

7 მიზეზი, რატომ არის ამდენი 40 წელს გადაცილებული ქალი მარტოხელა

რატომ არის ამდენი 40 წელს გადაცილებული ქალი მარტოხელა? მაშინ როცა არც ისე ცოტაა მარტოხელა მამაკაცების რაოდენობა. თანაც მათი უმრავლესობა მზად არის ოჯახური ცხოვრებისთვის. ამას ისინი წერენ სოციალურ ქსელებში, ან პირდაპირ დაუფარავად ეუბნებიან პაემანზე მისულ ქალს. მაგრამ პარადოქსიც ამაშია! ქალს ერთის მხრივ სურს მეწყვილის ყოლა, მეორეს მხრივ კი ეწინააღმდეგება ამას… პოულობს უამრავ მიზეზს, რის გამოც მამაკაცს უარს ეუბნება. რაშია საქმე? რა გაკავებთ ძვირფასო ქალებო?

 მე ქალთა პრობლემებზე 2005 წლიდან ვმუშაობ. და აი რისი გარკვევა შევძელი ამ პერიოდში:

1. ყველაზე მთავარი და გავრცელებული მიზეზი ქალის მარტოობისა არის ის, რომ ქალი არ იცნობს საკუთარ თავს. მან არ იცის შინაგანი საჭიროებები და ვერ ხვდება სინამდვილეში რა სურს. ის ფიქრობს, რომ უნდა იყოს თავისუფალი, წარმატებული, მოხდენილი და ლამაზი, განათლებული, სექსუალური. ამ სტერეოტიპებს ხომ ჩვენი საზოგადოებაც გვახვევს თავს. ამის გამო ქალი მთელი ძალით ცდილობს გახდეს ეტალონი, რათა საუკეთესო მამაკაცმა შეამჩნიოს ის!

2. მომდევნო მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ქალებს გულის სიღრმეში დაგროვილი აქვთ მამაკაცების მიმართ წყენა და ქვეცნობიერად თავს არიდებენ ურთიერთობებს, რომ წარსული ტკივილი ხელახლა არ განიცადონ. ხშირად ამ წყენების მიღმა იმალება სულიერი ტკივილი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში მოგვაყენეს. თუ ქალის მშობლები მუდამ სკანდალებსა და ჩხუბში ცხოვრობდნენ, მამა სვამდა და ღალატობდა დედას, გოგონა კი პატარაობიდანვე უმეორებდა საკუთარ თავს, რომ მამაკაცთან ცხოვრება ცუდია და არ აპირებს დაოჯახებად… მართალია, დროის გასვლასთან ერთად ეს გადაწყვეტილება ქალებს თითქოს ავიწყდებათ, მაგრამ სიღმისეული მუშაობისას, ის გამოაშკარავდება. ამ ყველაფრის გამო ქალი გაუცნობიერებლად ირჩევს ისეთ მამაკაცებს, რომლებთანაც ვერ აწყობს სერიოზულ ურთიერთობებს.

3. ზოგიერთ ქალს არ შეუძლია საკუთარ ემოციებთან გამკლავება და არის ზედმეტად მომთხოვნი კაცების მიმართ. არ აქვს უნარი მამაკაცს ენდოს, არ შეუძლია აცადოს მამაკაცს რაიმეს გაკეთება, მუდამ თავად აკეთებს ყველაფერს. იღებს საკუთარ თავზე მამაკაცურ საქმეებს. ეს კი ძლიერ ზიანს აყენებს კაცში მამაკაცური თვისებების ზრდას. ქალი ისეა მოწყობილი, რომ ზრუნვა ბუნების მიერ არის მასში ჩადებული, ის ზრდის შვილებს. მაგრამ ძვირფასო ქალებო, ნუ გადაამლაშებთ! თორემ მერე თავად გიწევთ ტირილი, რადგან ის მუდამ დივანზეა წამოწოლილი და ყურადღებას არ გაქცევთ! თქვენ კი ამ დროს უკვე გადაღლილი ხართ, ქალურობასა და სექსუალურობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია ამ შემთხვევაში. ბოლოს და ბოლოს თქვენ თავიდან იშორებთ ასეთ პარტნიორს და რჩებით კვლავ მარტო..

