7 გზა მიზნის მისაღწევად | Jolo.ge


7 გზა მიზნის მისაღწევად

7 გზა მიზნის მისაღწევად

მიზნის მისაღწევად ბევრი დრო და მოთმინებაა საჭირო. რთულია დასახო კონკრეტული გეგმა, რომლის თანახმად ოცნების ასრულებას შეძლებ, მაგრამ წარმატებული ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამ ჩამონათვალის მიხედვით აღწევს მიზანს:

 

იოცნებე — ყველაფერი იწყება გულიდან და გონებიდან. გაბედეთ ოცნება. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: „რა მოხდება, თუ?“ და იფიქრეთ ძალიან ბევრი. არ შეუშვათ გონებაში ნეგატიური ფიქრები.

 

დაიჯერე — თქვენი ოცნება უნდა იყოს ისეთი, თქვენივე შესაძლებლობებს რომ აღემატება, მაგრამ დამაჯერებელი. დიახ, თუ თქვენ არ გაქვთ დიპლომი, მაგრამ ოცნებობთ 50 მილიონიან ბიზნესზე, ეს ძალიან ბევრია, მაგრამ დამაჯერებელი და მიღწევადი.

 

დაინახე — ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრებაში ბევრი რამისთვის მიუღწევიათ აქვთ ერთი საინტერესო თვისება, ისინი „ხედავენ“ საკუთარ წარმატებას. ანუ ისინი საკუთარ თავს მომავალში ხედავენ ისეთს, როგორიც სურთ იყვნენ.

 

თქვი — ბევრ ადამიანს ახასიათებს საკუთარი აზრების თავისთვის შენახვა. თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ გაახმოვანეთ ყველაფერი, რასაც ფიქრობთ. ეს პირველ რიგში თქვენ წაგადგებათ, რადგან რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ მას უფრო გაგიმარტივდებათ დაჯერება, რომ ყველაფერი გამოგივათ.

 

დაგეგმე — ოცნება ფრთებს ვერ შეისხამს თუ არ დაგეგმავთ როგორ განახორციელოთ ის. დაჯექით და დაგეგმეთ თითოეული კომპონენტი, განსაზღრეთ დრო, როდის უნდა დაასრულოთ ის.

 

იმუშავე — წარმატება არ მიიღწევა მუშაობის გარეშე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ წარმატება მხოლოდ ყოველდღიურ დაუღალავ შრომას მოაქვს.

 

დატკბი — მას შემდეგ, რაც მიზანს მიაღწევთ უნდა შეიგრძნოთ ის და დატკბეთ. მიეცით საკუთარ თავს დასვენების, მოგზაურობის საშუალება. იზრუნეთ სხვების სიამოვნებაზეც. იყავით გულუხვი და თქვენი საქმე აუცილებლად კარგად წავა.

ნანახია:(2039)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სამი ბლოკნოტის პრინციპი – მეორე დღე

თამარ საგინაშვილი: სამი ბლოკნოტის პრინციპით ჩვენ ვაანალიზებთ და ვალაგებთ ძველ წელს. მარცხი უნდა ვაქციოთ გაკვეთილად, რესურსად, რაც შეიძლება მეტი სარგებელი


ცხოვრების ერთი პატარა დეტალი, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელი

მწარეა სიმართლის მოსმენა, გააჩნია ვინ გეუბნება და რა ფორმით. არიან ადამიანები, რომელებიც გულახდილად, კეთილგანწყობით და სიყვარულით მიგითითებენ შეცდომებზე, არგუმეტირებულად გეუბნებიან


ჩაცმულობის მნიშვნელობა და როლი ურთიერთობებში

შინაგანი განწყობისა და თავდაჯერებულობის შემდეგ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტურ ურთიერთობაში? როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩაცმულობა სერიოზულად მოქმედებს ნდობაზე,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*