4. ასევე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ისეთ მამაკაცურ ქცევაზე, რომელიც ახასიათებთ ძლიერ ქალებს — ეს არის საკუთარი აზრის გატანა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც საკუთარ სიმართლეს ამტკიცებთ, მეორე მხარე სულელად გამოდის და იცოდეთ, რომ მამაკაცი , რომელიც თავს სულელად გრძნობს აუცილებლად წავა…

5. ქალები, რომელბსაც ოჯახი აქვთ, ასევე შეიძლება გრძნობდნენ თავს მარტოსულად, თუ ურთიერთობები სწორად არ აქვთ აგებული. ამას არავინ არსად გვასწავლის, სამწუხაროდ. მისასალმებელია, რომ ამჟამად უკვე არსებობს ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაცია ამ თემებზე. სხვათაშორის თქვენ შეგიძლიათ დაიბრუნოთ მეუღლესთან ურთიერთობა, თუკი სულითა და გულით მოინდომებთ, თუკი მზად ხართ ამისთვის, და გიღირთ ბრძოლა!

6. ასევე, ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ქალის მარტოობისა არის მისი სიზარმაცე, მას ეზარება საკუთარ თავზე და პიროვნულ ზრდაზე მუშაობა. ქალს ეს ყველაფერი ახსენდება მაშინ, როდესაც მის მეუღლეს უკვე საყვარელი ჰყავს, ან ჯანმრთელობა შეერყა. ასეთი ქალბატონები ჩემთან სეანსებზე ხშირად ნანობენ, რომ არ ეცნობოდნენ ინფორმაციას თავის დროზე, არ გამოხატავდნენ სითბოსა და მზრუნველობას მამაკაცის მიმართ. მხოლოდ სტრესს შეუძლია აიძულოს ისინი ისწავლონ და შეცვალონ საკუთარი ქცევა. მაგრამ უკვე უწევთ დანაკარგისა და მარცხის, ტკივილის განცდა. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.

7. ცალკე აღნიშნვის ღირსია ქალების დამოკიდებულება სექსის მიმართ. ქალების უმრავლესობა იმდენად არის ჩაკეტილი ამ საკითხში, რომ მამაკაცები ინტუიციურად ამჩნევენ ამას და ახლოს მისვლასაც ერიდებიან. მამაკაცებს ხომ თავადაც აქვთ საკუთარი შიშები. როდესაც ორი ასეთი შიში ხვდება ერთმანეთს, სიყვარულის ადგილი აღარ არის.

მამაკაცები სინამდვილეში საკმაოდ სათუთი არსებები არიან. ჩვენ, ქალებს მონიჭებული გვაქვს ფიზიკური შეგრძნებების გაცილებით დაბალი დონე, სხვანაირად ვერ შევძლებდით ბავშვის გაჩენას. მამაკაცებს კი, გარე სამყაროს ფიზიკურად აღქმის უნარი ბევრად მაღალი აქვთ,  რადგან მათ სჭირდებოდათ ოჯახის დაცვა სხვადასხვა მტრისგან. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მამაკაცს ავადმყოფობა, გაცილებით მძიმედ გადააქვს, ვიდრე ქალეს. გარშემომყოფებმა შეიძლება ვერც შენიშნონ ქალს, რომ ის ავად არის.

რა თქმა უნდა,  ქალებიც და კაცებიც სხვადასხვა ნაირები არსებობენ. მაგრამ მამაკაცებს მართლაც უნდა გავუფრთხილდეთ.

ასე რომ, ჩემო მეგობრებო თავად გამოიტანეთ დასკვნები.

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი

ნანახია:(504)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

8 რამ რაც მამაკაცს არ მოსწონს ქალში

ჩვენ, ქალებს გვაქვს ბევრი ხერხი, იმისთვის რომ მამაკაცის ყურადღება მივიპყროთ და მოვხიბლოთ ის კარგი მაკიაჟით, ან ლამაზი თმით. თუმცა რატომღაც


როგორია ძლიერი ქალი?

ვიცი, რომ ზოგიერთ მამაკაცში ცნება „ძლიერი ქალი“ იწვევს გაღიზიანებას. ხშირად ეს იმის ბრალია, რომ სიტყვა „ძლიერს“ ისინი აიგივებენ „დამოუკიდებელთან“, რაც


5 მიზეზი, რატომ ვერ ხვდებით სწორ მამაკაცს

ძალიან ცოტაა ისეთი ქალბატონი, რომელსაც ჰკითხავთ როგორი მამაკაცი ჰყავს გვერდით და გიპასუხებთ, რომ ზუსტად ისეთი, როგორიც სურდა. რა არის მიზეზი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*